Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888
  • მთავარი
  • ისტორია
  • ჩვენ შესახებ
  • სიახლეები
  • შემთხვევები
  • კონტაქტი
Donate
✕
Georgian Business Consulting ასოციაციის შესახებ, რომელიც აქტიურად მუშაობს საგადასახადო პრობლემების დარეგულირებაზე
მარტი 15, 2023
ბიზნეს ომბუდსმენი ვირტუალური ზონის კომპანიების პოზიციას იზიარებს
მარტი 27, 2023
Show all
ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მქონე IT–კომპანიები სახელმწიფოსგან სამართლიან მოპყრობას ითხოვენ
მარტი 20, 2023

Abstract techno background

ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მქონე IT–კომპანიები სახელმწიფოსგან სამართლიან მოპყრობას ითხოვენ

 

 

თბილისი (GBC) – ადგილობრივი აიტი კომპანიების გაძლიერება, ვირტუალური ზონის პირების და საერთაშორისო IT–კომპანიების საგადასახადო შეღავათებით მოზიდვა საქართველოში ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ქვეყნის ეკონომიკის, დასაქმების ბაზრის და დასაქმებულთა კვალიფიკაციისა თუ ანაზღაურების გაზრდის მიმართულებით. შეიძლება ითქვას, რომ ამ დარგის საგადასახადო წახალისებით ასობით ქართველი IT–სპეციალისტი ქვეყნიდან გაუსვლელად იღებს შრომის ისეთ ანაზღაურებას, როგორსაც მათი კოლეგები იღებენ დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში.
თუმცა, ამ ინდუსტრიას გარკვეული პრობლემები ბოლო წლებში უკვე შეექმნა, რაც გამოწვეული იყო საგადასახადო კანონმდებლობის ბუნდოვანი ჩანაწერით, რაც საგადასახადო უწყებების მხრიდან ინტერპრეტაციის საფუძველი გახდა. აღნიშნულმა გარემოებამ ამ კომპანიების მოტივაციას საგრძნობლად დაარტყა. . თუმცა, ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია აქტიურად ჩაერთო მთავრობასთან კომუნიკაციაში, ბოლო პერიოდში შექმნილი პრობლემების მოსაგვარებლად. ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ გარკვეული ძვრები ამ მიმართულებით არის და ფინანსთა სამინისტროსგან შემხვედრი ნაბიჯების იმედებიც გაჩნდა. კერძოდ, ასოციაციის წევრები ბიზნესისა და სახელმწიფოს პოზიციების დაახლოებაზე, დარგის მიმზიდველობის პოპულარიზაციაზე, კანონმდებლობის დახვეწასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობენ.
„ვირტუალური ზონა ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ფაქტორია საქართველოში, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურ და შეუფერხებელ მუშაობას საინფორმაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიაში. აღნიშნული სექტორი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს შრომითი ბაზრის განვითარებაში მაღალკვალიფიციური სამუშაო ადგილების უზრუნველყოფით.
მოქნილობისა და ბაზრის ცვალებად მოთხოვნებთან სწრაფი ადაპტაციის უნარის წყალობით, ვირტუალური ზონა ხელს უწყობს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდას“, – აღნიშნავენ ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციაში.
ცნობისთვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მქონე კომპანიებმა საქართველოს ბიუჯეტში გადასახადების სახით მხოლოდ 2021 წლის განმავლობაში 66 მლნ ლარზე მეტი გადაიხადეს.

 

ცხრ. #1 ინფორმაცია ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მქონე გადამხდელთა მიერ 01.01.2021–31.12.2021 წ.წ. პერიოდში გადახდილი გადასახადების შესახებ:

 

გადასახადის სახე
გადახდილი თანხა (ლარი)
დღგ
33 142 127,8
ქონების გადასახადი (მ.შ. მიწა სასოფლო/არასასოფლო
235 988,9
იმპორტის გადასახადი
15 786
მოგების გადასახადი
8 252 074
საშემოსავლო გადასახადი
24 580 064,9
ჯამი
66 226 244,5

წყარო: ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

 

შესაბამისად, მათივე თქმით, ამ დარგის განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ეკონომიკისთვის და ორმხრივად მომგებიანია ბაზრის ყველა მხარისათვის.
თუმცა, საგადასახადო სამსახურის არათანმიმდევრულმა ქმედებებმა, რეტროსპექტულმა ჯარიმებმა და საგადასახადო მიდგომების ცვლილებებმა განაპირობა ის, რომ ბევრი ინვესტორი და ბიზნესი გადის საქართველოს ბაზრიდან, რაც საგრძნობლად აზიანებს ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას და მთლიანად ეკონომიკას.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით 1100–მდე კომპანიას მინიჭებული აქვს ვირტუალური ზონის პირის სტატუსი და მათ მიერ განხორციელებული საგადასახადო კონტრიბუცია ნათლად არის წარმოდგენილი ზემოთ.
ვირტუალური ზონის კომპანიების წინაშე ზემოხსენებულ პრობლემებთან ერთად მწვავედ დგას კვალიფიციური კადრების დეფიციტი, რაც, სამომავლოდ, მხოლოდ ერთობლივად ამ ბიზნესის, სახელმწიფოსა და საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩართულობით შეიძლება გადაიჭრას.

 

წყარო

 

 

Share
2

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სასარგებლო ბმულები

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

კანონი საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონის შესახებ


ააიპ საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია

მისამართი: ქ. თბილისი, საქართველო
ტელ.: +995 511 230 446
ელ. ფოსტა: info@viz.ge

გამოიწერე ჩვენი სიახლეები

დაგვიტოვეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი და ჩვენ გამოგიგზავნით სიახლეებსა და ფანდრაიზინგის (სპონსორული სახსერები) შესახებ ინფორამციას.

გამოიწერეთ ჩვენი სოციალური ქსელები

რაც უფრო მეტი ადამიანი შეიტყობს ჩვენს შესახებ, უფრო მეტად გვექნება შესაძლებლობა მივაღწიოთ ჩვენს მიზანს და მოვიყვანოთ IT კომპანიებთან დაკავშირებული არსებული კანონმდებლობა შესაბამისობაში. თითოეული გაზიარება არის წვლილი, შეტანილი უცხოელი ინვესტორების დაცვაში საქართველოს ტერიტორიაზე.

  • Facebook
  • LinkedIn
  • Telegram

მხარი დაუჭირე პროექტს

თქვენ შეგიძლიათ ასოციაციაში წვლილის შეტანა კრიპტოვალუტის მეშვეობით ან პირდაპირი საბანკო გადარიცხვით

© 2025 Viz.ge by ARC Digits | All Rights Reserved.