საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია, როგორც დამოუკიდებელი, არაკომერციული ორგანიზაცია, 2022 წლის თებერვალში დაფუძნდა. დღეს ის საქართველოში ერთადერთი პროფესიული ასოციაციაა, რომელიც ექსკლუზიურად ვირტუალური ზონის პირის სტატუსით მოქმედი კომპანიების წარმომადგენლობას ემსახურება.
2021 წელს ვირტუალური ზონის კომპანიებს მასშტაბური საგადასახადო შემოწმებების, კანონმდებლობის არაერთგვაროვანი იტერპრეტაციისა და მნიშვნელოვანი საგადასახადო ვალდებულებების წინაშე აღმოჩნდნენ. ამ მოვლენებმა ნათლად წარმოაჩინა პროფესიული ორგანიზაციის საჭიროება, რომელიც შეძლებდა სექტორის ინტერესების დაცვას და სახელმწიფო უწყებებთან კონსტრუქციული დიალოგის წარმართვას.
ასოციაციამ მალევე გააერთიანა ვირტუალური ზონის კომპანიები და მათი ინტერესების დასაცავად ერთობლივი საქმიანობა დაიწყო. სახელმწიფო უწყებებთან უწყვეტი თანამშრომლობის, რეალური ბიზნესქეისების თავმოყრისა და ექსპერტების ჩართულობის შედეგად, ასოციაციამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ასობით ათასი ლარის ოდენობის უსაფუძვლოდ დარიცხული გადასახადებისა და ჯარიმების გაუქმებასა და შემცირებაში. მნიშვნელოვანია, რომ მიღებული შედეგებით მხოლოდ ასოციაციის წევრმა კომპანიებმა კი არა, მთლიანად ვირტუალური ზონის სექტორმა ისარგებლა.
ჩვენი როლი
ასოციაცია წარმოადგენს ვირტუალური ზონის კომპანიების ინტერესებს და მუშაობს საქართველოში უფრო მკაფიო და ხელსაყრელი გარემოს შექმნაზე IT ბიზნესის განვითარებისთვის.
თავის საქმიანობაში ასოციაცია:
-
აერთიანებს კომპანიების პოზიციებს და წარმოადგენს სექტორის საერთო ინტერესებს;
-
აკვირდება საკანონმდებლო, რეგულაციურ და სექტორულ ცვლილებებს და განსაზღვრავს რეაგირების შესაძლო გზებს;
-
ურთიერთობს სახელმწიფო ორგანოებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან სექტორთან დაკავშირებულ საკითხებზე;
-
იზიდავს შესაბამის ექსპერტებს და ავითარებს პარტნიორულ ქსელს, წევრებისთვის სპეციალური პირობებით;
-
ატარებს ვებინარებს, პროფესიულ შეხვედრებსა და აქტუალურ თემებზე ღონისძიებებს;
-
ქმნის ახალი თანამშრომლობისა და განვითარების შესაძლებლობებს.
Our Journey
2022
ასოციაციის დაფუძნება, ვირტუალური ზონის კომპანიების გაერთიანება და სახელმწიფო უწყებებთან ინსტიტუციური დიალოგის დაწყება.
2023
ბიზნესქეისების კონსოლიდაცია, საკანონმდებლო საკითხების განხილვაში აქტიური მონაწილეობა და პროფესიულ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაფართოება.
2024
ასობით ათასი ლარის ოდენობის უსაფუძვლოდ დარიცხული გადასახადებისა და ჯარიმების გაუქმება და შემცირება, ასევე სექტორისთვის მნიშვნელოვანი საგადასახადო და მარეგულირებელი საკითხების დაზუსტება.
2025
საგანმანათლებლო, ექსპერტული და ანალიტიკური მიმართულებების გაფართოება და ინსტიტუციური პარტნიორობის გაძლიერება.
2026
საერთაშორისო პარტნიორობების განვითარება, ანალიტიკური კვლევების გამოქვეყნება, წევრებისთვის ახალი ინიციატივების დანერგვა და ასოციაციის, როგორც ვირტუალური ზონის კომპანიების პროფესიული წარმომადგენლის როლის კიდევ უფრო გაძლიერება.
ასოციაციის თავმჯდომარე

