მთავარი მოვლენები
ჩვენ შესახებ
2022 წლის თებერვალში შეიქმნა საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია. ეს არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს საქართველოში რეგისტრირებულ აიტი კომპანიებს, რომლებსაც შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა მიანიჭა ვირტულაური ზონის პირის სტატუსი.
ჩვენი მთავარი მიზანია ასოციაციის წევრების ინტერესების დაცვა და მათი საქმიანობის რეგულირებაში გამჭირვალობის უზრუნველყოფა.
ჩვენი მისია
მოვიზიდოთ უცხოელი ინვესტორები და IT სპეციალისტები, და დავაინტერესოთ ისინი მთავრობის მიერ დადგენილი საგადასახადო შეღავათებით.
გავაერთიანოთ წამყვანი IT ექსპერტები და პროფესიონალები, რათა ხელი შევუწყოთ ქყვეყნის შიგნით იდეების, კვლევიბისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლას.
მხარი დავუჭიროთ და დავიცვათ ასოციაციის წევრების ინტერესები.
გავზარდოთ სექტორის კონკურენტუნარიანობა.
გავცეთ რჩევები და მითითებები ტექნოლოგიური ტენდენციების, პოლიტიკის, სტანდარტებისა და მიზნების შესახებ.
სტიმული მივცეთ მომავალ თაობებს, რათა გააფართოონ ინფორმაციული ტექნოლოგიების თვალსაწიერი.
ჩვენი ხედვა
ვიყოთ წამყვანი პლატფორმა, რომელიც საინფორმაციო ტექნოლოგიების, კვლევების, განათლებისა და ინოვაციების მეშვეობით ხელს შეუწყობს მდგრად ტექნოლოგიურ წინსვლას და სექტორის განვითარებას. ვუზრუნველყოთ IT ინდუსტრიის, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ინდუსტრიის ტრანსფორმაცია ქვეყნის ეკონომიკურ სექტორთან მიმართებაში და მოვახდინოთ მჭიდრო თანამშრომლობის დამყარება ინდუსტრიის მთავარ მოთამაშეებს შორის: ბიზნესი, მთავრობა და კერძო სექტორი.
ჩვენი მიზანი
ვიყოთ საინფორმაციო ტექნოლოგიური სექტორის ხმა და წარმომადგენელი სახელმწიფოსთან ურთიერთობაში;
მხარი დავუჭიროთ ჩვენს წევრებს და ზოგადად IT ინდუსტრიას;
გავაძლიეროთ და ხელი შევუწყოთ ქვეყანაში IT სექტორს;
განვავითაროთ IT სერვისების ექსპორტი;
გავხადოთ ქვეყნის IT სექტორი, ლიდერი რეგიონში.