fbpx

შემთხვევები


Tax Ruling 



ასოციაციის წევრი, კომპანია „W"-ს სახელით (დარეგისტრირებულია 2020 წლის თებერვალში, ვირტუალური ზონის პირის სტატუსი მიღებულია 2020 წლის მარტში) ინიცირებულია მიმოწერა საგადასახადო ინსპექციასთან ფასიანი საგადასახადო დასკვნის (Tax Ruling) ფარგლებში, რაც გულისხმობს წინასწარი გადაწყვეტილების მიღებას.

2022 წლის 20 იანვარს - გადახდილია სახელმწიფო მოსაკრებელი 10 000 ლარის ოდენობით და შეტანილია განცხადება ძირითადი კითხვებით:

შ.პ.ს „W" კომპანია-დეველოპერია, რომელიც ახდენს პროგრამული უზრუნველყოფის შექმნისა და მხარდაჭერის გაერთიანებას რამდენიმე პროექტზე. გარდა ამისა კომპანია ახორციელებს ბილინგვური სისტემების მხარდაჭერას, CRM სისტემების პერსონალიზაციასა და მხარდაჭერას, ახორციელებს საქმიანობას web-design, Seo და SMM-ის მიმართულებით. სხვადასხვა პროგრამული პროდუქტის შესაქმნელად კომპანია იყენებს სხვადასხვა დეველოპერებისა და ტექნიკური მხარდაჭერის გუნდებს, ჰოსტინგურ სერვისებს, სერვერულ სიმძლავრეს და სხვა, საჭირო ინფრასტრუქტურას პროექტების რეალიზაციისთვის, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. საპროექტო გუნდების კოორდინირებას, მარკეტინგისა და გაყიდვების მართვას ახორციელებს კომპანიის დირექტორი, რომელიც მუშაობს მის ოფისში, ქალაქ თბილისში.

ამ ეტაპისთვის, კომპანიას აქვს რიგი კონტრაქტი კონტრაქტორებთან საქართველოს ფარგლებს გარეთ, კერძოდ ტექნიკური მხარდაჭერის მომსახურების, მარკეტინგული მომსახურების, კონსულტაციური და იურიდიული მომსახურების სფეროში. კომპანიის ყველა კლიენტი არის საქართველოს არარეზიდენტი პირები. 

გთხოვთ შემატყობინოთ:

  1. მონაცემები კომპანიისათვის სავალდებულო გადასახადების შესახებ ხელფასის, მომსახურების გადახდისას და აგრეთვე სუფთა მოგების განაწილებისას
  2. შეესაბამება თუ არა კომპანიის სტატუსი საქართველოს ვირტუალური ზონის პირის სტატუსს
  3. თუ არ შეესაბამება, მაშინ კერძოდ რომელ ნაწილში, კანონმდებლობის ნორმებზე მითითებით.

2022 წლის იანვრიდან განმცხადებელს ორჯერ გაეგზავნა მოთხოვნა დაზუსტებებზე საგადასახადო სამსახურის მხრიდან კითხვების დუბლირებით, რითაც იქმნება შთაბეჭდილება, რომ ადგილი აქვს ბიუროკრატიასა და ოფიციალური დასკვნის წარდგენის ვადის გაჭიანურებას. აგრეთვე იკვეთება, რომ 2011 წელს ვირტუალური ზონის სტატუსის შექმნის მომენტიდან, არ ხდება მოცემული სპეციალური სტატუსის მარეგულირებელი ნორმების სწორად გაგება და შეფასება შემოსავლების სამსახურის მხრიდან.

2022 წლის 15 ივნისს მიღებულ იქნა შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი წინასწარი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც აღიარებულია საქართველოს ვირტუალური ზონის პირის სტატუსის შესაბამისი კომპანიის შეღავათი მოგების გადასახადის ნაწილში, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ მკაფიოდ მიუთითა შტატში IT-სპეციალისტების არარსებობაზე, უშუალოდ ქვეყნის ტერიტორიაზე IT-პროდუქტების შემუშავების არარსებობაზე და ქართული პროექტის ინტერესებში უცხოური კომპანიისაგან IT-მომსახურების შეძენაზე.

საგადასახადო ორგანოს არგუმენტებს შორის აღნიშნულია შემდეგი:

საქართველოს საგადასახადო კოდექსში მითითებულია: «შექმნილი იურიდიული პირის მიერ» და არ არის დაზუსტებული «შექმნილი საქართველოს ტერიტორიაზე». აგრეთვე აქცენტი კეთდება იურიდიულ და არა ფიზიკურ პირზე - პროგრამისტზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსში არ არის მითითება მოგების გადასახადისგან განთავისუფლებისათვის დადგენილ წინაპირობად ის, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიები უნდა იქმნებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე, მითუმეტეს, რომ კანონი არ განსაზღვრავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე პროდუქტის შექმნა - არ შექმნა დამოკიდებულია იმაზე, თუ სად იმყოფება ძირითადი დეველოპერი - ფიზიკური პირი.

ანუ თავისი წინასწარი გადაწყვეტილებით საქართველოს საგადასახადო სამსახური სრულად ეწინააღმდეგება არგუმენტაციას, რომლის თანახმადაც, საგადასახადო აუდიტის დეპარტამენტის მიერ განაწილებული დივიდენდებიდან მოგების გადასახადის თანხაზე დაჯარიმებულია ვირტუალური ზონის სტატუსის მქონე ასობით კომპანია.


ჩამოტვირთეთ დოკუმენტები:

>  Tax ruling for a company request 20.01.2022.pdf

>  RS request february 2022.pdf

>  RS request march 2022.pdf

>  Tax ruling for a company W.pdf


დაზარალებული ინვესტორების ისტორიები



2021 წლიდან, ვირტუალური ზონის პირების დაბეგვრის სრულიად მოულოდნელი და გაუმართლებელი გადაწყვეტილებები, რამოდენიმე ათეულმა კომპანიამ, რომელთა მიმართაც განხორციელდა აუდიტი და დამატებითი გადასახადების დაკისრება, ეს გადაწყვეტილება სხვადასხვა ინსტანციაში გაასაჩივრა.

მათი აბსოლუტური უმრავლესობა გადაწყვეტილ იქნა შემოსავლების სამსახურის შესაბამის დეპარტამენტში. ზოგიერთი საქმე გასაჩივრებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

დაზარალებული კომპანიების წარმომადგენელთა თანხმობით, ჩვენ ვაქვეყნებთ ამ კომპანიების შემოწმებასთან დაკავშირებულ ოფიციალურ დოკუმენტებს. ჩვენი მიზანი იმის დემონსტრირებაა, რომ ეს ინსპექტირებები გაცილებით დიდი მაშტაბებისაა და მიზნად ისახავს უცხოელი ინვესტორების უფლებების დარღვევას.

დაზარალებული ინვესტორების შემთხვევები

შემთხვევა 1 - კომპანია „V”. ჯარიმა 160 000 ლარზე მეტი

კომპანია „V”, რეგისტრირებულია 2019 წლის სექტემბერში, ვირტუალური ზონის პირის სტატუსი მინიჭებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ 2019 წლის ოქტომბერში. კომპანიის ბენეფიციარები არიან რუსეთის მოქალაქეები, დირექტორი - საქართველოს მოქალაქე. კომპანიის საქმიანობა უპირატესად ხორციელდება დამფუძნებლების მიერ.

2021 წლის ივნისში კომპანიის საგადასახადო აუდიტის შემოწმების შედეგების მიხედვით, კომპანიას წარედგინა 160 188 ლარის ოდენობის გადასახადის გადახდის მოთხოვნა, მათ შორის: 94 444 ლარის მოგების გადასახადი, 48 566 ლარის ჯარიმა, 13 804 ლარის საურავი.

საგადასახადო ინსპექციამ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა 2021 წლის ივლისში. მიზეზი - გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი საქართველოს ტერიტორიაზე პროდუქტის შექმნის რაიმე სახის მტკიცებულებები.

შემთხვევა 2 - კომპანია „W". ჯარიმა 580 000 ლარზე მეტი

კომპანია „W”, რეგისტრირებულია 2018 წელს, ვირტუალური ზონის პირის სტატუსი მინიჭებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ 2018 წელს. კომპანიის ბენეფიციარი, დეველოპერი და ერთადერთი დირექტორი - სლოვაკეთის მოქალაქეა. 2020 წლამდე კომპანიის საქმიანობა ხორციელდებოდა დამფუძნებლის მიერ ერთპიროვნულად.

2021 წლის ზაფხულში კომპანიის საგადასახადო აუდიტის შემოწმების შედეგების მიხედვით, კომპანიას წარედგინა 586 899 ლარის ოდენობის გადასახადის გადახდის მოთხოვნა, მათ შორის: 338 653 ლარის გადასახადი, 169 326 ლარის ჯარიმა, 78 920 ლარის საურავი.

საგადასახადო ინსპექციამ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა 2021 წლის ივლისში. მიზეზი - გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი საქართველოს ტერიტორიაზე პროდუქტის შექმნის რაიმე სახის მტკიცებულებები.

საგადასახადო აუდიტის არამართლზომიერი შედეგის გაუქმების შესახებ მოთხოვნაზე უარი ეთქვა 2021 წლის ნოემბერში. ამჟამად გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა განიხილება მეორე ინსტანციაში.

შემთხვევა 3 - კომპანია „Т”. ჯარიმა 140 000 ლარზე მეტი

კომპანია „T”, რეგისტრირებულია 2019 წლის ივლისში, ვირტუალური ზონის პირის სტატუსი მინიჭებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ 2019 წლის დეკემბერში. კომპანიის ბენეფიციარი - გერმანიის მოქალაქე. კომპანიის საქმიანობა უპირატესად ხორციელდება პირადად დამფუძნებლების მიერ.

2021 წლის დეკემბერში კომპანიის საგადასახადო აუდიტის შემოწმების შედეგების მიხედვით, კომპანიას წარედგინა 144 468 ლარის, ოდენობის გადასახადის გადახდის მოთხოვნა, მათ შორის: გადასახადი - 81 975 ლარი, ჯარიმა - 40 988 ლარი, საურავი - 21 505 ლარი.

საგადასახადო ინსპექციამ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა 2022 წლის თებერვალში. მიზეზი - გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი საქართველოს ტერიტორიაზე პროდუქტის შექმნის რაიმე სახის მტკიცებულებები.

შემთხვევა 4 - კომპანია „T”. ჯარიმა 100 000 ლარზე მეტი

კომპანია „T”, რეგისტრირებულია 2017 წლის თებერვალში, ვირტუალური ზონის პირის სტატუსი მინიჭებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ 2017 წლის თებერვალში. კომპანიის ბენეფიციარი და დირექტორი არის ლატვიის მოქალაქე. კომპანიის საქმიანობა უპირატესად ხორციელდებოდა პირადად დამფუძნებლის მიერ პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერის სახით. 2019-2020 წ. წ. კომპანიის საქმიანობა შეჩერდა.

2021 წლის დეკემბერში საგადასახადო აუდიტის შედეგების მიხედვით, კომპანიას წარედგინა 100 000 ლარის ოდენობის თანხის (მათ შორის მოგების გადასახადი, ჯარიმა და საურავი) გადახდის მოთხოვნა. მიზეზი - გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი საქართველოს ტერიტორიაზე პროდუქტის შექმნის რაიმე სახის მტკიცებულებები. ამჟამად განიხილება საგადასახადო აუდიტის არამართლზომიერი შედეგის გაუქმების მოთხოვნა (2022 წლის იანვრიდან).

შემთხვევა 5 - კომპანია „А”. ჯარიმა 40 000 ლარზე მეტი

კომპანია „А”, დარეგისტრირდა 2017 წლის ნოემბერში, ვირტუალური ზონის პირის სტატუსი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მიენიჭა 2017 წლის ბოლოს. რეგისტრაციის მომენტისათვის კომპანიის ბენეფიციარი და დირექტორი რუსეთის მოქალაქეა. უპირატესად კომპანიის საქმიანობა ხორციელდებოდა საქართველოს ფარგლებს გარეთ მესაკუთრის მიერ პროდუქტის რეალიზებაზე პასუხისმგებელი დეველოპერისა და პარტნიორის სახით.

2021 წელს საგადასახადო აუდიტის შედეგების მიხედვით წარედგინა 44 000 ლარის, ოდენობის თანხის გადახდის მოთხოვნა, მათ შორის: მოგების გადასახადი, ჯარიმა და საურავი. მიზეზი - გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი საქართველოს ტერიტორიაზე პროდუქტის შექმნის რაიმე სახის მტკიცებულებები. ამჟამად საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში განიხილება მოთხოვნა არამართლზომიერი აუდიტის შედეგების გაუქმების შესახებ.

შემთხვევა 6 - კომპანია „G”. ჯარიმა 134 000 ლარზე მეტი

კომპანია „G”, რეგისტრირებულია 2017 წლის ოქტომბერში, ვირტუალური ზონის სტატუსი მინიჭებული აქვს საქართველოს ფინანსთან სამინისტროს მიერ 2017 წლის ნოემბერში. კომპანიის ბენეფიციარი და დირექტორი არის ლატვიის მოქალაქე. კომპანიის საქმიანობა უპირატესად ხორციელდებოდა მმართველი მენეჯერის სახით მესაკუთრის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ და აგრეთვე თანამშრომლის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე.

2021 წლის აგვისტოში საგადასახადო აუდიტის კომპანიის შედეგების მიხედვით კომპანიას წარედგინა 134 847,96 ლარის ოდენობის თანხის გადახდის მოთხოვნა, მათ შორის: მოგების გადასახადი 75 346 ლარი, ჯარიმა და საურავი. მიზეზი - გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი საქართველოს ტერიტორიაზე პროდუქტის შექმნის რაიმე მტკიცებულებები. ამჟამად საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში განიხილება საგადასახადო აუდიტის არამართლზომიერი შედეგების გაუქმების მოთხოვნა.

შემთხვევა 7 - კომპანია „D“. ჯარიმა 350 000 ლარზე მეტი

კომპანია „D“ რეგისტრირებულია 2019 წლის აპრილში, ვირტუალური ზონის პირის სტატუსი მინიჭებული აქვს საქართველოს ფინანსთან სამინისტროს მიერ იმავე წლის აპრილში. კომპანიის ბენეფიციარი და დირექტორი არის სომხეთის მოქალაქე. კომპანიის საქმიანობა უპირატესად საქართველოს ფარგლებს გარეთ ქვეყანაში დეველოპერების დაქირავების გარეშე ხორციელდებოდა.

2021 წლის ივნისში, საგადასახადო აუდიტის კომპანიის შედეგების მიხედვით, კომპანიას დაეკისრა 355 247,56 ლარის ოდენობის გადახდის მოთხოვნა, მათ შორის: გადასახადი 201 309 ლარის ოდენობით, ჯარიმა გადასახადის თანხის 50%-ის ოდენობით - 100 655 ლარი და ჯარიმები - 53 283,56 ლარი. მიზეზი - გადამხდელს არ წარმოუდგენია საქართველოს ტერიტორიაზე პროდუქტის შექმნის რაიმე მტკიცებულება. ამჟამად, განიხილება კომპანიის წარმომადგენლების საჩივრის საფუძველზე საგადასახადო აუდიტის არამართლზომიერი შედეგების გაუქმების მოთხოვნა.

შემთხვევა 8 - კომპანია „Y“. ჯარიმა 43 000 ლარზე მეტი

კომპანია „Y“ რეგისტრირებულია 2015 წლის დეკემბერში, ვირტუალური ზონის პირის სტატუსი მინიჭებული აქვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ 2015 წლის დეკემბერში. ბენეფიციარი და კომპანიის დირექტორი არის საქართველოს მოქალაქე. კომპანიის საქმიანობა უპირატესად საქართველოს ფარგლებს გარეთ ქვეყანაში დეველოპერების დაქირავების გარეშე ხორციელდებოდა.

2021 წლის დეკემბერში, საგადასახადო აუდიტის შედეგების მიხედვით, კომპანიას დაეკისრა 43 643,64 ლარის ოდენობის გადახდის მოთხვნა, მათ შორის: გადასახადი 23 772 ლარის ოდენობით, ჯარიმა გადასახადის თანხის 50%-ის ოდენობით - 11 886 ლარი და პირგასამტეხლო - 7 985,64 ლარი. მიზეზი - გადამხდელს არ წარმოუდგენია საქართველოს ტერიტორიაზე პროდუქტის შექმნის რაიმე მტკიცებულება. ამჟამად, განიხილება კომპანიის წარმომადგენლების საჩივრის საფუძველზე საგადასახადო აუდიტის არამართლზომიერი შედეგების გაუქმების მოთხოვნა.

შემთხვევა 9 - კომპანია „I”. ჯარიმა 34 000 ლარზე მეტი

კომპანია „I“ რეგისტრირებულია 2018 წლის სექტემბერში ვირტუალური ზონის პირის სტატუსი მინიჭებული აქვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ 2018 წლის ოქტომბერში. ბენეფიციარი და კომპანიის დირექტორი არის რუსეთის მოქალაქე. კომპანიის საქმიანობა უპირატესად საქართველოს ფარგლებს გარეთ ქვეყანაში დეველოპერების დაქირავების გარეშე ხორციელდებოდა.

2021 წლის დეკემბერში, საგადასახადო აუდიტის შედეგებით, კომპანიას დაეკისრა 34 709 ლარის ოდენობის გადახდის მოთხოვნა, მათ შორის: გადასახადი 19 432 ლარის ოდენობით, ჯარიმა გადასახადის თანხის 50%-ის ოდენობით - 9 737 ლარი და პირგასამტეხლო - 5 540 ლარი. მიზეზი - გადამხდელს არ წარმოუდგენია საქართველოს ტერიტორიაზე ამ სფეროში დასაქმებული პირების დასაქმების რაიმე მტკიცებულება. 2022 წლის მარტში საჩივარი იქნა შეტანილი საგადასახადო ინსპექციის არამართლზომიერი გადაწყვეტილების წინააღმდეგ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში.

შემთხვევა 10 - კომპანია „D”. ჯარიმა 29 000 ლარზე მეტი

კკომპანია „D“ რეგისტრირებულია 2018 წლის თებერვალში ვირტუალური ზონის პირის სტატუსი მინიჭებული აქვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ასევე 2018 წლის თებერვალში. ბენეფიციარი და კომპანიის დირექტორი არის საქართველოს მოქალაქე. კომპანიის საქმიანობა უპირატესად საქართველოს ფარგლებს გარეთ ქვეყანაში დეველოპერების დაქირავების გარეშე ხორციელდებოდა.

2021 წლის ივნისში საგადასახადო აუდიტის შედეგებით, კომპანიას დაეკისრა 29 947,50 ლარის ოდენობის გადახდის მოთხოვნა, მათ შორის: გადასახადი 19 966,00 ლარის ოდენობით, ჯარიმა 9 982,50 ლარი და პირგასამტეხლო - 7 280,30 ლარი. მიზეზი - დივიდენდების დარიგება და არა ხელფასების გადახდა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროში შეტანილია მეორადი საჩივარი არამართლზომიერი გადაწყვეტილების წინააღმდეგ.

შემთხვევა 11 - კომპანია „G”. ჯარიმა 45 000 ლარზე მეტი

კომპანია „G”, რეგისტრირებულია 2019 წლის სექტემბერში, ვირტუალური ზონის პირის სტატუსი მინიჭებული აქვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ 2019 წლის ოქტომბერში. კომპანიის დამფუძნებელია გერმანიის მოქალაქე და კვიპროსის რეზიდენტი, კომპანიის დირექტორი - საქართველოს მოქალაქეა. კომპანიის საქმიანობა უპირატესად ხორციელდება საქართველოს ფარგლებს გარეთ.

2021 წლის დეკემბერში საგადასახადო აუდიტის შედეგების მიხედვით კომპანიას წარედგინა 45 777 ლარის ოდენობის თანხის გადახდის მოთხოვა, მათ შორის: 28 513 ლარის ოდენობის გადასახადი, გადასახადის თანხის 50% ოდენობის ჯარიმა - 14 257 ლარი და საურავი 3 008 ლარი. მიზეზი - გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ამ სფეროში და პროდუქტის შექმნისთვის საქართველოს ტერიტორიაზე დასაქმებული პირების რაიმე სახის მტკიცებულებები. 2022 წლის მარტში საქართველოს შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოში შეტანილ იქნა საჩივარი საგადასახადო ინსპექციის არამართლზომიერ გადაწყვეტილებაზე. საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

შემთხვევა 12 - კომპანია „V”. ჯარიმა 400 000 ლარზე მეტი

კომპანია „V”, რეგისტრირებულია 2019 წლის თებერვალში, ვირტუალური ზონის პირის სტატუსი მინიჭებული აქვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ აგრეთვე 2019 წლის თებერვალში. კომპანიის დამფუძნებელია გერმანიის მოქალაქე, კომპანიის დირექტორი - საქართველოს მოქალაქეა. კომპანიის საქმიანობა უპირატესად ხორციელდება საქართველოს ფარგლებს გარეთ.

2021 წლის დეკემბერში საგადასახადო აუდიტის შედეგების მიხედვით კომპანიას წარედგინა 447 706,78 ლარის ოდენობის თანხის გადახდის მოთხოვა, მათ შორის: 252 308 ლარის ოდენობის გადასახადი, გადასახადის თანხის 50% ოდენობის ჯარიმა 126 254 ლარი და საურავი 69 144,78 ლარი. მიზეზი - გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი საქართველოს ტერიტორიაზე პროდუქტის შექმნის რაიმე სახის მტკიცებულებები. 2022 წლის მარტში საქართველოს შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოში შეტანილ იქნა საჩივარი საგადასახადო ინსპექციის არამართლზომიერ გადაწყვეტილებაზე. საჩივარი ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული;

შემთხვევა 13 - კომპანია „Q”. ჯარიმა 27 000 ლარზე მეტი

კომპანია „Q“ რეგისტრირებულია 2019 წლის იანვარში, ვირტუალური ზონის პირის სტატუსი მიენიჭა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ საქართველოში 2019 წლის იანვარში. კომპანიის დამფუძნებელი არის გერმანიის მოქალაქე. კომპანიის საქმიანობა ძირითადად საქართველოს ფარგლებს გარეთ ხორციელდებოდა.

2021 წლის ივნისში, საგადასახადო აუდიტის შედეგების მიხედვით, კომპანიას წარედგინა 27 200,43 ლარის ოდენობის თანხის გადახდის მოთხოვნა, მათ შორის: გადასახადი 17 546 ლარის ოდენობით, ჯარიმა გადასახადის თანხის 50%-ის ოდენობით - 8 773 ლარი და პირგასამტეხლო. 881,43 ლარი. მიზეზი - გადამხდელს არ წარმოუდგენია საქართველოს ტერიტორიაზე პროდუქტის შექმნის რაიმე სახის მტკიცებულება.

შემთხვევა 14 - კომპანია „TS “. ჯარიმა 40 000 ლარზე მეტი

კომპანია „TS “რეგისტრირებულია 2015 წლის მარტში, ვირტუალური ზონის პირის სტატუსი მინიჭებული აქვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ამავე წლის მარტში. ბენეფიციარი და კომპანიის დირექტორი საქართველოს მოქალაქეა. კომპანიის საქმიანობა და ყველა პროექტი განხორციელდა უშუალოდ კომპანიის დამფუძნებლის, დირექტორისა და ამავე დროს პროგრამისტის მიერ, ძირითადად საქართველოს ფარგლებს გარეთ. მათ შორის საქმიანობა განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების კომპანიისთვის მომსახურების ხელშეკრულებით.

2022 წლის ივლისში, საგადასახადო აუდიტის შედეგების მიხედვით კომპანიას წარედგინა 40 776 ლარის ოდენობის თანხის გადახდის მოთხოვნა, მათ შორის: საშემოსავლო გადასახადი 20 675 ლარის ოდენობით, გადასახადის თანხის 50% ოდენობის ჯარიმა — 10 311 ლარი და საურავი 9 790 ლარი. საგადასახადო აუდიტის მიერ გადაკვალიფიციდრა დამფუძნებელ-დეველოპერზე ხელფასის გადახდაზე განაწილებული დივიდენდები. მიზეზი - გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი საქართველოს ტერიტორიაზე IT სფეროში დასაქმებული პირების რაიმე მტკიცებულება.