Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888
  • მთავარი
  • ისტორია
  • ჩვენ შესახებ
  • სიახლეები
  • შემთხვევები
  • კონტაქტი
Donate
✕
საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია დასახულ მიზნებს ეტაპობრივად აღწევს
აპრილი 3, 2023
ვირტუალური ზონის პირებმა მხოლოდ 2021–ში ბიუჯეტში 66 მლნ–ზე მეტი შეიტანეს
აპრილი 25, 2023
Show all
მორიგი შეხვედრა სახელმწიფოს ფინანსური უწყებების წარმომადგენლებთან
აპრილი 11, 2023

მორიგი შეხვედრა სახელმწიფოს ფინანსური უწყებების წარმომადგენლებთან

 

   

 

რამდენიმე დღის წინ გაიმართა მორიგი შეხვედრა საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციას, ევროპული ბიზნეს ასოციაციასა და სახელმწიფოს ფინანსური ორგანოების წარმომადგენლებს შორის.
 
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს შემდეგი საკითხები:
  • გასული პერიოდის მიმოხილვა (2021-2022წწ), მათ შორის დარჩენილი ჯარიმების ნაწილში. 
  • ასევე მხარეებმა ისაუბრეს ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებზე დაბეგვრის მიდგომებთან მიმართებით: მათ შორის მესამე მეთოდური მითითებით წარმოშობილ ბუნდოვანებებზე. 
 
აღნიშნული საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია ასოციაციის წევრებისთვის, რათა კომპანიებმა შეძლონ შეღავათის სარგებლობის მიზნით ბაზარზე სწორად ოპერირება. შორენა კოპალეიშვილმა დასვა კონკრეტული კითხვები, მათ შორის: 
  • საგადასახადო შეღავათის სარგებლობის მიზნით, აუცილებელია თუ არა ვირტუალური ზონის პირის მიერ საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნა ხორციელდებოდეს უშუალოდ საქართველოში დაქირავებული შესაბამისი პროფილური განხრით (პროგრამისტი) დასაქმებული პირის მიერ და ასეთ შემთხვევაში აუცილებელია თუ არა რომ ეს დასაქმებული აკმაყოფილებდეს სსკ-ის 34-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი პირობას.
  • რამდენი პროცენტით უნდა იქნას შექმნილი პროდუქტი საქართველოში ან საერთო ხარჯის რა ნაწილი უნდა იქნას გაწეული საქართველოში, რათა ჩაითვალოს, რომ მისი შექმნა არსებითად ხორციელდება უშუალოდ დაქირავებულ(ებ)ის ან/და რეზიდენტი დამფუძნებლ(ებ)ის მიერ.
  • დავების განახლებისა თუ უკვე არსებულის წარმოების პროცედურული მხარე და სხვა.
 
ასოციაციის თავმჯდომარემ მიიღო ზეპირი განმარტებები, თუმცა ამ და სხვა კითხვაზე შორენა კოპალეიშვილმა მოითხოვა წერილობითი პასუხი, რასაც უახლოეს პერიოდში ელოდება უწყებისაგან. 
 
შეხვედრის მთავარი თემა იყო კანონის დაზუსტების აუცილებლობა და მნიშვნელობა. შორენა კოპალეიშვილმა კიდევ ერთხელ აცნობა უწყების წარმომადგენლებს, რომ ასოციაცია თავის პარტნიორებთან ერთად მუშაობს უკვე ოფიციალურ საინიციატივო დოკუმენტზე, რომელსაც რამდენიმე კვირაში წარუდგენს პარლამენტს განსახილველად. ასოციაციის თავმჯდომარე ამ პროცესში სახელმწიფოს ყველა შესაბამისი უწყების მხრიდან თანამშრომლობის იმედის იტოვებს.
 
ასოციაცია  მადლობას უხდის ევროპულ ბიზნეს ასოციაციას (EBA) მხარდაჭერისთვის, და რომ ის იზიარებს ჩვენი და ჩვენი წევრების სურვილს ვაკეთოთ ბიზნესი ევროპული სტანდარტით.
 
 
 
Share
3

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სასარგებლო ბმულები

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

კანონი საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონის შესახებ


ააიპ საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია

მისამართი: ქ. თბილისი, საქართველო
ტელ.: +995 511 230 446
ელ. ფოსტა: info@viz.ge

გამოიწერე ჩვენი სიახლეები

დაგვიტოვეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი და ჩვენ გამოგიგზავნით სიახლეებსა და ფანდრაიზინგის (სპონსორული სახსერები) შესახებ ინფორამციას.

გამოიწერეთ ჩვენი სოციალური ქსელები

რაც უფრო მეტი ადამიანი შეიტყობს ჩვენს შესახებ, უფრო მეტად გვექნება შესაძლებლობა მივაღწიოთ ჩვენს მიზანს და მოვიყვანოთ IT კომპანიებთან დაკავშირებული არსებული კანონმდებლობა შესაბამისობაში. თითოეული გაზიარება არის წვლილი, შეტანილი უცხოელი ინვესტორების დაცვაში საქართველოს ტერიტორიაზე.

  • Facebook
  • LinkedIn
  • Telegram

მხარი დაუჭირე პროექტს

თქვენ შეგიძლიათ ასოციაციაში წვლილის შეტანა კრიპტოვალუტის მეშვეობით ან პირდაპირი საბანკო გადარიცხვით

© 2025 Viz.ge by ARC Digits | All Rights Reserved.