13 მაისს საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციის თავმჯდომარე შორენა კოპალეიშვილი მიწვეულ იქნა ევროპული ბიზნეს ასოციაციის წევრების შეხვედრაზე, რომელიც ჩატარდა დისკუსიის ფორმატში.
ყველა მონაწილეს საშუალება მიეცა წამოეყენებინა საქართველოში ბიზნეს გარემოს შესახებ მნიშვნელოვანი საკითხები.
შორენა კოპალეიშვილმა გააჟღერა ვირტუალური ზონის სტატუსის მქონე კომპანიების წინაშე არსებული ვითარების თაობაზე განახლებული ინფორმაცია, ასევე ისაუბრა ასოციაციის სამომავლო სტრატეგიაზე.
შეხვედრა ორგანიზებული იყო ევროკავშირის მხარდაჭერით “ევროპული ბიზნესის და ეკონომიკური ინტერესების პოპულარიზაცია და მხარდაჭერა საქართველოში” EBA-ს პროექტის ფარგლებში.