Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888
  • მთავარი
  • ისტორია
  • ჩვენ შესახებ
  • სიახლეები
  • შემთხვევები
  • კონტაქტი
Donate
✕
BMG საქართველოში VZP სექტორის შესახებ – ინტერვიუ შორენა კოპალეიშვილთან ერთად
აპრილი 25, 2024
ბანკები უცხოურ კომპანიებს მარტივად ეუბნებიან უარს ანგარიშის გახსნაზე – შორენა კოპალეიშვილი
მაისი 8, 2024
Show all
სადავო “აგენტების შესახებ კანონი” აღშფოთებას იწვევს: შორენა კოპალეიშვილი აკრიტიკებს შემოთავაზებულ კანონპროექტს
აპრილი 29, 2024

 

BMG -ის გადაცემა „საქმის კურსი“ შეეხო კანონპროექტის ირგვლივ არსებულ ვნებათაღელვას.

 

მაშინ, როდესაც საქართველოს პარლამენტში სადავო “აგენტების შესახებ კანონის” განხილვები მიმდინარეობს, ერი საპროტესტო ტალღამ მოიცვა, რასაც უერთდებიან ევროპული ბიზნეს გაერთიანებები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. სექტორი მთავრობას საპარლამენტო განხილვების შეჩერებასა და კანონპროექტის უკან გაწვევას მოუწოდებს. მათი თქმით კანონის ხელახლა ინიცირებამ საქართველოს იმიჯი უკვე დააზიანა და საერთაშორისო ინვესტორთა შორის არაერთი კითხვის ნიშანი გააჩინა.

 

ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციის თავმჯდომარემ შორენა კოპალეიშვილმა გააკრიტიკა კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომელიც მისი აზრით სრული წინააღმდეგობაშია საქართველოს ევროპულ მისწრაფებებთან. კოპალეიშვილმა განმარტა, რომ არასამთავრობო სექტორისა და მედიის შემდეგ სახელმწიფოს არ გაუჭირდება ამ კანონპროექტის ქვეშ სხვა კატეგორიის კომპანიების თუ ფიზიკური პირების მოქცევაც და შესაბამისად, აუცილებელია ამ კანონპროექტზე დაუყოვნებლივ უარის თქმა.

 

საქართველოს ევროპელი პარტნიორები, არასამთავრობო ორგანიზაციების და ბიზნეს სუბიექტების მსგავსად აკრიტიკებენ კანონს, რაც მათი თქმით ძირს გამოუთხრის ქვეყნის პროგრესს, მათ შორის ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით. ევროპის ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე ჯონ ბრეკეველდტი ხაზს უსვამს კანონის მიღების შემდეგ მოსალოდნელ მძიმე შედეგებს, რაც მოსალოდნელია უცხოური ინვესტიციებისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის. მან ასევე ხაზი გაუსვა საერთაშორისო მოკავშირეების გაფრთხილებების გათვალისწინების მნიშვნელობას.

 

ამერიკის სავაჭრო პალატის განცხადებით საქართველოს დაფინანსება ევროკავშირის და აშშ-ს მიერ ხელს უწყობს ქვეყნის განვითარებას მრავალი მიმართულებით. ამ პროექტებზე „უცხო ძალის ინტერესების გამტარებლის“ იარლიყის მინიჭება კი აკნინებს მათ სანდოობას. ასევე მათი აზრით კანონი გამოიწვევს უცხოელების სტიგმატიზაციას და შედეგად უცხოური ინვესტიციების მოზიდვის პოტენციალი შემცირდება.

 

აუდიტორული კომპანია Grant Thornton Georgia-ს შეფასებით თუკი ამ კანონის განხილვა არ შეჩერდება წლის ბოლოს ნეგატიურ შედეგებს დავინახავთ როგორც დასაქმების, ასევე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების და დაფინანსების მიმართულებით.
კანონპროექტი პირველი მოსმენით საქართველოს პარლამენტმა უკვე დაამტკიცა.

 

Share
4

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სასარგებლო ბმულები

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

კანონი საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონის შესახებ


ააიპ საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია

მისამართი: ქ. თბილისი, საქართველო
ტელ.: +995 511 230 446
ელ. ფოსტა: info@viz.ge

გამოიწერე ჩვენი სიახლეები

დაგვიტოვეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი და ჩვენ გამოგიგზავნით სიახლეებსა და ფანდრაიზინგის (სპონსორული სახსერები) შესახებ ინფორამციას.

გამოიწერეთ ჩვენი სოციალური ქსელები

რაც უფრო მეტი ადამიანი შეიტყობს ჩვენს შესახებ, უფრო მეტად გვექნება შესაძლებლობა მივაღწიოთ ჩვენს მიზანს და მოვიყვანოთ IT კომპანიებთან დაკავშირებული არსებული კანონმდებლობა შესაბამისობაში. თითოეული გაზიარება არის წვლილი, შეტანილი უცხოელი ინვესტორების დაცვაში საქართველოს ტერიტორიაზე.

  • Facebook
  • LinkedIn
  • Telegram

მხარი დაუჭირე პროექტს

თქვენ შეგიძლიათ ასოციაციაში წვლილის შეტანა კრიპტოვალუტის მეშვეობით ან პირდაპირი საბანკო გადარიცხვით

© 2025 Viz.ge by ARC Digits | All Rights Reserved.