რატომ უნდა გაწევრიანდეთ ასოციაციაში

სექტორის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევა მხოლოდ ინფორმაციის მიღებით არ შემოიფარგლება. ეს პროცესი მოითხოვს ინტერესების აქტიურ დაცვას, ეფექტიან დიალოგს და გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოხდენას.
ასოციაციაში გაწევრიანება კომპანიებს საერთო მიზნებისა და ინტერესების გარშემო აერთიანებს, აძლიერებს მათ ერთობლივ ხმას და ახალ შესაძლებლობებს აჩენს.


ასოციაცია წევრებს სთავაზობს:



ინტერესების მტკიცე დაცვას, ადვოკატირებას და კვალიფიციურ ექსპერტულ

 

ასოციაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები:
  • ინტერესების დაცვა და წარმომადგენლობა: წევრი კომპანიების ინტერესების ადვოკატირება შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან.
  • გამოწვევების იდენტიფიცირება: სექტორში არსებული საერთო პრობლემური საკითხების გამოვლენა და მათ გარშემო წევრების გაერთიანება.
  • ეფექტიანი პარტნიორობა: მჭიდრო თანამშრომლობა სახელმწიფო სტრუქტურებსა და საჯარო უწყებებთან.
  • ექსპერტული მხარდაჭერა: საჭიროების შემთხვევაში, დარგის წამყვანი ექსპერტებისა და პროფესიული პარტნიორების ჩართვა მიმდინარე პროცესებში.
  • ექსკლუზიური პირობები: ასოციაციის პარტნიორების მიერ სპეციალურად წევრებისთვის შეთავაზებულ ფასდაკლებებსა და უპირატესობებზე წვდომა.

სექტორის განვითარებაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა

 

ჩვენი წევრები აქტიურად ერთვებიან ინდუსტრიის ფორმირებაში და შეუძლიათ:
  • საკანონმდებლო პროცესებში მონაწილეობა: ჩართვა ახალ საკანონმდებლო და მარეგულირებელ ცვლილებებთან დაკავშირებულ განხილვებში.
  • საერთო პოზიციის ჩამოყალიბება: საკუთარი წვლილის შეტანა სექტორის ერთიანი ხმისა და სტრატეგიის განსაზღვრაში.
  • სახელმწიფოსთან დიალოგი: აქტიური მონაწილეობა ბიზნესსა და საჯარო სტრუქტურებს შორის გამართულ ოფიციალურ შეხვედრებში.
  • ინიციატივების წარდგენა: საკუთარი იდეების, პრობლემური საკითხებისა და დარგობრივი წინადადებების წამოყენება.
  • პროფესიული დისკუსიები: ჩართვა სექტორისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებსა და დარგობრივ განხილვებში.

 

 

პროფესიული და ბიზნეს შესაძლებლობები

 

ჩვენი პლატფორმა წევრებს სთავაზობს:
  • დარგობრივ ღონისძიებებს: მონაწილეობას მასშტაბურ პროფესიულ შეხვედრებსა და სექტორულ ფორუმებში.
  • სამუშაო ჯგუფებს: აქტიურ ჩართულობას სპეციალიზებულ სამუშაო ჯგუფებში კონკრეტული საკითხების გადასაჭრელად.
  • B2B და B2G შეხვედრებს: პირდაპირ კომუნიკაციას ბიზნესისა და საჯარო სექტორის გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან.
  • პროფესიული კავშირები: ახალი პარტნიორული ურთიერთობების, საქმიანი კავშირებისა და კოლაბორაციების დამყარებას.
  • საერთაშორისო ასპარეზს: გლობალური თანამშრომლობისა და განვითარების ახალი პერსპექტივების ათვისებას.

ინფორმირებულობა და რისკების მართვა

 
ასოციაციის წევრობა კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, მუდმივად ფლობდნენ სექტორისთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ ინფორმაციას და ეფექტურად მართონ ისეთი მიმართულებები , როგორიცაა:
საკანონმდებლო ცვლილებები | საგადასახადო და მარეგულირებელი საკითხები | IT სექტორის განვითარების ტენდენციები | სამართლებრივი რისკები | შესაბამისობის მოთხოვნები
წევრებს ასევე აქვთ წვდომა დარგის მნიშვნელოვან სიახლეებსა და ინფორმაციაზე, ასევე შესაძლებლობა, ასოციაციის სხვა წევრებთან გააზიარონ ცოდნა და გამოცდილება, გაცვალონ პროფესიული მოსაზრებები და დაამყარონ თანამშრომლობითი ურთიერთობები.
ოთხწლიანი საქმიანობის განმავლობაში ასოციაციამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ ერთობლივი ძალისხმევა და ერთიანი პოზიცია სექტორისთვის ხელშესახები, რეალური შედეგების მიღწევის მთავარი საფუძველია.

მზად ხართ განავითაროთ თქვენი ბიზნესი ჩვენთან ერთად?



კონტაქტი

გაქვს შეკითხვა? ჩვენ დაგეხმარებით.
+995 511 238 466
+995 511 230 446