Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888
  • მთავარი
  • ისტორია
  • ჩვენ შესახებ
  • სიახლეები
  • შემთხვევები
  • კონტაქტი
Donate
✕
ევროპული ბიზნეს ასოციაციის წევრების შეხვედრა
მაისი 13, 2022
შეხვედრა ბიზნესომბუდსმენთან და მზადყოფნა გასაჩივრებისთვის
მაისი 23, 2022
Show all
ასოციაციის თავმჯდომარემ შორენა კოპალეიშვილმა შემოსავლების სამსახურის უფროსს ლევან კაკავას განმარტებისთვის რამოდენიმე შეკითხვით მიმართა
მაისი 17, 2022

ასოციაციის თავმჯდომარემ შორენა კოპალეიშვილმა შემოსავლების სამსახურის უფროსს ლევან კაკავას განმარტებისთვის რამოდენიმე შეკითხვით მიმართა

როგორც უკვე ცნობილია, შემოსავლების სამსახურმა ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე მეთოდური მითითება გამოსცა, რომელიც გარკვეულწილად ბუნდოვანია.

შესაბამისად,  ასოციაციის თავმჯდომარემ შორენა კოპალეიშვილმა შემოსავლების სამსახურის უფროსს ლევან კაკავას განმარტებისთვის რამოდენიმე შეკითხვით მიმართა.

გთავაზობთ კითხვების მოკლე მიმოხილვას: 

  • გააჩნია თუ არა უკუძალა აღნიშნულ მეთოდურ მითითებას?
  • აუცილებელია თუ არა დამფუძნებლის (დამფუძნებლების) მუდმივად ან/და დროებით ყოფნა საქართველოში?
  • საგადასახადო შეღავათებით სარგებლობისთვის რა იგულისხმება სხვა ფაქტობრივ გარემოებებში, გარდა ადგილობრივი პერსონალის დასაქმებისა?
  • გთხოვთ მიუთითოთ წყარო, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს ბიზნესმა შესაბამისი პროფესიების მიხედვით საქართველოს შრომით ბაზარზე არსებული გასამრჯელოს განსაზღვრისას.
  • სავალდებულოა თუ არა საქართველოში სხვა და სხვა პროფილის თანამშრომლების დაქირავება ან/და მუდმივი სამუშაო ფართის ქირავნობა/იჯარა გარდა შესაბამისი პროფილური განხრით დაქირავებული თანამშრომლებისა?
  • შეიძლება თუ არა საზღვარგარეთ მომსახურების მიღება გახდეს საგადასახადო შეღავათისაგან განთავისუფლების საფუძველი?
  • როგორ განვსაზღვროთ არარეზიდენტებისგან მიღებული სამუშაოს წილი და ამავდროულად შევინარჩუნოთ საგადასახადო შეღავათი?
  • თუ ვირტუალური ზონის პირი იღებს საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნის მომსახურებას საქართველოში, ითვლება თუ არა, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიების პროდუქტი საქართველოს ტერიტორიაზეა შექმნილი?
  • თუ კომპანიას აღარ დასჭირდება პროფილული განხრით მომუშავე ადამიანების დაქირავება საინფორმაციო პროდუქტის შესაქმენლად და ის იყენებს პროდუქტის მხარდაჭერისთვის საჭირო ადმიანურ რესურს, ასეთ შემთხვევაში მხოლოდ საინფორმაციო პროდუქტის მხარდაჭერისთვის დაქირავებული პერსონალის გასამრჯელოზე გავრცელდება თუ არა საგადასახადო შეღავათი?
  • არის თუ არა სამართლიანი, რომ კომპანიებმა, რომლებმაც შექმნეს პროდუქტი სტატუსის მინიჭებამდე, თუმცა აგრძელებენ მის მხარდაჭერას,  ვერ სარგებლობენ შეღავათით მოგების გადასახადში?
  • ზოგიერთი ტექნოლოგიური სერვისის მიმწოდებელი საქართველოში ჯერ არ არსებობს. როგორ განსაზღვრავს საგადასახადო მეთოდოლოგია ამ შემთხვევაში IT პროდუქტის შექმნის ადგილს?
  • შეუძლია თუ არა კომპანიას მიიღოს ჰონორარი მისი მოგების წილზე მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში განვითარების ხარჯების გარეშე?
  • როგორ უნდა მოიქცეს ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მქონე დაჯარიმებული კომპანია, თუ მეთოდური მითითების მიხედვით მასზე ვრცელდება საგადასახადო  შეღავათი ჯარიმის ნაწილში?
  • თუ ვირტუალური ზონის სტატუსის მქონე კომპანია მიიღებს IT სერვისს ადგილობრივი იურიდიული პირებისგან ან/და ინდივიდუალური მეწარმისგან, ჩაითვლება თუ არა, რომ საწარმო იყენებს შესაბამისი პროფილური განხრით საქართველოში დაქირავებული პირ(ებ)ის შრომას შესაბამისი პროფილით?

გთხოვთ შეგვატყობინოთ, დამატებით რა  კითხვებს დასვამდით  შემოსავლების სამსახურის უფროსთან ამ თემასთან  დაკავშირებით? ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი მოსაზრება.

Share
1

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სასარგებლო ბმულები

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

კანონი საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონის შესახებ


ააიპ საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია

მისამართი: ქ. თბილისი, საქართველო
ტელ.: +995 511 230 446
ელ. ფოსტა: info@viz.ge

გამოიწერე ჩვენი სიახლეები

დაგვიტოვეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი და ჩვენ გამოგიგზავნით სიახლეებსა და ფანდრაიზინგის (სპონსორული სახსერები) შესახებ ინფორამციას.

გამოიწერეთ ჩვენი სოციალური ქსელები

რაც უფრო მეტი ადამიანი შეიტყობს ჩვენს შესახებ, უფრო მეტად გვექნება შესაძლებლობა მივაღწიოთ ჩვენს მიზანს და მოვიყვანოთ IT კომპანიებთან დაკავშირებული არსებული კანონმდებლობა შესაბამისობაში. თითოეული გაზიარება არის წვლილი, შეტანილი უცხოელი ინვესტორების დაცვაში საქართველოს ტერიტორიაზე.

  • Facebook
  • LinkedIn
  • Telegram

მხარი დაუჭირე პროექტს

თქვენ შეგიძლიათ ასოციაციაში წვლილის შეტანა კრიპტოვალუტის მეშვეობით ან პირდაპირი საბანკო გადარიცხვით

© 2025 Viz.ge by ARC Digits | All Rights Reserved.