ასოციაცია ტექნოლოგიების სფეროში ქალთა მხარდაჭერის შეხვედრაზე
საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციამ მონაწილეობა მიიღო ევროპის ბიზნეს ასოციაციის (EBA) და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) მიერ ორგანიზებულ მასშტაბურ შეხვედრაში, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „ქალთა მენტორობა ტექნოლოგიებში“ ფარგლებში. ღონისძიების მიზანი საქართველოში ქალების ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) უნარების გაუმჯობესებაა და მათთვის კარიერული შესაძლებლობების გაფართოება.
საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციამ აქტიური მონაწილეობა მიიღო ამ შეხვედრაში, რაც ადასტურებს მის მხარდაჭერას ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ქალთა გაძლიერების მიმართ. ასოციაცია აცნობიერებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება და გენდერული ჩართულობის ხელშეწყობა. ამ მიმართულებით, ასოციაცია უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით. ეს თანამშრომლობა მიზნად ისახავს ქალების მაქსიმალურ ჩართულობას ტექნოლოგიურ სფეროში და ციფრული ნიჭის განვითარების ხელშეწყობას საქართველოში.