ასოციაცია გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე
სექტემბერი 18, 2024ასოციაციის თავმჯდომარე ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებთან შეხვედრას დაესწრო
ოქტომბერი 3, 2024
ქალთა ეკონომიკურმა ფორუმმა, რომელიც ორგანიზებული იყო ბიზნეს ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ მიერ, Gazelle Finance-თან და Visa-სთან თანამშრომლობით, შეკრიბა 300-მდე მონაწილე, რათა განეხილათ საქართველოში მეწარმე ქალებთან დაკავშირებული ძირითადი გამოწვევები. ღონისძიება, სახელწოდებით „ქალები ბიზნესში“, მიზნად ისახავდა ხაზი გაესვა ქალების წინაშე მდგარ მთავარ გამოწვევაზე, როგორიცაა ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და გამოეკვლია შესაძლებლობები, რომლებსაც მათ სხვადასხვა საერთაშორისო, საჯარო და კერძო სექტორი თავისი ინიციატივებით სთავაზობს.
პანელებში მონაწილეობდნენ ისეთი ორგანიზაციების წარმომადგენლები, როგორიცაა ევროკავშირი, გაეროს განვითარების პროგრამა, USAID და EBRD. მათ იმსჯელეს იმ ნაბიჯებზე, რომლებსაც მათი ორგანიზაციები დგამენ საქართველოში ქალებისთვის ფინანსებზე და საკონსულტაციო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად. კერძო საფინანსო ინსტიტუტებმა წარმოადგინეს დაფინანსების სხვადასხვა შესაძლებლობები, ხოლო სახელმწიფო უწყებებმა, როგორიცაა „აწარმოე საქართველოში“, „სოფლის განვითარების სააგენტო“ და „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო“, ყურადღება გაამახვილეს საგრანტო და თანადაფინანსების პროგრამებზე, რომლებიც სახელმწიფოსა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ხორციელდება.
ეს ფორუმი წარმოადგენდა მნივშენლოვან პლატფორმას ბიზნესში გენდერული ბარიერების გადასაჭრელად და ქალების ეკონომიკური გაძლიერების მიზნით პრაქტიკული გადაწყვეტილებების უზრუნველსაყოფად.
საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია დაესწრო ამ ღონისძიებას და რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს იმ სტიგმის დაძლევას, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიები არის „მამაკაცთა პროფესია“ და მეტი ქალის ჩართულობას ამ სექტორში. ასოციაცია თვლის, რომ საჭიროა მეტი დისკუსია ცნობიერების ამაღლებისა და ინკლუზიური გარემოს შესაქმნელად, სადაც ქალები დაინახავენ შესაძლებლობებს, რათა განაგრძონ კარიერა ტექნოლოგიებში. ყურადღება გამახვილებულია ამ სტერეოტიპების დანგრევაზე და იმის დემონსტირირებაზე , რომ ქალებს შეუძლიათ წარმატებული იყვნენ IT და ბიზნეს სფეროებში, ისევე როგორც მამაკაცებს.
ასოციაცია ხედავს უფრო მეტი ღია დისკუსიის საჭიროებას, როგორც პროფესიულ წრეებში, ასევე საჯარო სივრცეებში, რათა მოხდეს იმ გენდერული სტერეოტიპების განხილვა და დაძლევა, რომლებიც ხელს უშლიან ქალებს IT სფეროში თავის დამკვიდრებას. ისინი ხაზს უსვამენ, რომ ამ სტიგმის დაძლევის გასაღები მდგომარეობს ცნობიერების ამაღლებისა და საზოგადოების მხარდაჭერის მუდმივ ძალისხმევაში.
ქალთა მნიშვნელობა ტექნოლოგიებში
გლობალურად, ტექნოლოგიებში ქალების მნიშვნელობა არ შეიძლება გაზვიადებული იყოს. კვლევებმა აჩვენა, რომ მრავალფეროვანი გუნდი უფრო ინოვაციური და პროდუქტიულია. გაეროს განვითარების პროგრამის ანგარიშების მიხედვით, ქვეყნებმა, რომლებიც ინვესტიციას ახორციელებენ გენდერულ თანასწორობაში, უკეთესი ეკონომიკური შედეგები აჩვენეს. თუმცა, გამოწვევები რჩება:
– ქალები შეადგენენ გლობალური ტექნოლოგიური სამუშაო ძალის მხოლოდ 28%-ს.
– საქართველოში, მიუხედავად საკანონმდებლო ძალისხმევისა, ქალთა ჩართულობა ტექნოლოგიურ სფეროში დაბალია, სოციალური და ფინანსური ბარიერები ზღუდავს წვდომას განათლებასა და პროფესიულ შესაძლებლობებზე.
ამ სფეროებში ქალთა მხარდაჭერით, ასოციაცია არა მხოლოდ ეხმარება მათ, არამედ ხელს უწყობს უფრო დიდ მიზანს – IT სექტორში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას.