Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888
  • მთავარი
  • ისტორია
  • ჩვენ შესახებ
  • სიახლეები
  • შემთხვევები
  • კონტაქტი
Donate
✕
ასოციაციის მიღწევები და სამომავლო გეგმები
დეკემბერი 22, 2022
შემოსავლების სამსახურმა გამოსცა მორიგი მეთოდური მითითება, სადაც დარგის წარმომადგენელთა შენიშვნები გათვალისწინებულია
თებერვალი 14, 2023
Show all
დავა შემოსავლების სამსახურსა და VZ კომპანიებს შორის გრძელდება. ასოციაცია კი 2023 წელს ახალი ძალებით იწყებს
იანვარი 17, 2023

დავა შემოსავლების სამსახურსა და VZ კომპანიებს შორის გრძელდება.
ასოციაცია კი 2023 წელს ახალი ძალებით იწყებს

 

 

2023 წელი ახალი ძალებით იწყება და საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია აგრძელებს მუშაობას. სულ უფრო მეტი დამოუკიდებელი ექსპერტი გამოხატავს საკუთარ პოზიციებს და სრულად იზიარებს ასოციაციის ხედვას.
აღსანიშნავია, რომ ფინანსთა სამინისტროს მიდგომა ამ დრომდე უცვლელია. შემოსავლების სამსახური აუდიტისა და ჯარიმების ახალ ტალღას არათანმიმდევრული მიდგომებით აგრძელებს. მაშინ, როცა ზოგიერთ კომპანიას ჯარიმები შეუმცირდა, სისტემური მიდგომა უცვლელი დარჩა და კომპანიები დამატებით იბეგრებიან საშემოსავლო გადასახადით, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს კანონმდებლობის უზუსტობის პრობლემაზე. აუდიტის, შემოწმების, დაჯარიმების ეტაპები, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ გრძელდება. კომპანიები კვლავ აპროტესტებენ საგადასახადო ორგანოს მიდგომას, შესაბამისად გრძელდება სამართლებრივი დავა.
რამდენიმე კვირის წინ კიდევ ერთი კომპანია ასობით ათასი ლარით დაჯარიმდა იმავე კრიტერიუმებით, რაც ამჟამინდელი პროტესტისა და დავის საგანია, რადგან ამ კრიტერიუმის ზუსტი განმარტება არსად არის დაკონკრეტებული და განსაზღვრული. 
ამ თემასთან დაკავშირები რეზონანსული სიუჟეტი გავიდა Business Formula-ზე, სადაც ცნობილი გახდა ბიზნესომბუდსმენის პოზიცია სადავო საკითხთან დაკავშირებით. ის იზიარებს ბიზნესის პოზიციას ყველა ძირითად სადავო საკითხთან დაკავშირებით – არ უნდა არსებობდეს კანონმდებლობის ინტერპრეტაციის შესაძლებლობა. ფაქტია, რომ გასული პერიოდის ჯარიმები და სანქციები არღვევს მართლმსაჯულების ჩარჩოებს.
მიუხედავად იმისა, რომ კომპანიების მოთხოვნები კანონიერი და დასაბუთებულია, მარეგულირებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღება ჭიანურდება, კომპანიები ზარალდებიან, ზიანდება თავად სახელმწიფოს იმიჯი და ნდობა, ბევრი უცხოური კომპანია კი უარს ამბობს საეჭვო პერსპექტივაზე. მთავარია კანონის დაზუსტება, რადგან ბიზნესი და ინვესტორები, პირველ რიგში, ამით ხელმძღვანელობენ.
ბიზნეს სექტორს იმედი აქვს, რომ სასამართლო მათ არგუმენტებს და ბიზნეს ომბუდცმენის პოზიციას გაიზიარებს და მათ გასულ პერიოდზე დაკისრებულ გადასახადებს და სანქციებს ჩამოაწერს.
P.S.  ასოციაციის მრავალწლიანი მუშაობის შედეგად, საგადასახადო სამსახურმა საბოლოოდ გამოაქვეყნა მეთოდური მითითება, რომელიც დღეს დილით მივიღეთ და ვეცნობით.  თქვენც  შეგიძლიათ გაეცნოთ მას აქ.  საფუძვლიანი ანალიზის შემდეგ ასოციაცია გამოაქვეყნებს თავის კომენტარს და პოზიციას ამ დოკუმენტთან დაკავშირებით. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ასოციაციისა და ვირტუალური ზონის სტატუსის მქონე კომპანიების მოთხოვნათა პრიორიტეტად კვლავ რჩება კანონის შეცვლა.
Share
2

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სასარგებლო ბმულები

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

კანონი საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონის შესახებ


ააიპ საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია

მისამართი: ქ. თბილისი, საქართველო
ტელ.: +995 511 230 446
ელ. ფოსტა: info@viz.ge

გამოიწერე ჩვენი სიახლეები

დაგვიტოვეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი და ჩვენ გამოგიგზავნით სიახლეებსა და ფანდრაიზინგის (სპონსორული სახსერები) შესახებ ინფორამციას.

გამოიწერეთ ჩვენი სოციალური ქსელები

რაც უფრო მეტი ადამიანი შეიტყობს ჩვენს შესახებ, უფრო მეტად გვექნება შესაძლებლობა მივაღწიოთ ჩვენს მიზანს და მოვიყვანოთ IT კომპანიებთან დაკავშირებული არსებული კანონმდებლობა შესაბამისობაში. თითოეული გაზიარება არის წვლილი, შეტანილი უცხოელი ინვესტორების დაცვაში საქართველოს ტერიტორიაზე.

  • Facebook
  • LinkedIn
  • Telegram

მხარი დაუჭირე პროექტს

თქვენ შეგიძლიათ ასოციაციაში წვლილის შეტანა კრიპტოვალუტის მეშვეობით ან პირდაპირი საბანკო გადარიცხვით

© 2025 Viz.ge by ARC Digits | All Rights Reserved.