Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888
  • მთავარი
  • ისტორია
  • ჩვენ შესახებ
  • სიახლეები
  • შემთხვევები
  • კონტაქტი
Donate
✕
დავა შემოსავლების სამსახურსა და VZ კომპანიებს შორის გრძელდება. ასოციაცია კი 2023 წელს ახალი ძალებით იწყებს
იანვარი 17, 2023
საქართველოს ვირტუალურო ზონის პირთა ასოციაციის პოზიცია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე 2022 წლის 29 დეკემბერს გამოცემულ მეთოდურ მითითებასთან დაკავშირებით (ბრძანება N33544)
თებერვალი 16, 2023
Show all
შემოსავლების სამსახურმა გამოსცა მორიგი მეთოდური მითითება, სადაც დარგის წარმომადგენელთა შენიშვნები გათვალისწინებულია
თებერვალი 14, 2023

შემოსავლების სამსახურმა გამოსცა მორიგი მეთოდური მითითება, სადაც დარგის წარმომადგენელთა შენიშვნები გათვალისწინებულია

 

 

ვირტუალური ზონის სტატუსის მქონე კომპანიების საკითხი ახლა ყელაზე მეტად აქტუალურია. შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული ახალი მეთოდური მითითების შესახებ დეტალები განიხილეს გადაცემა „ბიზნეს ფორმულაზე“.
ამ მეთოდურ მითითებაში გათვალისწინებულია ინდუსტრიის წარმომადგენლების კომენტარების უმეტესობა, მაგრამ გაურკვეველია, გაუქმდება თუ არა წარსული ჯარიმები ამ დოკუმენტის საფუძველზე. პარალელურად კი, კომპანიების აუდიტი და ჯარიმების დაკისრება გრძელდება.
თემასთან დაკავშირებით გადაცემაში საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს „ვირტუალური ზონის პირების“ სტატუსის მქონე კომპანიების წარმომადგენლებმა და განაცხადეს, რომ საქართველოში ბიზნესს მრავალი წელია ეწევიან. მოულოდნელად შეცვლილი საგადასახადო მიდგომის გამო, ისინი დაჯარიმდნენ მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ქმნიდნენ ტექნოლოგიურ პროდუქტებს. აღინიშნა, რომ მაშინ ასეთი მეთოდური მითითება არ არსებობდა; შესაბამისად, მათ მიაჩნიათ, რომ შემოსავლების სამსახურს არ უნდა დაეკისრა ჯარიმები რეტროსპექტულად და კომპანიებისთვის უნდა მიეცათ გარკვეული დრო ახალ ვითარებასთან შესაგუებლად. ზოგიერთი კომპანიისთვის სიტუაცია დღემდე არ შეცვლილა. შემოსავლების სამსახურმა აუდიტის პროცესი კიდევ 3 თვით გაახანგრძლივა. მთლიანობაში კი საგადასახადო შემოწმება უკვე წელიწადნახევარია მიმდინარეობს. მათ ექმნებად შთაბეჭდილება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის მთავარი მიზანი ყველა შემთხვევაში კომპანიის დაჯარიმებაა და გაურკვეველია ვინ დაუბრუნებს ამ კომპანიებს ორი წლის განმავლობაში იურისტებზე დახარჯულ თანხებს, დაკარგულ შემოსავლებსა და რაც მთავარია დროს და ძალისხმევას.უნდა აღინიშნოს რომ დაზარალებული კომპანიების უკან დგას რეალური ინვესტორები და მიუღებელია ყველას ერთნაირ მდგომარეობაში დაყენება.
მთელი ეს ვითარება უარყოფითად აისახა არა მხოლოდ ცალკეული კომპანიებისა და ინვესტორების მდგომარეობაზე, არამედ ქვეყნის მთლიან საინვესტიციო გარემოზეც. ფაქტია, რომ ბევრმა კომპანიამ საქართველოს ბაზარი უკვე დატოვა.
მიუხედავად ახალი მეთოდური მითითების გამოცემისა, რომელშიც შემოსავლების სამსახურმა გაითვალისწინა დაზარალებული კომპანიების და ინვესტორების არგუმენტები, ცხადია, რომ საჭიროა კანონის დაზუსტება, რომელიც განსაზღვრავს, თუ რა შემთხვევაში იბეგრებიან და თავისუფლდებიან გადასახადისგან ამ სტატუსის მქონე კომპანიები, რადგან არ არსებობს გარანტია იმისა, რომ შემოსავლების სამსახური ახალი მეთოდური მითითებით კიდევ არ შეცვლის მიდგომას.
ნორმებისსაკანონმდებლო დონეზე სიცხადის მნიშვნელობას მტკიცედ უსვამს ხაზს ასოციაციის თავმჯდომარე შორენა კოპალეიშვილი. მან პოზიტიური ტენდენცია ახსნა იმით, რომ ასოციაციის უმეტესი შენიშვნები იქნა გათვალისწინებული, მაგრამ ბიზნესისთვის სიცხადე და მომავალი სტაბილური ო გარემო მხოლოდ კანონით არის უზრუნველყოფილი.
Kreston Georgia-ს მმართველმა პარტნიორმა დავით პაპიაშვილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ახალი მეთოდური მითითებიდან გამომდინარე, არსებობს ჯარიმების გაუქმების იმედი და აღნიშნა გადასახადის გადამხდელთა მესამე ჯგუფი, რომლებიც დაჯარიმდნენ, მაგრამ მათ არ გაასაჩივრეს გადაწყვეტილებები. მისი აზრით, იკვეთება ახლად აღმოჩენილი გარემოებების ნიშნები და ამ კომპანიებმაც უნდა ეცადონ დავის განახლებას.
საინტერესოა ასევე, რომ შარშან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა ბიზნეს ომბუდსმენმაც, რომელმაც შეიძლება ითქვას, რომ ძირითად საკითხებთან მიმართებაში შესაბამისი კომპანიების პოზიცია გაიზიარა.
ამ დროისთვის შემოსავლების სამსახურსა და ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მქონე კომპანიებს შორის დავა როგორც ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოში, ასევე სასამართლოშიც მიმდინარეობს. ასოციაცია კი კვლავ აგრძელებს მუშაობას კანონში შესაბამისი ცვლილებების მისაღწევად.

 

 

Share
3

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სასარგებლო ბმულები

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

კანონი საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონის შესახებ


ააიპ საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია

მისამართი: ქ. თბილისი, საქართველო
ტელ.: +995 511 230 446
ელ. ფოსტა: info@viz.ge

გამოიწერე ჩვენი სიახლეები

დაგვიტოვეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი და ჩვენ გამოგიგზავნით სიახლეებსა და ფანდრაიზინგის (სპონსორული სახსერები) შესახებ ინფორამციას.

გამოიწერეთ ჩვენი სოციალური ქსელები

რაც უფრო მეტი ადამიანი შეიტყობს ჩვენს შესახებ, უფრო მეტად გვექნება შესაძლებლობა მივაღწიოთ ჩვენს მიზანს და მოვიყვანოთ IT კომპანიებთან დაკავშირებული არსებული კანონმდებლობა შესაბამისობაში. თითოეული გაზიარება არის წვლილი, შეტანილი უცხოელი ინვესტორების დაცვაში საქართველოს ტერიტორიაზე.

  • Facebook
  • LinkedIn
  • Telegram

მხარი დაუჭირე პროექტს

თქვენ შეგიძლიათ ასოციაციაში წვლილის შეტანა კრიპტოვალუტის მეშვეობით ან პირდაპირი საბანკო გადარიცხვით

© 2025 Viz.ge by ARC Digits | All Rights Reserved.