Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888
  • მთავარი
  • ისტორია
  • ჩვენ შესახებ
  • სიახლეები
  • შემთხვევები
  • კონტაქტი
Donate
✕
საგადასახადო დაბეგვრის გამოწვევების განხილვა: დეტალები საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციის კონფერენციიდან
ნოემბერი 14, 2023
2023 წლის მიმოხილვა და 2024 წლის სამომავლო გეგმები
დეკემბერი 21, 2023
Show all
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2023
ნოემბერი 24, 2023

 

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2023, რომელიც ორგანიზებული იყო ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) და პროკრედიტ ბანკი საქართველოს პარტნიორობით გაიმართა 21 ნოემბერს, პულმან თბილისი აქსის თაუერსში, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) და ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით. ფორუმზე შეიკრიბნენ სხვა და სხვა სექტორიდან ლიდერები, ბიზნეს პრობლემებისა და მიღწევების განსახილველად.

 

გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურები, როგორებიცაა: ჯონ ბრაეკველდტი (EBA-ს პრეზიდენტი), შალვა პაპუაშვილი (საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე), პაველ ჰერჩინსკი (ევროკავშირის ელჩი საქართველოში), მასიეჟ ცურა (EIB გლობალური რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში) და ლაშა ხუციშვილი (საქართველოს ფინანსთა მინისტრი) და სხვები.

 

მნიშვნელოვანი მოვლენა იყო კვლევის „ევროპული ბიზნეს კლიმატი 2023“-ის პრეზენტაცია, რომელიც აანალიზებს საქართველოს სამომავლო განვითარების ტენდენციებს და აფასებს რეფორმებს როგორც საჯარო, ისე კერძო პერსპექტივიდან. 

 

პანელურ დისკუსიაში, თემაზე „ფინანსებზე ხელმისაწვდომობა“, ლიდერებმა განიხილეს მცირე და საშუალო ბიზნესის პრობლემები, სამართლებრივი ჩარჩო, ვაჭრობის საკითხები და საქართველოს ევროინტეგრაცია. პარარელურად სავაჭრო გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იყო 30 ევროპული კომპანიის პროდუქტი, გაიმართა B2B შეხვედრები პოტენციური თანამშრომლობისთვის.

 

მომხსენებლებისა და მონაწილეების გარდა, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს ფორუმზე 2023 მონაწილედ  მიწვეული იყო საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია. ასოციაციის თავმჯდომარემ შორენა კოპალეიშვილმა საინტერესო საუბარი გამართა მნიშვნელოვან ფიგურებთან, მათ შორის ევროკავშირის ელჩთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ფინანსთა სამინისტროსა და ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებთან. ამ ინტერაქციულ პროცესში,  ასოციაციამ გააზიარა ინდუსტრიის მნიშვნელოვანი პოზიციები, გამოწვევები და ხაზი გაუსვა IT ინდუსტრიის  როლისა და არსებობის მნიშვნელობას საქართველოს ეკონომიკისთვის.

 

გასულ წელს დაარსებული ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი გახდა საქართველოს მთავარი ბიზნეს ღონისძიება.  ფორუმის მასშტაბის წლევანდელი გაფართოება ხაზს უსვამს მის მნიშვნელობას, როგორც დიალოგისა და თანამშრომლობის პლატფორმას, ხოლო 2022 წელს ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის პლატფორმის (EECP) დაარსება ხაზს უსვამს მის ზრდას. აღსანიშნავია, რომ VZP ასოციაცია ამ პლატფორმის ერთ-ერთი პირველი წევრია.

 

ფორუმის წარმატება შესაძლებელი გახდა EBA-სა და ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის პლატფორმას (EECP) შორის თანამშრომლობით, რომლის მთავარი სპონსორი იყო ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), რაც ადასტურებს მის ვალდებულებას, ხელი შეუწყოს ბიზნესის განვითარებას და ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობას.

 



 

 

Share
0

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სასარგებლო ბმულები

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

კანონი საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონის შესახებ


ააიპ საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია

მისამართი: ქ. თბილისი, საქართველო
ტელ.: +995 511 230 446
ელ. ფოსტა: info@viz.ge

გამოიწერე ჩვენი სიახლეები

დაგვიტოვეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი და ჩვენ გამოგიგზავნით სიახლეებსა და ფანდრაიზინგის (სპონსორული სახსერები) შესახებ ინფორამციას.

გამოიწერეთ ჩვენი სოციალური ქსელები

რაც უფრო მეტი ადამიანი შეიტყობს ჩვენს შესახებ, უფრო მეტად გვექნება შესაძლებლობა მივაღწიოთ ჩვენს მიზანს და მოვიყვანოთ IT კომპანიებთან დაკავშირებული არსებული კანონმდებლობა შესაბამისობაში. თითოეული გაზიარება არის წვლილი, შეტანილი უცხოელი ინვესტორების დაცვაში საქართველოს ტერიტორიაზე.

  • Facebook
  • LinkedIn
  • Telegram

მხარი დაუჭირე პროექტს

თქვენ შეგიძლიათ ასოციაციაში წვლილის შეტანა კრიპტოვალუტის მეშვეობით ან პირდაპირი საბანკო გადარიცხვით

© 2025 Viz.ge by ARC Digits | All Rights Reserved.