საგადასახადო დაბეგვრის გამოწვევების განხილვა: დეტალები საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციის კონფერენციიდან
2023 წლის 7 ნოემბერს საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციამ, Kreston Georgia-ს მხარდაჭერით, ჩაატარა ონლაინ კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა პარტნიორი კომპანიების წინაშე მდგარი გამოწვევების, პრობლემური საკითხების, სამართლებრივი და საგადასახადო სირთულეების განხილვას.
დისკუსიას უძღვებოდნენ ასოციაციის თავჯდომარე შორენა კოპალეიშვილი და საგადასახადო ექსპერტი, Kreston Georgia-ს მმართველი პარტნიორი დავით პაპიაშვილი.
ბიზნეს დისკუსია მიმართული იყო ვზპ კომპანიების წინაშე არსებული კონკრეტული პრობლემების გაანალიზებისკენ, რაც მათ დაეხმარებათ დაბეგვრის სფეროში ჯერ კიდევ არსებული პრობლემების მოგვარებაში. ასევე მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია საგადასახადო და შესაბამის კანონმდებლობაში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ.
კონფერენციაში მონაწილეობით დაინტერესდნენ ასოციაციის როგორც წევრი, ისე არაწევრი კომპანიები, ასევე იურიდიული და აუდიტორული კომპანიების წარმომადგენლები. Შეხვედრა საკმაოდ დინამიურად წარიმართა, მონაწილეები ჩაერთნენ მნშივნელოვან და საინტერესო დისკუსიაში, სადაც განიხილეს მათ წინაშე არსებულ გამოწვევები და გააზიარეს პრაქტიკული გამოცდილებები.
ასოციაციის თავმჯდომარემ შორენა კოპალეიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციის შესახებ, გააცნო მათ ასოციაციის მიღწევები და სამომავლო გეგმები. Ასევე მან ისაუბრა ასოციაციასთან პარტნიორობის უპირატესობებზე და იმ ამოცანებზე, რომლის გადაჭრაც რჩება მთავარ მიზნად და გამოწვევად.
დავით პაპიაშვილმა განმარტება გააკეთა მეთოდური მითითების შესახებ, ისაუბრა იმ ხარვეზებსა და რეალურ პრობლემებზე, რომლებსაც კომპანიები აწყდებიან საგადასახადო მიდგომების გამო. პრაქტიკული პრობლემების განხილვისას პაპიაშვილმა ხაზი გაუსვა საკანონმდებლო რეგულირების აქტუალობას და აუცილებლობას და იქვე გააცნო მონაწილეებს საკანონმდებლო ინიციატივის ძირითადი ასპექტები.
Მეთოდური მითითების ფორმულირებებს გამოეხმაურნენ კომპანიების წარმომადგენლები და ხაზი გაუსვეს რისკებს რომლებიც წარმოიქმნება ამ ბუნდოვანი მითითებებით. გაუმართავი აუდიტის პროცესები ართულებს კომპანიების ოპერირებას, იწვევს შეუსაბამობებს და პოტენციურ ფინანსურ რისკებს კომპანიებისთვის. მაგალითად, მესამე მეთოდური მითითების გამოცემის შემდეგ, გარკვეული კომპანიები აღმოჩნდნენ ისეთ სიტუაციაში, როდესაც არსებობს დარიცხული გადასახადების, ჯარიმებისა და საურავების გათავისუფლების საფუძვლები. თუმცა, აშკარა ხარვეზი არსებობს სამართლებრივ მექანიზმში – ის არ ასახავს პროცედურას, რომელიც ამ კომპანიებმა უნდა დაიცვან, რათა მოხდეს დაკისრებული გადასახადებისა და ჯარიმების გაუქმება. ეს გაურკვევლობა ხაზს უსვამს მკაფიო და კარგად განსაზღვრული ნორმების აუცილებლობას ინდუსტრიაში სამართლიანობისა და შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. კომპანიები ითხოვენ სიცხადეს და გამჭვირვალობას, რაც აუცილებელია ყველა დაინტერესებული მხარისთვის ასეთ სიტუაციებში ეფექტური ნავიგაციისთვის. კომპანიების წარმომადგენლების განმარტებით, მკაფიო რეგულაციის და პროცედურის ჩამოყალიბება უზრუნველყოფს წარსული საქმეების ეფექტურ და დროულ გადახედვას და შესაბამისად გადაწყვეტას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ინდუსტრიის უფრო სტაბილურ და საიმედო საქმიანობას. ასოციაციამ გამოთქვა სრული მზადყოფნა იმუშაოს სტრუქტურირებულ ჩარჩოზე, რომელიც უზრუნველყოფს ინდუსტრიის უფრო სტაბილურ მომავალს.
ასევე კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თუ დროულად არ მოხდება გადაწყვეტილების მიღება როგორც დარიცხული გადასახადების გაუქმების ისე საკანონმდებლო დაზუსტების მიმართულებით, მზად არიან მიმართონ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. ისინი აღიქვამენ ამ ვითარებას, როგორც მათი საკუთრების უფლების დარღვევას მკაფიო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ეს განწყობა ხაზს უსვამს საკითხის სერიოზულობას, სამართლიანი და გამართლებული გადაწყვეტის აუცილებლობას. კონფერენციაში მონაწილეებმა გამოთქვეს შეშფოთება შემოსავლების სამსახურის მხრიდან მკაფიო დაბეგვრის პოლიტიკის არარსებობის გამოც. წარსული პერიოდის გაანალიზება ადასტურებს ერთიანი და თანმიმდევრული მიდგომის აუცილებლობას.
ასევე განხილული იყო მკაფიო კონტრასტი საერთაშორისო კომპანიის და ვირტუალური ზონის პირის სტატუსებს შორის. აღსანიშნავია ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მფლობელის უპირატესობები: ისინი არ არიან შეზღუდული სხვა საქმიანობაში და არ მოეთხოვებათ ორწლიანი გამოცდილება. დაბეგვრის ნაწილშიც აშკარაა ამ სტატუსის ეფექტურობა. ფაქტია, რომ ინტერესი ამ სტატუსის მიმართ მზარდია, რასაც სტატისტიკური მონაცემებიც ადასტურებს. ეს კი ხაზს უსვამს ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მიმზიდველობასა და უპირატესობას.
Როგორც ირკვევა, საქართველოს ტერიტორიაზე ბიზნესის წარმოებისადმი ინტერესს უცხოელი ინვესტორები მეტი სიფრთხილით ეკიდებიან დღეს. რაც განპირობებულია სხვა და სხვა ფაქტორით, როგორიცაა სხელმწიფოს შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანეობის მხრიდან დაუსაბუთებელი და მოულოდნელი მოთხოვნების წარმოშობა, დროის მოკლე პერიოდში საგადასახადო დაბეგვრის პოლიტიკის ცვალებადობა, განჭვრეტადობის არარსებობა, კანონმდებლობის ბუნდოვანება და სხვა. ჩნდება კითხვა, როგორ წავახალისოთ კომპანიები აწარმოონ ბიზნესი და შემოიტანონ ინვესტიციები საქართველოში. მიზანია შეიქმნას გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ნდობის და თანამშრომლობის ჩამოყალიბებას მხარეებს შორის, მით უფრო როდესაც საკითხო ეხება მზარდ და დღეს ერთ ერთ ყველაზე განვითარებად ინდუსტრიას მსოფლიოში. Საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს დღესაც და მზად არის გააგრძელოს აქტიურობა ამ მიმართულებით. Დისკუსიის მსვლელობისას ყველა მონაწილე შეთანხმდა, რომ საკითხის არსი მდგომარეობს ამ ინდუსტრიის წინაშე არსებული პრობლემების და ხარვეზების საკანონმდებლო დონეზე გამოსწორების აუცილებლობაში. ეს უზრუნველყოფს უფრო სამართლიანი და სტანდარტიზებული ჩარჩოს შექმნას, რომელიც იცავს კომპანიებს ასეთი რისკებისგან, როგორიცაა დაბეგვრის პოლიტიკის მოულოდნელი ცვლილება, რეტროსპექტიული წესით დაჯარიმება, ამა თუ იმ აუდიტორის მიერ საკანონმდებლო ნომრების ინტერპრეტირება და სხვა. Კომპანიების წარმომედგენლებმა მხარი დაუჭირეს ასოციაციისა და მისი პარტნიორების აქტიურობას ამ მიმართულებით და სრული მხარდაჭერა დაადასტურეს.
კომპანიების მიერ ხაზგასმული კიდევ ერთი მთავარი საკითხი იყო საქართველოში რეზიდენტი კადრების დეფიციტი. მათ ხაზი გაუსვეს მხარდაჭერის აუცილებლობას და ამ მიმართულებით მუშაობის გააქტიურებას. კადრების სიმცირე გამოწვევას უქმნის რეგიონში მოქმედ კომპანიებს, რაც გავლენას ახდენს მათ შესაძლებლობაზე ეფექტურად წარმართონ ბიზნესი და სწორედ ეს დეფიციტი განაპირობებს უცხოელი სპეციალისტების დაქირავებას. კრიტიკულად მნიშვნელოვანია მხარდაჭერის უზრუნველყოფა სასწავლო პროგრამების სახით, წახალისება ადგილობრივი კადრების განვითარებისთვის, ან თუნდაც კომპანიებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის პარტნიორობის ხელშეწყობა, რაც სარგებელს მოუტანს როგორც კომპანიებს, ასევე ქვეყნის ეკონომიკას გრძელვადიან პერსპექტივაში.
არარეზიდენტებისთვის საბანკო ანგარიშების გახსნის რთული პროცესი წარმოადგენდა კიდევ ერთ მნიშვნელოვან თემას შეხვედრაზე. ეს რთული პროცესი აჩენს კითხვას, არის თუ არა გზები ამ პროცესის გასამარტივებლად. ამის საპასუხოდ ასოციაციამ გამოთქვა მხარდაჭერა კანონის ფარგლებში.
თუ ვინ და სად უნდა იყოს დასაქმებელი, ხელფასის ოდენობა, ორმაგი დაბეგვრის საკითხი, საინფორმაციო ტექნოლოგიების ცნების განსაზღვრა, საქართველოში წარმოებულად პროდუქტის დადგენა, რეზიდენტ და არარეზიდენტ დამფუძნებელთან/დასაქმებულთან დაკავშირებული ჯერ კიდე დაუდგენელი საკითხები და სხვა თემები იყო ასევე განხილული შეხვედრის მსვლელობისას. ეს არის ნაწილი იმ თემებისა, რომლებიც ჯერ კიდევ იწვევს დაბნეულობას კომპანიებში და საჭიროებს დაზუსტებებს. მკაფიო დეფინიციების, კრიტერიუმებისა და გაიდლაინების ჩამოყალიბება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ გაურკვევლობის აღმოფხვრას და ბიზნეს ოპერირებისთვის უფრო ხელსაყრელი გარემოს შექმნას.
და ბოლოს, ამ თემების განხილვამ, გამოცდილების გაზიარებამ და მონაწილეების ჩართულობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა შეხვედრის მნიშვნელობა და აუცილებლობა.წამოჭრილი თემები და გამოწვევები ასოციაციას მისცემს საშუალებას აქტიურად ჩაერთოს ამ პრობლემების ანალიზში და მხარეთა ინტერესების ადვოკატირებაში, ისეთი გარემოს შექმნაში, რაც ხელს შეუწყობს და დაიცავს წევრების ინტერესებს. ასოციაცია კვლავ აგრძელებს მუდმივ ადვოკატირებასა და გამჭვირვალობაზე ფოკუსირებას, რაც უზრუნველყობს წევრების ინტერესების დაცვის ხელშეწყობას.