ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებს კონფერენციას უძღვნის
ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებს კონფერენციას უძღვნის
თბილისი (GBC) – საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა (ვზპ) ასოციაცია, Kreston Georgia-ს მხარდაჭერით პარტნიორი კომპანიების წინაშე არსებულ გამოწვევებს, პრობლემურ საკითხებს, სამართლებრივ და საგადასახადო სირთულეებს მასშტაბურ კონფერენციას უძღვნის, რომელიც 7 ნოემბერს ონლაინ რეჟიმში გაიმართება.
ვზპ ასოციაციაში აცხადებენ, რომ ღონისძიებაში მონაწილეობა უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს ასოციაციის წევრებს და ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მქონე კომპანიებს:
დასვან შეკითხვები მათთვის პრობლემურ საკითხებზე;
ჩაერთონ მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაცლის პროცესში;
მიიღონ ყველა კითხვაზე პასუხი;
მიიღონ განმარტებები სამართლებრივი და საგადასახადო სირთულეების შესახებ;
მიიღონ დაბეგვრის პოლიტიკისა და კანონმდებლობაში შესაძლო ცვლილებების შესახებ განხილვაში მონაწილეობა.
ასოციაციის თავმჯდომარე შორენა კოპალეიშვილი აცხადებს, რომ საქმიანი დისკუსია მიმართული იქნება ასოციაციის წევრი კომპანიების წინაშე არსებული კონკრეტული პრობლემების გაანალიზებისკენ, რაც მათ საგადასახადო დაბეგვრის სფეროში ჯერ კიდევ არსებული პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება.
„მიღებული ინფორმაცია თავის მხრივ დაეხმარება საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციას და მის პარტნიორებს მიზნობრივი და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკით გააძლიეროს ამ სტატუსის მქონე კომპანიების ადვოკატირების პროცესი“, – აცხადებს შორენა კოპალეიშვილი.
დისკუსიის მომხსენებლები არიან:
შორენა კოპალეიშვილი – ასოციაციის თავმჯდომარე.
დავით პაპიაშვილი – საგადასახადო ექსპერტი, Kreston Georgia-ს მმართველი პარტნიორი.
დისკუსია, რომლის სამუშაო ენა ქართული იქნება და ონლაინ – Zoom–ის პლატფორმაზე გაიმართება, 7 ნოემბერს, თბილისის დროით 15:00 საათზე იწყება. დისკუსიაში მონაწილეობა კომპანიების წარმომადგენლებისთვის უფასოა.
დისკუსიაში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ ბმულზე: https://rb.gy/m641c