პარტნიორობის გაღრმავება: შეხვედრა Just Advisors-თან
2025 წელს საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს პარტნიორული ურთიერთობების გაფართოებასა და გაძლიერებაზე.
ჩვენი ამოცანაა, წევრ კომპანიებს შევთავაზოთ წვდომა საუკეთესო ექსპერტებსა და კონსულტანტებთან, რათა ხელი შევუწყოთ IT კომპანიების ეფექტურ ზრდას, რთული გამოწვევების დაძლევას და ცვალებადი ბაზრის პირობებთან ადაპტაციას.
ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ასოციაციის თავმჯდომარის შორენა კოპალიშვილის და Just Advisors-ის ხელმძღვანელობის შეხვედრა. Just Advisorsგთავაზობთ ბიზნეს კონსულტირებას, იურიდიულ დახმარებასა და სტრატეგიულ მენეჯმენტს, რაც კომპანიებს ეხმარება ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღებაში და წარმატების მიღწევაში.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს გრძელვადიანი თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის ერთობლივი სემინარების, ტრენინგების და კონსულტაციების ორგანიზება ასოციაციის წევრებისთვის. Just Advisors-მა გამოხატა მზადყოფნა მჭიდრო პარტნიორობისთვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მზადაა უზრუნველყოს ექსპერტული მხარდაჭერა ვირტუალური ზონის კომპანიებისთვის.
IT კომპანიებისთვის იურიდიული და სტრატეგიული საკითხების განმარტება გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, და ეს პარტნიორობა JustAdvisors-თან ქმნის ახალ შესაძლებლობებს მათი ზრდისა და სტაბილურობისთვის.
ასოციაცია აგრძელებს თავისი შესაძლებლობების გაფართოებას, რათა ჩვენს წევრებს ჰქონდეთ წვდომა საუკეთესო რესურსებზე, ექსპერტებსა და გადაწყვეტილებებზე. თვალყური გვადევნეთ – საინტერესო ინიციატივები ჯერ კიდევ წინაა! 🌟