შორენა კოპალეიშვილის შეფასება IT სექტორში მიმდინარე ტენდენციების შესახებ „კომერსანტთან“ ინტერვიუში
იანვარი 16, 2025მზად არის თუ არა თქვენი ბიზნესი მოსალოდნელი საგადასახადო აუდიტისთვის?
თებერვალი 27, 2025
ახალი წელი ახალი მიზნების დროა, მაგრამ მომავლის დაგეგმვამდე აუცილებელია გავიხსენოთ ის რთული გამოცდილება, რომელიც ამ კომპანიებმა გაიარეს უახლოეს წარსულში. არანაკლებ მნიშვნელოვანია საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციისა და მისი წევრების მიღწევების აღიარება ბოლო ორი წლის განმავლობაში. ასოციაციამ აჩვენა თავისი პოტენციალი არა მხოლოდ თავისი წევრების ინტერესების დაცვაში, არამედ დაამტკიცა თავისი შესაძლებლობა შეცვალოს თამაშის წესები მთელი სექტორის სასარგებლოდ.
მთავარი გამოწვევა და გადამწყვეტი მოქმედება
2021–2022 წლებში ვირტუალური ზონის კომპანიებს დაერიცხათ მოულოდნელი ჯარიმები და საგადასახადო ვალდებულებები. ეს სანქციები გამოწვეული იყო კანონმდებლობის ორაზროვანი ინტერპრეტაციით, რამაც სერიოზული რისკები შეუქმნა ინვესტორების ნდობას და მათ უწყვეტ ოპერირებას საქართველოში. საგადასახადო ორგანოებმა წამოაყენეს საკითხები, როგორიცაა:
-
რა კვალიფიცირდება პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტის შექმნად საქართველოში;
-
როგორ განვსაზღვროთ საინფორმაციო ტექნოლოგიური პროდუქტი;
-
რა მტკიცებულებაა საკმარისი პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტის შემუშავების დასადასტურებლად;
-
შესაძლებელია თუ არა წინა წლებზე საგადასახადო ვალდებულებების დარიცხვა;
-
შეესაბამება თუ არა საგადასახადო ორგანოს მეთოდები (კორესპონდენცია, სატელეფონო გამოკითხვები) სამართლებრივ სტანდარტებს.
კანონს არ ჰქონდა მკაფიო მოთხოვნები კომპანიის საქმიანობისთვის. ბუნდოვანი და არასრული კრიტერიუმები ასახული იყო მხოლოდ მეთოდოლოგიურ მითითებაში, რომლის ინტერპრეტაციაც საგადასახადო ორგანოს საკუთარი შეხედულებისამებრ შეეძლო. მაგალითად, პროგრამული უზრუნველყოფის დამუშავება ითვლებოდა საქართველოში, თუ დეველოპერები ფიზიკურად იმყოფებოდნენ ქვეყანაში. საგადასახადო ორგანომ გამოსცა ეს მეთოდოლოგიური გზამკვლევი პოსტ ფაქტუმ დ გამოიყენა იგი წინა პერიოდზე. გადასახადების, ჯარიმების და საურავების დარიცხვაც მოხდა რეტროსპექტულად.
ასოციაციამ სასწრაფოდ იმოქმედა კრიზისის დასაძლევად. მან დაიცვა ყველა ვირტუალური ზონის კომპანიის ინტერესები და ეს არ შემოიფარგლა მხოლოდ წევრებით, არამედ გავრცელდა სრულად VZP კომპანიებზე. ძირითადი მოქმედებები მოიცავდა შემდეგს:
-
მუდმივი მოლაპარაკებები სამთავრობო უწყებებთან (შემოსავლების სამსახური, ფინანსთა სამინისტრო და საქართველოს პარლამენტი), საერთაშორისო პარტნიორებთან და ბიზნეს ომბუდსმენთან;
-
საკითხის შესახებ ინფორმაციის გავრცელება სხვა და სხვა მედია არხებით;
-
საგადასახადო ორგანოსთვის ბიზნესის პრაქტიკის გათვალისწინებით რეკომენდაციების მიწოდება, რაც დაგვეხმარა ორი საგადასახადო გაიდლაინის გაუქმებაში და მესამი მეთოდური მითითების გამოცემაში.
შედეგი? ათასობით კომპანიას მილიონობით ლარის გადასახადი, ჯარიმა და საურავი მოეხსნა. მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი წარმატება, კვლავ რჩება გამოწვევები საგადასახადო და სპეციალურ კანონმდებლობაში. ამ საკითხების გადაჭრა მოითხოვს ასოციაციასა და მის წევრებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას.
ძირითადი მიღწევები
ასოციაციის ძალისხმევა სცდება მხოლოდ ჯარიმების პრობლემის გადაწყვეტას. სხვა მნიშვნელოვანი მიღწევები მოიცავს:
-
ვირტუალური ზონის სტატუსის მოპოვების პროცედურის დაზუსტება;
-
ამ სტატუსის უპირატესობების პოპულარიზაცია, რამაც საქართველოში უფრო მეტი საერთაშორისო IT კომპანია მოიზიდა.
დღეს საქართველოში 1200-ზე მეტი ვირტუალური ზონის კომპანიაა რეგისტრირებული და ეს რიცხვი აგრძელებს ზრდას.
რატომ უნდა გაწევრიანდეთ ასოციაციაში?
საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია უფრო მეტია, ვიდრე ბიზნეს ინტერესების დაცვის სადარაჯოზე მყოფი ორგანიზაცია. ის არის თქვენი პარტნიორი, რათა:
მოაგვაროს სისტემური გამოწვევები კანონმდებლობისა და რეგულაციების შემუშავებაზე უშუალო ზემოქმედებით. ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს სამთავრობო უწყებებთან, მონაწილეობს ახალი ინიციატივების მიწოდებაში და გვთავაზობს IT სექტორისთვის უფრო ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს შექმნას.
უზრუნველყოფს სახელმწიფო უწყებებში, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და კერძო სექტორში საკვანძო კონტაქტების დამყარებას, რაც წევრებს საშუალებას აძლევს დაამყარონ კავშირები, რომლებიც აჩენს ახალ შესაძლებლობებს.
აცნობს წევრებს კანონმდებლობის, საგადასახადო რეგულაციებისა და სხვა მნიშვნელოვანი მოვლენების და ცვლილებების შესახებ ინფორმაციას, სთავაზობს პრაქტიკულ მითითებებს ბიზნესის ადაპტაციისთვის.
ხელს უწყობს გამჭვირვალე ბიზნეს გარემოსთვის ბარიერების მოხსნას და ოპერაციების გამარტივებას საქართველოში IT კომპანიებისთვის.
ასოციაციაში გაწევრიანება ნიშნავს გახდე იმ საზოგადოების ნაწილი, რომელიც მუშაობს საქართველოში ბიზნესის კეთების საუკეთესო პირობების შესაქმნელად.
(შეგიძლიათ გახდეთ ასოციაციის წევრი ფორმის შევსებით).
ხედვა მომავალზე
ასოციაცია მოწოდებულია მიაღწიოს უფრო მეტს. 2025 წელს ის გეგმავს:
-
ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან პარტნიორობის გაძლიერებას;
-
საქართველოში IT სექტორის შემდგომ განვითარებას;
-
გააგრძელოს საგადასახადო პოლიტიკისა და სპეციალური კანონმდებლობის გაუმჯობესება;
-
მოაწყოს მნიშვნელოვანი შეხვედრები და ვებინარები მისი წევრებისთვის.
უახლოეს მომავალში ასოციაცია უმასპინძლებს დისკუსიებს კონკრეტულ საგადასახადო საქმეებზე, რომლებიც დღეს აქტუალური რჩება და ასევე შეიძლება სასარგებლო იყოს თქვენი ბიზნეს ოპერაციებისთვის.
თვალყური ადევნეთ ჩვენს განცხადებებს, რათა იყოთ ინფორმირებული ძირითადი ცვლილებების შესახებ და გაიგოთ როგორ გამოიყენოთ ისინი თქვენს საქმიანობაში. არ დაგავიწყდეთ შემოუერთდეთ ჩვენს Telegram არხს სიახლეებისთვის.