Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888
  • მთავარი
  • ისტორია
  • ჩვენ შესახებ
  • სიახლეები
  • შემთხვევები
  • კონტაქტი
Donate
✕
რა უნდა ვიცოდეთ “ვირტუალური ზონის პირების“ წარსული პერიოდების დაბეგვრაზე?
სექტემბერი 22, 2021
შემოსავლების სამსახურის მიდგომების მიმართ ბიზნესის უკმაყოფილება იზრდება
აპრილი 14, 2022
Show all
RS-სთან შეხვედრაზე კომპანიებს შთაბეჭდილება რჩებათ, რომ დაკითხვაზე არიან – ასოციაცია
აპრილი 5, 2022

RS-სთან შეხვედრაზე კომპანიებს შთაბეჭდილება რჩებათ, რომ დაკითხვაზე არიან – ასოციაცია

 

 

ვირტუალური ზონის სტატუსის მქონე კომპანიების მიმართ შემოსავლების სამსახურის ქმედებები დისკრიმინაციული ხასიათისაა, – ამის შესახებ „საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ შორენა კოპალეიშვილმა „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში განაცხადა. მისი განმარტებით, კომპანიებს არ ეძლევათ სტაბილურად მუშაობის საშუალება.

 

„სახელმწიფო სტრუქტურებმა ძალიან მოულოდნელად და გაუგებრად გადაწყვიტეს მასიური აუდიტის ჩატარება. თავად ეს აუდიტები არც თუ ისე სასურველი ფორმისაა. არის შემთხვევები, როცა შემოსავლების სამსახური კომპანიაში ოფიციალური აუდიტის ფორმატით არ შედის და ყოველდღიურ, ყოველკვირეულ რეჟიმში ხდება კომპანიებისთვის სხვადასხვა სახის მოთხოვნის წარმოდგენა. ეს კი სტაბილურ სამუშაო პროცესს აფერხებს. რეალურად კომპანიები თავს გრძნობენ არა გამოკითხვის, არამედ დაკითხვის პროცესში შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლების მხრიდან.

 

ამ ეტაპზე შემოსავლების სამსახურის ურთიერთობის ფორმებთან დაკავშირებით საჩივარიც არის შესული“,- აღნიშნა „საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ.

 

შემოსავლების სამსახურის მხრიდან კომპანიებთან ამ ფორმით ურთიერთობის მიზეზებზე საუბრისას შორენა კოპალეიშვილი ეჭვს გამოთქვამს, რომ სახელმწიფო ასე ცდილობს ბიუჯეტის შევსებას.

 

„არსებობს ეჭვები. ამის არანაირი დასაბუთება არ გვაქვს. ვარაუდია, რომ სახელმწიფოს დასჭირდა გარკვეული თანხების მოზიდვა ბიუჯეტში, მაგრამ ეს მსგავსი ფორმით არ უნდა მომხდარიყო“,- განაცხადა შორენა კოპალეიშვილმა.

 

მისი განმარტებით, ხელისუფლების არასწორი მიდგომის შედეგად, ინვესტორები საქართველოს ბაზარს ტოვებენ.

 

„არც ერთი ინვესტორი გაურბის გადასახადს. მათ უბრალოდ სჭირდებათ მკაფიოდ გაწერილი კრიტერიუმები. თებერვალში მოულოდნელად მივიღეთ მეთოდური მითითებები, რამაც კიდევ უფრო მეტი კითხვისნიშანი გააჩინა, ვიდრე პასუხი მოგვცა. სამართლებრივად, მეთოდური მითითება არ არის ისეთი ძალის იურიდიული დოკუმენტი, რომელსაც ინვესტორი შეიძლება დაეყრდნოს. ინვესტორი პირველ რიგში კანონს ეყრდნობა, რომელიც სამწუხაროდ, დღემდე ბუნდოვანია. ინფორმაცია მაქვს, რომ შემოსავლების სამსახური კიდევ ამზადებს დაზუსტებას და ახალ მეთოდურ მითითებას.

 

სახელმწიფო ძალიან ამაყობდა კანონით, რომელსაც უნდა მოეზიდა არაერთი უცხოური ინვესტიცია. ეს ნამდვილად შედგა, მაგრამ ამ ეტაპზე მივიღეთ ის, რომ ინვესტორები გადიან და კანონი უბრალოდ ფურცელზე რჩება. ასევე შეიმჩნევა ტენდენცია, რომ ინვესტორები ცდილობენ იპოვონ ალტერნატიული სტატუსი, რათა განაგრძონ საქმიანობა. ეს ნამდვილად ურტყამს ქვეყნის რეპუტაციას“,- აღნიშნა შორენა კოპალეიშვილმა.

 

შეგახსენებთ, ვირტუალური ზონის სტატუსის მქონე კომპანიებსა და ფინანსთა სამინისტროს შორის საგადასახადო დავა მეორე წელია გრძელდება. უცხოური კომპანიები ორაზროვანი კანონის დაზუსტებას ითხოვენ, რომ გაერკვნენ რა შემთხვევაში იბეგრება ვირტუალური ზონის სტატუსის მქონე კომპანია მოგების გადასახადით და რა შემთხვევაში არა. ამ ეტაპზე საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე კომპანიებისთვის დაკისრებული ჯარიმების ოდენობა მილიონ ლარს აჭარბებს. 
 
წყარო: https://businessformula.ge/News/8090

 

 

Share
0

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სასარგებლო ბმულები

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

კანონი საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონის შესახებ


ააიპ საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია

მისამართი: ქ. თბილისი, საქართველო
ტელ.: +995 511 230 446
ელ. ფოსტა: info@viz.ge

გამოიწერე ჩვენი სიახლეები

დაგვიტოვეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი და ჩვენ გამოგიგზავნით სიახლეებსა და ფანდრაიზინგის (სპონსორული სახსერები) შესახებ ინფორამციას.

გამოიწერეთ ჩვენი სოციალური ქსელები

რაც უფრო მეტი ადამიანი შეიტყობს ჩვენს შესახებ, უფრო მეტად გვექნება შესაძლებლობა მივაღწიოთ ჩვენს მიზანს და მოვიყვანოთ IT კომპანიებთან დაკავშირებული არსებული კანონმდებლობა შესაბამისობაში. თითოეული გაზიარება არის წვლილი, შეტანილი უცხოელი ინვესტორების დაცვაში საქართველოს ტერიტორიაზე.

  • Facebook
  • LinkedIn
  • Telegram

მხარი დაუჭირე პროექტს

თქვენ შეგიძლიათ ასოციაციაში წვლილის შეტანა კრიპტოვალუტის მეშვეობით ან პირდაპირი საბანკო გადარიცხვით

© 2025 Viz.ge by ARC Digits | All Rights Reserved.