საქართველოს ვირტუალური ზონა 2026: მიმდინარე მონაცემები და სექტორის პერსპექტივა
2026 წლის 1 მარტის მდგომარეობით, საქართველოში ვირტუალური ზონის პირის სტატუსით მოქმედი კომპანიების რაოდენობა სტაბილურად აგრძელებს ზრდას.
ფინანსთა სამინისტროს ანალიტიკური სამსახურის ოფიციალური მონაცემების თანახმად:
1356 იურიდიულ პირს უკვე მიენიჭა ვირტუალური ზონის პირის სტატუსი
372 კომპანიას სტატუსის მინიჭების პროცეში შეუჩერდა
25 განაცხადი აქტიური განხილვის პროცესშია
მხოლოდ 4 კომპანიამ მიიღო უარი, ხოლო 101 კომპანიას სტატუსი გაუუქმდა
ეს მონაცემები ადასტურებს ბიზნესის მაღალ და სტაბილურ ინტერესს საქართველოს ვირტუალური ზონის სტატუსის მიმართ და განამტკიცებს ქვეყნის პოზიციას, როგორც მიმზიდველ იურისდიქციას საერთაშორისო IT კომპანიებისთვის.
ვირტუალური ზონის სწრაფი ზრდა და სექტორის სტაბილურობა
ვირტუალური ზონის კომპანიების უწყვეტი ზრდა ასახავს არა მხოლოდ მზარდ ინტერესს, არამედ სექტორის სიმწიფესა და მდგრადობას.
მიუხედავად განვითარებადი მარეგულირებელი გარემოსა და მიმდინარე სიახლეებისა, საქართველოში ვირტუალური ზონის სისტემა კვლავ ინარჩუნებს სტაბილურობასა და ადაპტირების მაღალ უნარს, რაც კომპანიებს საშუალებას აძლევს ეფექტურად იმუშაონ და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმები განახორციელონ.
შედეგად, ვირტუალური ზონისკომპანიები აგრძელებენ საქმიანობის მასშტაბების ზრდას, ინარჩუნებენ სტაბილურ ოპერირებას და აძლიერებენ თავიანთ წარმომადგენლობას საერთაშორისო ბაზრებზე — რაც განამტკიცებს საქართველოს პოზიციას, როგორც საიმედო და კონკურენტუნარიანი IT იურისდიქციის.
ვირტუალური ზონის ეკოსისტემის უწყვეტი ზრდა შემთხვევითი არ არის — იგი განპირობებულია განვითარებად მარეგულირებელ გარემოსა და სექტორის მხარდაჭერაში პროფესიული ინსტიტუტების აქტიური ჩართულობით.
საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია გადამწყვეტ როლს ასრულებს ამ პოზიტიური დინამიკის შენარჩუნებაში ვზპ კომპანიების სტრუქტურირებული წარმომადგენლობის უზრუნველყოფითა და ნათელი და პროგნოზირებადი ბიზნესგარემოს შექმნაში წვლილის შეტანით.
ასოციაცია ყურადღებით აკვირდება მარეგულირებელ ცვლილებებს, აანალიზებს მათ პრაქტიკულ გავლენას კომპანიებზე და სექტორის კონსოლიდირებულ პოზიციას სახელმწიფო უწყებებს აწვდის. როგორც პრაქტიკამ აჩვენა, ამ მიდგომამ უკვე შეუწყო ხელი მნიშვნელოვან დაზუსტებებს და ასობით ათასი ლარის ოდენობის ჯარიმების გაუქმებას ან შემცირებას.
ამავდროულად, ვირტუალური ზონის სტატუსის მზარდი პოპულარობა განპირობებულია იმ უნიკალური უპირატესობებით, რომლებსაც ის IT კომპანიებს სთავაზობს:
IT სექტორში მოქმედ კომპანიებს შეუძლიათ ისარგებლონ:
0%-იანი მოგების გადასახადი(15%-ის ნაცვლად, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ მოქმედი შესაბამისი შეთანხმებების გათვალისწინებით)
0% დღგ (18%-ის ნაცვლად)
გამარტივებული სარეგისტრაციო მოთხოვნებით, მათ შორის IT საქმიანობისთვის დამატებითი ლიცენზირების საჭიროების არარსებობა
სტატუსის უფასოდ მოპოვება
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს საგადასახადო შეღავათები ვრცელდება IT მომსახურებიდან მიღებულ იმ შემოსავალზე, რომელიც გაეწია საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ კლიენტებს.
კომპანიები — ასოციაციის წევრები იღებენ არა მხოლოდ მათი ინტერესების წარმომადგენლობას სექტორის დონეზე, არამედ პრაქტიკულ უპირატესობებსაც: ექსპერტულ მხარდაჭერას, წვდომას შესაბამის ინფორმაციაზე და მარეგულირებელ, საგადასახადო და საოპერაციო საკითხებში უფრო ეფექტურ ნავიგაციას.
თუ თქვენი კომპანია საქმიანობს ან გეგმავს საქმიანობას IT სექტორში, ვირტუალური ზონის მოდელი — ასოციაციის მხარდაჭერით — ქმნის მყარ საფუძველს ზრდისთვის, სტაბილურობისა და საერთაშორისო გაფართოებისთვის.
გსურთ იყოთ ინფორმირებული და გქონდეთ მყარი პოზიცია სექტორში?