Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888
  • მთავარი
  • ისტორია
  • ჩვენ შესახებ
  • სიახლეები
  • შემთხვევები
  • კონტაქტი
Donate
✕
სწორედ ახლა, 2023 წლის 7 ივლისს, HT Solutions მასპინძლობს უდიდეს ტექნიკურ კონფერენციას თბილისში -, “Change Inspire”.
ივლისი 8, 2023
შეხვედრა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან
ივლისი 31, 2023
Show all
ასოციაციის საკანონმდებლო წინადადების დეტალები „ბიზნეს ფორმულაში“
ივლისი 11, 2023

ასოციაციის საკანონმდებლო წინადადების დეტალები „ბიზნეს ფორმულაში“

 

 

საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციამ, იურისტებთან და ექსპერტებთან ერთად პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება წარადგინა. შეხვედრის და ბიზნესის ინიციატივის დეტალები გაშუქდა „ბიზნეს ფორმულაში”. საკანონმდებლო ინიციატივა ვირტუალური ზონის სტატუსის მქონე კომპანიებთან დაკავშირებული დაბეგვრის წესებს და საკითხებს უკვე საკანონმდებლო დონეზე დაარეგულირებს და ეს წესები მხოლოდ შემოსავლების სამსახურის მეთოდურ მითითებაში აღარ იქნება მითითებული. ასოციაცის წარმომადგენლებმა პარლამენტში უკვე გამართეს შეხვედრები, ახალა კი ფინანსთა სამინისტროს პოზიციის მოლოდინში არიან. 

 

ასოციაცია ექსპერტებთან ერთად კვლავ რჩება იმ პოზიციაზე რომ აუცილებელი და მნიშვნელოვანი არის საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება. ამ საკითხის დარეგულირებით კიდევ ერთხელ შეიქმნება სტაბილური გარემო ბიზნესისთვის და ქვეყანაში დამატებითი ინვესტიციები შემოვა. ზოგიერთი კომპანია, რომლებსაც ჯარიმები სრულად მოეხსნა, ფიქრობენ, რომ საკუთარი ინიციატივით ისევ შევიდნენ სახელმწიფოსთან დავაში იმ მორალური და ფინანსური ზიანისთვის, რომელიც ამ კომპანიებს მიადგა ორ წლიანი აუდიტის და მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად. ასოციაცია კი მთელ ამ პროცესებში ცდილობს, რომ ამ საკანონმდებლო ინიციატივით და ცვლილებებით ეს დავის პროცესი საბოლოოდ დახუროს.

 

“პრობლემად რჩება ბუნდოვანი და დაუზუსტებელი კანონმდებლობა, რაც ქმნის იმის რისკს, რომ კომპანიები მომავალშიც აღმოჩნდებიან საგადასახადო წნეხის ქვეშ. ეს ვითარება კი ინვესტორებს სტაბილურობის განცდას არ უტოვებს. ამიტომ ასოციაციაში ისევ იმ აზრზე ვართ, რომ აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებებით დეტალურად გაიწეროს, თუ როგორ რეგულირდებიან და იბეგრებიან ამ სტატუსის მქონე კომპანიები. ამ საკითხის საკანონმდებლო დონეზე გადაწყვეტით შევქმნით სტაბილურ გარემოს ბიზნესისთვის და ხელს შევუწყობთ ქვეყანაში IT დარგში დამატებითი ინვესტიციების შემოსვლას და არსებულის შენარჩუნებას, რაც ამ ორწლიანი პერიოდის განმავლობაში საკმაოდ პრობლემური იყო“, – განაცხადა შორენა კოპალეიშვილმა.

 

 

 

Share
0

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სასარგებლო ბმულები

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

კანონი საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონის შესახებ


ააიპ საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია

მისამართი: ქ. თბილისი, საქართველო
ტელ.: +995 511 230 446
ელ. ფოსტა: info@viz.ge

გამოიწერე ჩვენი სიახლეები

დაგვიტოვეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი და ჩვენ გამოგიგზავნით სიახლეებსა და ფანდრაიზინგის (სპონსორული სახსერები) შესახებ ინფორამციას.

გამოიწერეთ ჩვენი სოციალური ქსელები

რაც უფრო მეტი ადამიანი შეიტყობს ჩვენს შესახებ, უფრო მეტად გვექნება შესაძლებლობა მივაღწიოთ ჩვენს მიზანს და მოვიყვანოთ IT კომპანიებთან დაკავშირებული არსებული კანონმდებლობა შესაბამისობაში. თითოეული გაზიარება არის წვლილი, შეტანილი უცხოელი ინვესტორების დაცვაში საქართველოს ტერიტორიაზე.

  • Facebook
  • LinkedIn
  • Telegram

მხარი დაუჭირე პროექტს

თქვენ შეგიძლიათ ასოციაციაში წვლილის შეტანა კრიპტოვალუტის მეშვეობით ან პირდაპირი საბანკო გადარიცხვით

© 2025 Viz.ge by ARC Digits | All Rights Reserved.