Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888
  • მთავარი
  • ისტორია
  • ჩვენ შესახებ
  • სიახლეები
  • შემთხვევები
  • კონტაქტი
Donate
✕
ასოციაციის საკანონმდებლო წინადადების დეტალები „ბიზნეს ფორმულაში“
ივლისი 11, 2023
მოსალოდნელია თუ არა ვირტუალური ზონის პირთა (VZP) და საერთაშორისო კომპანიის სტატუსების გაერთიანება?
სექტემბერი 12, 2023
Show all
შეხვედრა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან
ივლისი 31, 2023

შეხვედრა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან

 

25 ივლისს საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციამ, მისი თავმჯდომარის შორენა კოპალეიშვილის ხელმძღვანელობით ონლაინ ფორმატში მორიგი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა. მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მამუკა ბარათაშვილმა, საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარინე ხურციძემ და Kreston Georgia-ს მმართველმა პარტნიორმა დავით პაპიაშვილმა, რომლის ავტორობითაც მომზადებული საკანონმდებლო წინადადების დეტალები იყო შეხვედრის განხილვის მთავარი თემა. 

 

მხარეებმა მიმოიხილეს ინიციატივის ისეთი სამართლებრივი დეტალები, როგორიცაა საინფორმაციო ტექნოლოგიური პროდუქტის საქართველოში შექმნილად მიკუთვნების საკითხი, საქართველოს საგადასახადო კოდექსით ვირტუალური ზონის პირების საშეღავათო რეჟიმის დაბეგვრის მკაფიოდ განსაზღვრული პირობები, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმებების სპეციფიკა ვზპ კომპანიებთან მიმართებაში, საინფორმაციო ტექნოლოგიური პროდუქტის ცნება და სხვა. ასევე მოხდა სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე აზრთა და ინფორმაციის ურთიერთგაცვლა. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს კონსესუსის აუცილებლობაზე და მისი მიღწევის გზებზე. 

 

 

ხაზგასასმელია, რომ ფინანსთა სამინისტორს მხრიდან ასოციაციის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო დაზუსტებების და ცვლილებების პაკეტი შეფასდა დადებითად. ასევე აღინიშნა, რომ არსებული რედაქციით მოქმედი კანონმდებლობა უდაოდ საჭიროებს დაზუსტებას. უფრო მეტიც, უწყება იზიარებს ინიციატივის ძირითად პრინციპებს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ინიციატივის განხილვის დაწყების შესახებ ამ მომენტისთვის მიღებული არ არის. 

 

ასოციაციისთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განიხილავს გარკვეული რეფორმების/ცვლილებების განხორცილებას სხვა და სხვა სპეც რეჟიმებთან მიმართებაში. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, მოხდება ბიზნესთან დროული კომუნიკაცია და კომპანიები არ აღმოჩნდებიან იმდაგვარი მოულოდნელი გადაწყვეტილებების პირისპის, რაც საბოლოოდ დაუკარგავს ამ დარგს საქართველოში განვითარების პერსპექტივას. 

 

თავის მხრივ, არსებული გამოწვევების გათვალისწინებით ასოციაცია მის პარტნიორებთან ერთად კვლავ აგრძელებს აქტიურ მუშაობს საკანონმდებლო ცვლილებების მისაღწევად.

 

 

 

Share
1

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სასარგებლო ბმულები

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

კანონი საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონის შესახებ


ააიპ საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია

მისამართი: ქ. თბილისი, საქართველო
ტელ.: +995 511 230 446
ელ. ფოსტა: info@viz.ge

გამოიწერე ჩვენი სიახლეები

დაგვიტოვეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი და ჩვენ გამოგიგზავნით სიახლეებსა და ფანდრაიზინგის (სპონსორული სახსერები) შესახებ ინფორამციას.

გამოიწერეთ ჩვენი სოციალური ქსელები

რაც უფრო მეტი ადამიანი შეიტყობს ჩვენს შესახებ, უფრო მეტად გვექნება შესაძლებლობა მივაღწიოთ ჩვენს მიზანს და მოვიყვანოთ IT კომპანიებთან დაკავშირებული არსებული კანონმდებლობა შესაბამისობაში. თითოეული გაზიარება არის წვლილი, შეტანილი უცხოელი ინვესტორების დაცვაში საქართველოს ტერიტორიაზე.

  • Facebook
  • LinkedIn
  • Telegram

მხარი დაუჭირე პროექტს

თქვენ შეგიძლიათ ასოციაციაში წვლილის შეტანა კრიპტოვალუტის მეშვეობით ან პირდაპირი საბანკო გადარიცხვით

© 2025 Viz.ge by ARC Digits | All Rights Reserved.