საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია დაარსებიდან 3 წელს აღნიშნავს! უკან მოხედვისას, სიამაყით ვამბობთ: ყველაფერი, რაც ჩვენი და ვირტუალური ზონის კომპანიების წევრებისთვის გავაკეთეთ, ეს თქვენი ჩვენი ერთგული წევრების, პარტნიორების და ხელისუფლების წარმომადგენლების თანამშრომლობით გახდა შესაძელებელი. ქვენი ნდობა და მხარდაჭერა IT კომპანიების ინტერესების დაცვაში მთავარი ფაქტორი აღმოჩნდა.
ასოციაციის მიღწევები სამი წლის განმავლობაში
შევიტანეთ წვლილი საგადასახადო ორგანოების გადაწყვეტილებების გადახედვაში
ვირტუალური ზონის კომპანიებისთვის დაკისრებული ჯარიმები მილიონობით ლარით შევამცირეთ
დავაინიცირეთ საკანონმდებლო ცვლილებები
ჩამოვაყალიბეთ კონსტრუქციული საჯარო-კერძო დიალოგი სახელმწიფო უწყებებთან
საგადასახადო სამსახურისგან მივიღეთ მნიშვნელოვანი საგადასახადო განმარტებები
ხელი შევუწყვეთ ვირტუალური ზონის პირთა კომპანიების ზრდას
40+ წევრთან ერთად, გავმართეთ 25 შეხვედრა, უზრუნველვყავით 32 მედია გაშუქება (მათ შორის, 14 ტელევიზიაში) და ჩავერთეთ 15 დისკუსიასა და შეხვედრაში სახელმწიფო უწყებებთან, ევროკავშირის წარმომადგენლობასთან და დიპლომატებთან.
ჩვენი გავლენა: რეალური წვლილი საქართველოს IT ბიზნესსა და ეკონომიკაში.
VZP კომპანიების ეკონომიკური კონტრიბუცია:
💰 171.5 მილიონი ლარი საგადასახადო შენატანები(2023 წლის იანვარი–2024 წლის ოქტომბერი)
📈 85.4 მილიონი ლარი 2024 წლის პირველ 10 თვეში
👨💻 სამუშაო ადგილების ზრდა და ხელფასების მომატება
ჩვენ მიგვაჩნია, რომ IT სექტორის მომავალი დამოკიდებულია გამჭვირვალე რეგულაციებსა და სტაბილურ ბიზნეს გარემოზე. ამიტომ ვაგრძელებთ მუშაობას, ზრდას და ვზრუნავთ ვირტუალური ზონის კომპანიების ინტერესებზე.