Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888
  • მთავარი
  • ისტორია
  • ჩვენ შესახებ
  • სიახლეები
  • შემთხვევები
  • კონტაქტი
Donate
✕
ასოციაციის ოფიციალური მიმართვა ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებს
ივლისი 22, 2022
ასოციაციისა და Kreston Georgia-ს ერთობლივი მიმართვა საქართველოს პარლამენტს
აგვისტო 1, 2022
Show all
ასოციაცია აგრძელებს სახელმწიფო სტრუქტურებთან შეხვედრებს
ივლისი 29, 2022

ასოციაცია აგრძელებს სახელმწიფო სტრუქტურებთან შეხვედრებს

 

 

მიმდინარე წლის 26 ივლისს შედგა საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციის თავმჯდომარის შორენა კოპალეიშვილის შეხვედრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან.
შეხვედრას ესწრებოდნენ საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლები და ასევე საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები.
ასოციაციის მხრიდან შეხვედრაში აგრეთვე იღებდა მონაწილეობას ბ-ნი დავით პაპიაშვილი (საერთაშორისო ქსელური აუდიტორული კომპანია Kreston Georgia -ს მმართველი პარტნიორი – საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ერთ-ერთი ყველაზე კვალიფიცირებული ექსპერტი).
შორენა კოპალეიშვილმა კიდევ ერთხელ გაახმოვანა ის ვითარება, რომელშიც აღმოჩნდნენ ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მქონე კომპანიები. ბიზნესის ლეგიტიმური ინტერესებიდან გამომდინარე, წარმოდგენილ იქნა კონკრეტული არგუმენტები და დასაბუთება, რომლებიც ადასტურებენ კანონის ბუნდოვანებას, კონკრეტული მკაფიო კრიტერიუმების არარსებობას, წინააღმდეგობრივ გადაწყვეტილებებს, საგადასახადო ორგანოების ქმედებებს, ბიზნესის პრინციპულ პოზიციასა და სხვ.
პროფილური უწყების წარმომადგენლებმა თავის მხრივ, ისაუბრეს კანონის მიღების ძირითად მიზნებსა და შექმნილ ვითარებაში საკუთარ პოზიციაზე. როგორც აღმოჩნდა არაერთი კითხვა, რომლებზეც ბიზნესმა უკვე რამდენიმე თვეა ვერ მიიღო კონკრეტული პასუხები ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია (მაგალითად, მეთოდური მითითების საფუძველზე გადაწყვეტილებების მიღება და მისი უკუძალით გამოყენების კანონიერება, ხელფასის განსაზღვრა საბაზრო ღირებულებით, არ არის განმარტებული რამდენი პროცენტით უნდა იქნას შექმნილი პროდუქტი საქათველოში ან საერთო ხარჯის რა ნაწილი (20%, 40%, 60%, 80% თუ რამდენი) უნდა იქნეს გაწეული საქართველოში რომ იგი ჩაითვალოს საქართველოში წარმოებულად). უწყების მხრიდან გამოითქვა საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციასთან თანამშრომლობის სურვილი, რათა მივაწოდოთ დასკვნები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც ამ ეტაპზე მკაფიო პოზოცია არ არის ჩამოყალიბებული. ასოციაციის მხრიდან გამოიხატა პროცესებში ჩართვის მზაობა. 
ასოციაციის თავმჯდომარე დაინტერესდა თუ რამდენად მართებულია კომპანიების მასობრივი დაჯარიმება იმის ფონზე, როცა რიგ საკითხზე არ არსებობს მკაფიო და ერთგვაროვანი მიდგომა, ხედვა, პოზიცია. 
ასოციაცია პრინციპულად იცავს თავის პოზიციას კომპანიების დარიცხული გადასახადებისა და სანქციებისაგან განთავისუფლების საკითხთან დაკავშირებით და აგრეთვე მიაჩნია მნიშვნელოვნად, რომ დაზუსტდეს კანონმდებლობა, რაც კიდევ ერთხელ აღინიშნა შეხვედრაზე.
მიუხედავ სახელმწიფო სტუქტურების განსხვავებული პოზიციისა, განსაკუთრებით გასული პერიდით დარიცხული ჯარიმების ნაწილში, საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია მზადაა კვლავ გააგრძელოს მოლაპარაკებები და შეხვედრები სხვა სახელმწიფო უწყებებთან, რადგან სიმართლე დაზარალებული კომპანიების მხარესაა და მოქმედება უნდა გაგრძელდეს.

 

 

Share
1

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სასარგებლო ბმულები

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

კანონი საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონის შესახებ


ააიპ საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია

მისამართი: ქ. თბილისი, საქართველო
ტელ.: +995 511 230 446
ელ. ფოსტა: info@viz.ge

გამოიწერე ჩვენი სიახლეები

დაგვიტოვეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი და ჩვენ გამოგიგზავნით სიახლეებსა და ფანდრაიზინგის (სპონსორული სახსერები) შესახებ ინფორამციას.

გამოიწერეთ ჩვენი სოციალური ქსელები

რაც უფრო მეტი ადამიანი შეიტყობს ჩვენს შესახებ, უფრო მეტად გვექნება შესაძლებლობა მივაღწიოთ ჩვენს მიზანს და მოვიყვანოთ IT კომპანიებთან დაკავშირებული არსებული კანონმდებლობა შესაბამისობაში. თითოეული გაზიარება არის წვლილი, შეტანილი უცხოელი ინვესტორების დაცვაში საქართველოს ტერიტორიაზე.

  • Facebook
  • LinkedIn
  • Telegram

მხარი დაუჭირე პროექტს

თქვენ შეგიძლიათ ასოციაციაში წვლილის შეტანა კრიპტოვალუტის მეშვეობით ან პირდაპირი საბანკო გადარიცხვით

© 2025 Viz.ge by ARC Digits | All Rights Reserved.