Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888
  • მთავარი
  • ისტორია
  • ჩვენ შესახებ
  • სიახლეები
  • შემთხვევები
  • კონტაქტი
Donate
✕
ინფორმაციული ტექნოლოგიების ინდუსტრია საქართველოში
ივლისი 18, 2022
ასოციაცია აგრძელებს სახელმწიფო სტრუქტურებთან შეხვედრებს
ივლისი 29, 2022
Show all
ასოციაციის ოფიციალური მიმართვა ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებს
ივლისი 22, 2022

ასოციაციის ოფიციალური მიმართვა ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებს

 

 

საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია აგრძელებს აქტიურ და ეფექტურ საქმიანობას. შესაბამისად, სულ უფრო მეტი საერთაშორისო ორგანიზაცია ინტერესდება ვზპ-ის საკითხებით.
8 ივლისს, ასოციაციის თავმჯდომარემ, შორენა კოპალეიშვილმა გამართა შეხვედრა ევროპული ბიზნეს ასოციაციის , ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და ინვესტორთა საბჭოს წარმომადგენლებთან. ამ ორგანიზაციების ძირითადი საქმიანობაა დიალოგის ხელშეწყობა ბიზნეს საზოგადოებას, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და დონორებს შორის; ინოვაციების მეშვეობით კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერა; ადგილობრივი ვალუტისა და კაპიტალის ბაზრების განვითარება; ბაზრების გაფართოება რეგიონთაშორისი კავშირის საშუალებით. შეხვედრაზე განიხილეს ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მქონე IT კომპანიების წინაშე არსებული სირთულეები, რაც გულისხმობს ბუნდოვან კანონს, რომელიც იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას, მასიური აუდიტები და კომპანიების მილიონობით ლარით რეტროსპექტული დაჯარიმება, რაც უკვე გახდა ამ ბიზნესის პრობლემა და უამრავი კომონიის ქვეყნის ბაზრიდან გასვლის მიზეზი.
12 ივლისს, ასოციაციის თავმჯდომარემ, შორენა კოპალეიშვილმა ოფიციალურად მიმარა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, სადაც მან ყურადღება გაამახვილა რიგ საკითხებზე, რომლებმაც შეიძლება მნიშვნელოვნად დააზარალოს უცხოური ინვესტიციები და ქვეყნის რეპუტაცია. მან აღნიშნა ის ფაქტი, რომ 2021 წლიდან “ვირტუალური ზონის პირებთან მიმართებაში” საგადასახადო მიდგომა მოულოდნელად შეიცვალა ბიზნესთან ყოველგვარი კომუნიკაციის გარეშე, რის შედეგადაც, დაიკარგა მნიშვნელოვანი შემოსავლები,ინვესტიციები და გართულდა ახალი ინვესტორების მოზიდვა არსებული სიტუაციის გამო. ასევე, ის უზიარებს ინფორმაციას ბიზნესის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების შესახებ, რაც მათთვის კანონით მკაფიოდ და ზუსტად იყო განსაზღვრული. ამავდროულად, იგი მზადყოფნას აცხადებს თანამშომლობითვის.
ასევე, 12 ივლისს შორენა კოპალეიშვილმა წერილით მიმართა საქართველოს ფინანსთა მინისტრს ლ.ხუციშვილს. მან ხაზი გაუსვა ორ მთავარ კითხვას აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებზეც ბიზნესს დღემდე არ მიუღია მკაფიო პასუხი. 1. რატომ მოხდა მიდგომის ასეთი ხისტი ცვლილება ამდენი წლის შემდეგ ბიზნესთან ყოველგვარი კომუნიკაციის გარეშე, რამაც უარყოფითი გავლენა მოახდინა თითოეული მეწარმის ბიზნესზე და გარდა ამისა, ამ ფაქტმა გამოიწვია ასობით ინვესტორის ქვეყნიდან გასვლა და ზიანი მიაყენა ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას; 2. რატომ ჯარიმდება ბიზნესი კოლექტიურად მაშინ როდესაც იმ დროისთვის არ არსებობდა სიტუაციური მითითებები და იურიდიული ნორმები ჯერ კიდევ ბუნდოვანია.
ზემოაღნიშნული მიმართვები პასუხის მიღებამდე ვერ გახდება საჯარო.
გარდა ამისა, საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია მიზანმიმართულად მიიწევს წინ. ასოციაცია პარტნიორებთან (იურიდიულ და აუდიტორულ კომპანიებთან) ერთად ახორციელებს საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტში მიმართვის წინასწარ სამუშაოებს. 
ასოციაციის ძალისხმევით, საქმით ინტერესდებიან ზემდგომი ორგანოები. შესაბამისად, ჩნდება მეტი პოზიტიური მოლოდინი საკითხის სწორად და სამართლიანად გადაწყვეტასთან დაკავშირებით. 
ვიმედოვნებთ, რომ მხარეებს შორის მოხდება პოზიციების ისეთი დაახლოება, რომ ქვეყნის საგადასახადო ინტერესები დაცული იქნება ინვესტორების ლეგალური საქმიანობის დარღვევის გარეშე. ჩვენ გვჯერა, რომ ასეთი ძალისხმევით, საერთო მიზანი მიიღწევა და ყველა დაინტერესებული მხარე იქნება სამართლიანად მომგებიან პოზიციაში.

 

 

Share
0

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სასარგებლო ბმულები

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

კანონი საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონის შესახებ


ააიპ საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია

მისამართი: ქ. თბილისი, საქართველო
ტელ.: +995 511 230 446
ელ. ფოსტა: info@viz.ge

გამოიწერე ჩვენი სიახლეები

დაგვიტოვეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი და ჩვენ გამოგიგზავნით სიახლეებსა და ფანდრაიზინგის (სპონსორული სახსერები) შესახებ ინფორამციას.

გამოიწერეთ ჩვენი სოციალური ქსელები

რაც უფრო მეტი ადამიანი შეიტყობს ჩვენს შესახებ, უფრო მეტად გვექნება შესაძლებლობა მივაღწიოთ ჩვენს მიზანს და მოვიყვანოთ IT კომპანიებთან დაკავშირებული არსებული კანონმდებლობა შესაბამისობაში. თითოეული გაზიარება არის წვლილი, შეტანილი უცხოელი ინვესტორების დაცვაში საქართველოს ტერიტორიაზე.

  • Facebook
  • LinkedIn
  • Telegram

მხარი დაუჭირე პროექტს

თქვენ შეგიძლიათ ასოციაციაში წვლილის შეტანა კრიპტოვალუტის მეშვეობით ან პირდაპირი საბანკო გადარიცხვით

© 2025 Viz.ge by ARC Digits | All Rights Reserved.