Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888
  • მთავარი
  • ისტორია
  • ჩვენ შესახებ
  • სიახლეები
  • შემთხვევები
  • კონტაქტი
Donate
✕
ასოციაციისა და Kreston Georgia-ს ერთობლივი მიმართვა საქართველოს პარლამენტს
აგვისტო 1, 2022
ვირტუალური ზონის პრობლემური საკითხების გაშუქების ახალი ტალღა ბიზნეს ფორმულაზე
სექტემბერი 21, 2022
Show all
ასოციაცია და EBA მიმართავენ საქართველოს ფინანსთა მინისტრს
აგვისტო 4, 2022

ასოციაცია და EBA მიმართავენ საქართველოს ფინანსთა მინისტრს

 

 

 

საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია მუდმივ რეჟიმში თანამშრომლობს სამთავრობო უწყებებთან და ბიზნეს საზოგადოების ყველაზე ავტორიტეტულ წარმომადგენლობებთან, როგორიცაა ევროპული ბიზნეს ასოციაცია (EBA).
EBA 100-ზე მეტ ქართულ და ევროპულ კომპანიას აერთიანებს. ორგანიზაციის ხედვაა, რომ საქართველოში ბიზნესის წარმოების პრინციპი იყოს ისეთივე, როგორც ევროპაში.
EBA-მ და საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციამ მიმართეს საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ბატონ ლაშა ხუციშვილს. 
Ჩვენ გვსურს მისი ყურადღება მივიპყორთ ერთ-ერთ პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც აწყდება ვირტუალური ზონის პირის (VZP) სტატუსის მქონე IT კომპანიები საქართველოში შემოსავლების სამსახურის ბოლო პერიოდის ქმედებებიდან გამომდინარე, რაც გულისხმობს საქართველოში მოქმედი VZP სტატუსის მქონე ასობითIT კომპანიის დაჯარიმებას.
როგორც უკვე ცნობილია, კომპანიები, რომლებიც ოდესღაც ამაყობდნენ, რომ მუშაობდნენ საქართველოში, ახლა შემოსავლების სამსახურის მიერ ჯარიმდებიან. ამით საქართველო არ აგზავნის პოზიტიურ სიგნალს ფართო საერთაშორისო IT სექტორის მიმართ, რომელმაც შესაძლოა სამომავლოდ ინვესტიციები განახორციელოს ქართულ IT სფეროში. არცერთი ინვესტორი არ უარყოფს, რომ რომელიმე სუბიექტმა უნდა გადაიხადოს გადასახადები უპირობოდ და არც ერთი მათგანი თავს არ არიდებს ამას. თუმცა ეს მხოლოდ მაშინ, როცა კანონით ნათლად, სამართლიანად და მკაფიო კრიტერიუმებით არის დადგენილი, და არა უკუქცევითი ძალით, როგორც ეს ხდება VZP-ის სტატუსის მქონე კომპანიებთან მიმართებაში. სამწუხაროდ, ფინანსთა სამინისტროს ყველა ინსტანციაში საქმის წარმოება წყდება ბიზნესის საზიანოდ. 
ყველა სირთულის გათვალისწინებით, ასოციაცია პარტნიორებთან ერთად დასაბუთებული არგუმენტებით მკაფიო სიგნალს უგზავნის საქართველოს მთავრობას. ევროპელი პარტნიორები მხარს უჭერენ ყველა ამ არგუმენტს დაამასთანავე, არ მალავენ უკმაყოფილებას ამ თემასთან დაკავშირებით.
ასოციაციის ევროპელი პარტნიორები ყველაფერს აკეთებენ კომპანიებთან მიმართებაში სამართლიანობის მისაღწევად. შესაბამისად, ასოციაციები გამოხატავენ მზადყოფნას, ერთობლივი დიალოგისა და თანამშრომლობის გზით მიიღონ აქტიური მონაწილეობა ბიზნეს სექტორის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის პროცესების განვითარებაში.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ბატონი ლაშა ხუციშვილისადმი წარდგენილი ოფიციალური წერილი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

 

 

 

Share
1

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სასარგებლო ბმულები

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

კანონი საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონის შესახებ


ააიპ საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია

მისამართი: ქ. თბილისი, საქართველო
ტელ.: +995 511 230 446
ელ. ფოსტა: info@viz.ge

გამოიწერე ჩვენი სიახლეები

დაგვიტოვეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი და ჩვენ გამოგიგზავნით სიახლეებსა და ფანდრაიზინგის (სპონსორული სახსერები) შესახებ ინფორამციას.

გამოიწერეთ ჩვენი სოციალური ქსელები

რაც უფრო მეტი ადამიანი შეიტყობს ჩვენს შესახებ, უფრო მეტად გვექნება შესაძლებლობა მივაღწიოთ ჩვენს მიზანს და მოვიყვანოთ IT კომპანიებთან დაკავშირებული არსებული კანონმდებლობა შესაბამისობაში. თითოეული გაზიარება არის წვლილი, შეტანილი უცხოელი ინვესტორების დაცვაში საქართველოს ტერიტორიაზე.

  • Facebook
  • LinkedIn
  • Telegram

მხარი დაუჭირე პროექტს

თქვენ შეგიძლიათ ასოციაციაში წვლილის შეტანა კრიპტოვალუტის მეშვეობით ან პირდაპირი საბანკო გადარიცხვით

© 2025 Viz.ge by ARC Digits | All Rights Reserved.