Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888
  • მთავარი
  • ისტორია
  • ჩვენ შესახებ
  • სიახლეები
  • შემთხვევები
  • კონტაქტი
Donate
✕
ასოციაციის დიდი წარმატება – საქართველოს ბიზნესომბუდსმენი მხარდაჭერას გვიცხადებს
ოქტომბერი 13, 2022
მორიგი ერთობლივი პოზიციის წერილი ფინანსთა სამინისტროს EBA-სგან და საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციისგან
ნოემბერი 7, 2022
Show all
ასოციაციამ შემოსავლების სამსახურისგან პასუხი მიიღო
ოქტომბერი 25, 2022

ასოციაციამ შემოსავლების სამსახურისგან პასუხი მიიღო

 

 

როგორც ცნობილია, ვირტუალური ზონის სტატუსის მქონე კომპანიების რეტროსპექტულად დაჯარიმება ბუნდოვანი და ინტერპრეტირებული კანონით იყო გამოწვეული. კანონი ჯერ კიდევ იმდენად ბუნდოვანია, რომ უკმაყოფილო კომპანიების ზეწოლით სახელმწიფოს მოუხდა ეტაპობრივად ჯერ ერთი, შემდეგ კი მეორე მეთოდოლოგიის გამოქვეყნება, რამაც უამრავი კითხვა გააჩინა. 
საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციამ შეძლო შემოსავლების სამსახურთან კონტაქტის დამყარება და მის მიერ შემუშავებული კითხვების შესახებ დამატებითი განმარტებების მიღება. კითხვები ასოციაციის წევრების საქმიანობიდან გამომდინარე ჩამოყალიბდა.
შემოსავლების სამსახურმა წერილში გარკვეული განმარტებები გააკეთა ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მქონე კომპანიების საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან წითელაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მომზადებულია ვირტუალური ზონის პირთა მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე მეთოდური მითითების შესწორებული პროექტი და გადის შემდგომ სამართლებრივ პროცედურებს.
 არათანმიმდევრულმა და არასამართლიანმა ნაბიჯებმა შემოსავლების სამსახური თავის მართლების რეჟიმში მოაქცია. მათი პასუხი ხელმისაწვდომია როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე.
 მიუხედავად იმისა, რომ დამატებითი დაზუსტება და ბიზნესთან კომუნიკაცია მნიშვნელოვანია, მთავარი მიზანი და პრიორიტეტი კანონის დაზუსტებაა, ამიტომ ასოციაცია ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს საქართველოს პარლამენტთან.
ასოციაცია აგრძელებს მუშაობას კანონმდებლობისა და რეგულაციების გასაუმჯობესებლად და სამომავლოდ ელოდება სამთავრობო ორგანოებთან პროდუქტიულ თანამშრომლობას.

 

Share
1

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სასარგებლო ბმულები

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

კანონი საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონის შესახებ


ააიპ საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია

მისამართი: ქ. თბილისი, საქართველო
ტელ.: +995 511 230 446
ელ. ფოსტა: info@viz.ge

გამოიწერე ჩვენი სიახლეები

დაგვიტოვეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი და ჩვენ გამოგიგზავნით სიახლეებსა და ფანდრაიზინგის (სპონსორული სახსერები) შესახებ ინფორამციას.

გამოიწერეთ ჩვენი სოციალური ქსელები

რაც უფრო მეტი ადამიანი შეიტყობს ჩვენს შესახებ, უფრო მეტად გვექნება შესაძლებლობა მივაღწიოთ ჩვენს მიზანს და მოვიყვანოთ IT კომპანიებთან დაკავშირებული არსებული კანონმდებლობა შესაბამისობაში. თითოეული გაზიარება არის წვლილი, შეტანილი უცხოელი ინვესტორების დაცვაში საქართველოს ტერიტორიაზე.

  • Facebook
  • LinkedIn
  • Telegram

მხარი დაუჭირე პროექტს

თქვენ შეგიძლიათ ასოციაციაში წვლილის შეტანა კრიპტოვალუტის მეშვეობით ან პირდაპირი საბანკო გადარიცხვით

© 2025 Viz.ge by ARC Digits | All Rights Reserved.