Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888
  • მთავარი
  • ისტორია
  • ჩვენ შესახებ
  • სიახლეები
  • შემთხვევები
  • კონტაქტი
Donate
✕
შემოსავლების სამსახურსა და ვირტუალური ზონის სტატუსის მქონე კომპანიებს შორის დავა გრძელდება
სექტემბერი 26, 2022
ასოციაციამ შემოსავლების სამსახურისგან პასუხი მიიღო
ოქტომბერი 25, 2022
Show all
ასოციაციის დიდი წარმატება – საქართველოს ბიზნესომბუდსმენი მხარდაჭერას გვიცხადებს
ოქტომბერი 13, 2022

ასოციაციის დიდი წარმატება – საქართველოს ბიზნესომბუდსმენი მხარდაჭერას გვიცხადებს

 

 

ასოციაციის და მისი წევრი კომპანიების საქმიანობა სულ უფრო და უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს. ამ დროისთვის ვირტუალური ზონის სტატუსის მქონე კომპანიებსა და შემოსავლების სამსახურს შორის დავა გასცდა ორმხრივ ურთიერთობას და საქმეში ჩაერთო საქართველოს ბიზნესომბუდსმენი, რაც ასოციაციისთვის დიდი მიღწევაა. ომბუდსმენი, ასოციაციის წერილზე დაყრდნობით გაეცნო ვითარებას, შეისწავლა გარემოებები და მისი პოზიცია სრულიად დაემთხვა ასოციაციის მოსაზრებას, რომლის ადრესატი არის ქ. თბილისის საქალაქო სასამართლო. ომბუდსმენმა თავის პოზიციაში თვალსაჩინოდ განმარტა ყველა პრობლემა და ხაზი გაუსვა საკანონმდებლო დონეზე არსებულ ხარვეზებს.
სრულიად მიუღებელია ომბუდსმენის აპარატისთვის  დაინტერესებული მხარეებისთვის არასრულყოფილი , ბუნდოვანი ინფორმაციის მიწოდება, რაც თავის მხრივ სხვა, დამოუკიდებელ უწყებებს კანონის ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს. ომბუდსმენი ღიად უჭერს მხარს ასოციაციას და თვლის, რომ ქვეყანაში საიმედო, სტაბილური და გამჭვირვალე გარემოს შექმნისთვის, უპირველეს ყოვლისა, ინვესტორებისთვის, აუცილებელია სახელმწიფო უწყებებსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის მუდმივი კონტაქტის არსებობა, კანონში ცვლილებების შეტანა სწორი და საიმედო საგადასახადო სისტემის შექმნის მიზნით. განცხადებაში, რომლითაც ბიზნესომბუდსმენმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა, კარგად არის ახსნილი, თუ რა შემთხვევაში უნდა დაჯარიმდნენ/დაიბეგრონ ვირტუალური ზონის სტატუსის მქონე კომპანიები. არსებული კანონმდებლობის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის მიერ გამოყენებული საგადასახადო მიდგომასრულიად მიუღებელია, ვინაიდანსაქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მქონე იურიდიული პირის მიერშექმნილი  საქართველოს ფარგლებს გარეთ საინფორმაციო ტექნოლოგიების მიწოდებით მიღებული მოგება (განაწილება) თავისუფლდება მოგების გადასახადისგან. კანონის მოქმედი რედაქცია არ აწესებს სხვა მოთხოვნებს საგადასახადო შეღავათით სარგებლობის მიზნებისთვის. 
ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაინტერესებულ მხარეს განუმარტოს მისიუფლებები და მოვალეობები, ჩაატაროს განმარტებითი სამუშაოები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით, ასევე  გამოაქვეყნოს განმარტებები მასობრივი ინფორმაციის/მედიის საშუალებებით. სამწუხაროდ, საგადასახადო ორგანოს არავითარი განმარტებები ვირტუალური ზონის პირებისთვის 2022 წლამდე არ გაუკეთებია.
ყოველივე ამის საფუძველზე, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის პოზიციის შესაბამისად, ვირტუალური ზონის პირების საჩივრის განხილვისას გასათვალისწინებელია ზემოაღნიშნული გარემოებები და შეფასებები.
ყველა ვირტუალური ზონის კომპანიას შეუძლია გამოიყენოს ომბუდსმენის სასამართლო მეგობრის პოზიცია საქმეების  სასამართლოში განხილვისას, რაც გაზრდის მათ სასარგებლოდ საქმის წარმართვის შანსებს. შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ასოციაციას, რომელიც მოგაწოდებთ წერილს და სხვა აუცილებელ ინფორმაციას. ასოციაცია ყოველთვის მზადაა მხარი დაუჭიროს მის თითოეულ წევრს.

 

Share
1

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სასარგებლო ბმულები

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

კანონი საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონის შესახებ


ააიპ საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია

მისამართი: ქ. თბილისი, საქართველო
ტელ.: +995 511 230 446
ელ. ფოსტა: info@viz.ge

გამოიწერე ჩვენი სიახლეები

დაგვიტოვეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი და ჩვენ გამოგიგზავნით სიახლეებსა და ფანდრაიზინგის (სპონსორული სახსერები) შესახებ ინფორამციას.

გამოიწერეთ ჩვენი სოციალური ქსელები

რაც უფრო მეტი ადამიანი შეიტყობს ჩვენს შესახებ, უფრო მეტად გვექნება შესაძლებლობა მივაღწიოთ ჩვენს მიზანს და მოვიყვანოთ IT კომპანიებთან დაკავშირებული არსებული კანონმდებლობა შესაბამისობაში. თითოეული გაზიარება არის წვლილი, შეტანილი უცხოელი ინვესტორების დაცვაში საქართველოს ტერიტორიაზე.

  • Facebook
  • LinkedIn
  • Telegram

მხარი დაუჭირე პროექტს

თქვენ შეგიძლიათ ასოციაციაში წვლილის შეტანა კრიპტოვალუტის მეშვეობით ან პირდაპირი საბანკო გადარიცხვით

© 2025 Viz.ge by ARC Digits | All Rights Reserved.