Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888
  • მთავარი
  • ისტორია
  • ჩვენ შესახებ
  • სიახლეები
  • შემთხვევები
  • კონტაქტი
Donate
✕
ასოციაციამ შემოსავლების სამსახურისგან პასუხი მიიღო
ოქტომბერი 25, 2022
ასოციაცია, როგორც EECP-ის წევრი, ხვდება ევროკავშირის ელჩს
ნოემბერი 7, 2022
Show all
მორიგი ერთობლივი პოზიციის წერილი ფინანსთა სამინისტროს EBA-სგან და საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციისგან
ნოემბერი 7, 2022

მორიგი ერთობლივი პოზიციის წერილი ფინანსთა სამინისტროს EBA-სგან და საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციისგან

 

 
 

 

საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციასა და ფინანსთა სამინისტროს შორის გრძელდება მოლაპარაკებები. მიუხედავად ერთობლივი პოზიციის წერილისა და ჩატარებული შეხვედრისა, სადაც განიხილებოდა ძირითადი თემები, საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციასა და ევროპის ბიზნეს ასოციაციას (EBA) კვლავ რჩება ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა. 
ასოციაცია მაქსიმალურად ცდილობს მიაღწიოს დასახულ მიზანს და დაძლიოს ის პრობლემები და გამოწვევები, რომლებსაც ვირტუალური ზონის სტატუსის მქონე კომპანიები აწყდებიან ყოველდღიურად. ამიტომ, პასუხგაუცემელ საკითხების მისაღებად კიდევ ერთი ერთობლივი წერილი გაიგზავნა. ძირითადი აქცენტი გაკეთდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:

კანონმდებლობის გადახედვა: საქართველოს საგადასახადო კოდექსით მკაფიოდ უნდა განისაზღვროს, რომელი ტექნოლოგიური პროდუქტი ვის მიერ შეიქმნა და რა შემთხვევაში იქნება დადგენილი შეღავათები მოგების გადასახადის გათავისუფლებისთვის.
მკაფიო და ზუსტი კრიტერიუმების დადგენა საგადასახადო მიზნებისთვის: ვინაიდან შემოსავლების სამსახურმა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რამდენჯერმე შეცვალა მეთოდური მითითებები, აშკარაა, რომ მიდგომა ჯერ კიდევ არ არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული და უფრო მეტ შესაძლებლობას ქმნის კანონის ინტერპრეტაციისთვის, რაც მიუღებელია; ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით უწყების ოფიციალურ პასუხს, რათა დავადგინოთ, დაზუსტებულია თუ არა აღნიშნული საკითხები და გვინდა, რომ ეს პროცესი დაჩქარდეს.
რეტროსპექტიულად დარიცხული გადასახადები და ჯარიმები: კანონმდებლობამ უნდა დააწესოს გარანტია იმისა, რომ პირმა/სუბიექტმა მიიღო მკაფიო გზავნილი სახელმწიფოსგან, რათა მართოს ნორმის სწორი აღქმა, განისაზღვროს რომელი ქმედებაა კანონით აკრძალული და რომელმა ქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს სამართლებრივი პასუხისმგებლობა
 
ვირტუალური ზონის სტატუსის მქონე კომპანიებისა და ფიზიკური პირებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას, რათა ისინი აღიქვან როგორც პარტნიორები საერთო სამუშაოს შესრულებისას და კიდევ უფრო გაძლიერდეს IT სფერო მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც უდავოა, რომ თავის მხრივ დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე.
ასოციაცია მიიჩნევს, რომ ათი წლის შემდეგ რეტროსპექტიულად დარიცხული გადასახადები და ჯარიმები არც კანონიერია, არც სამართლიანი და არც საგადასახადო უწყების პრაქტიკით დადგენილ ფარგლებში ჯდება. ამიტომ ეს უნდა აღმოიფხვრას. ასოციაცია სთხოვს სააგენტოს, გააზიაროს თავისი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და ის შესაძლო ვარიანტები, რაც განიხილება ამ საკითხის გადასაჭრელად.
ასოციაცია იმედოვნებს მორიგი შეხვედრის დაგეგმვის შესაძლებლობას და გამოთქვამს მზადყოფნას აქტიური მონაწილეობა მიიღოს პროცესების განვითარებაში, რათა დაძლიოს ზემოთ აღნიშნული ბიზნეს სექტორის წინაშე არსებული გამოწვევები ერთობლივი დიალოგისა და თანამშრომლობის გზით.
 
 
 
Share
0

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სასარგებლო ბმულები

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

კანონი საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონის შესახებ


ააიპ საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია

მისამართი: ქ. თბილისი, საქართველო
ტელ.: +995 511 230 446
ელ. ფოსტა: info@viz.ge

გამოიწერე ჩვენი სიახლეები

დაგვიტოვეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი და ჩვენ გამოგიგზავნით სიახლეებსა და ფანდრაიზინგის (სპონსორული სახსერები) შესახებ ინფორამციას.

გამოიწერეთ ჩვენი სოციალური ქსელები

რაც უფრო მეტი ადამიანი შეიტყობს ჩვენს შესახებ, უფრო მეტად გვექნება შესაძლებლობა მივაღწიოთ ჩვენს მიზანს და მოვიყვანოთ IT კომპანიებთან დაკავშირებული არსებული კანონმდებლობა შესაბამისობაში. თითოეული გაზიარება არის წვლილი, შეტანილი უცხოელი ინვესტორების დაცვაში საქართველოს ტერიტორიაზე.

  • Facebook
  • LinkedIn
  • Telegram

მხარი დაუჭირე პროექტს

თქვენ შეგიძლიათ ასოციაციაში წვლილის შეტანა კრიპტოვალუტის მეშვეობით ან პირდაპირი საბანკო გადარიცხვით

© 2025 Viz.ge by ARC Digits | All Rights Reserved.