Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888
  • მთავარი
  • ისტორია
  • ჩვენ შესახებ
  • სიახლეები
  • შემთხვევები
  • კონტაქტი
Donate
✕
ვირტუალური ზონის პრობლემური საკითხების გაშუქების ახალი ტალღა ბიზნეს ფორმულაზე
სექტემბერი 21, 2022
შემოსავლების სამსახურსა და ვირტუალური ზონის სტატუსის მქონე კომპანიებს შორის დავა გრძელდება
სექტემბერი 26, 2022
Show all
ასოციაციის მორიგი შეხვედრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან
სექტემბერი 22, 2022

ასოციაციის მორიგი შეხვედრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან

 

 
 
მორიგი შეხვედრა გაიმართა საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან, სადაც განიხილეს ასოციაციის მიერ წამოჭრილი ვირტუალური ზონის სტატუსის მქონე კომპანიების დაბეგვრასთან დაკავშირებული პრობლემები. შეხვედრას ესწრებოდნენ ლევან წითელაშვილი (სამსახურის უფროსის მოადგილე), ნინო ფოდიაშვილი (დავების დეპარტამენტის უფროსი), ზაზა თაბაგარი (ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი), რომან ბუღაძე (საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსი) და იურიდიული, აუდიტის და სხვა დეპარტამენტების წარმომადგენლები.

 

შეხვედრაზე დამსწრეებმა განიხილეს ამ პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობა სამი მიმართულებით:
1. კანონის სრულყოფა;
2. მკაფიო კრიტერიუმების დაწესება;
3. რეტროსპექტულად დარიცხული მოგების, საშემოსავლო გადასახადებისა და ჯარიმებისგან გათავისუფლება.
 
ასოციაციის განცხადებით, საქართველოში ეს ბიზნესი უზარმაზარი ფინანსური წნეხისა და კრიზისის ქვეშ იმყოფება, ინვესტორები ტოვებენ ქვეყანას, ძირითადი პრობლემები კი პირდაპირ კანონმდებლობაშია. ფინანსთა სამინისტრო თანხმდება, რომ 2022 წლამდე საქართველოში არ ყოფილა არანაირი დადგენილი კრიტერიუმი IT სფეროსთან დაკავშირებით, ამიტომ სამინისტრო სრულ მზაობას გამოთქვამს ითანამშრომლოს ასოციაციასთან ამ მიმართულებით, რათა ჩამოყალიბდეს IT კომპანიებისთვის ცხადი და მკაფიო კრიტერიუმები.
უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია საკანონმდებლო ხარვეზების აღმოჩენა და აღმოფხვრა და მხოლოდ ამის შემდეგ, ვირტუალური ზონის კომპანიების დაბეგვრის არსებული სისტემის გამკაცრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონმდებლობა ორაზროვანი დარჩება და შესაბამისად, დავა გაგრძელდება. ამასთან, ფინანსთა სამინისტრომ და შემოსავლების სამსახურმა გამოთქვეს მზაობა, მხარი დაუჭირონ კომპანიებს რიგ საკითხებში, რაც ასოციაციას დაეხმარება გარკვეული საკითხების გადაჭრაში. 
შეხვედრაზე ევროპული ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენელმა ჯონ ბრეკეველდტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ინტერესებშია ბიზნესის ფუნქციონირება ევროპული სტანდარტებით.
21-ე საუკუნეში, როდესაც მთელი მსოფლიო გადადის ვირტუალურ სამყაროში, აუცილებელია ქვეყნებმა ამ მხრივ განვითარების სურვილი გამოთქვან და ბიზნესები მართონ გლობალურად და პოზიციონირებდნენ სწორად. 
ასოციაცია არ აპირებს გაჩერებას, მართავს შეხვედრებს მედიასთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან და ახორციელებს განვითარებისთვის მნიშვნელოვან აქტივობებს.
თუ დაინტერესებული ხართ ასოციაციის პროცესებისა და სამთავრობო უწყებებთან მოლაპარაკებების შედეგებით, თვალი გვადევნეთ, შემოგვიერთდით და მხარი დაგვიჭირეთ, ჩვენ ერთად შეგვიძლია უკეთესი შედეგების მიღწევა.
 
 
 
 
Share
0

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სასარგებლო ბმულები

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

კანონი საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონის შესახებ


ააიპ საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია

მისამართი: ქ. თბილისი, საქართველო
ტელ.: +995 511 230 446
ელ. ფოსტა: info@viz.ge

გამოიწერე ჩვენი სიახლეები

დაგვიტოვეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი და ჩვენ გამოგიგზავნით სიახლეებსა და ფანდრაიზინგის (სპონსორული სახსერები) შესახებ ინფორამციას.

გამოიწერეთ ჩვენი სოციალური ქსელები

რაც უფრო მეტი ადამიანი შეიტყობს ჩვენს შესახებ, უფრო მეტად გვექნება შესაძლებლობა მივაღწიოთ ჩვენს მიზანს და მოვიყვანოთ IT კომპანიებთან დაკავშირებული არსებული კანონმდებლობა შესაბამისობაში. თითოეული გაზიარება არის წვლილი, შეტანილი უცხოელი ინვესტორების დაცვაში საქართველოს ტერიტორიაზე.

  • Facebook
  • LinkedIn
  • Telegram

მხარი დაუჭირე პროექტს

თქვენ შეგიძლიათ ასოციაციაში წვლილის შეტანა კრიპტოვალუტის მეშვეობით ან პირდაპირი საბანკო გადარიცხვით

© 2025 Viz.ge by ARC Digits | All Rights Reserved.