Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888
  • მთავარი
  • ისტორია
  • ჩვენ შესახებ
  • სიახლეები
  • შემთხვევები
  • კონტაქტი
Donate
✕
„Forbes კვირა“ გიორგი ისაკაძესთან ერთად ვირტუალური ზონის სტატუსის კომპანიების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ
ივნისი 26, 2022
სხვა და სხვა ორგანიზაციის წარმომადგენლის შეფასება ვირტუალური ზონის სტატუსის მქონე კომპანიების პრობლემების შესახებ
ივლისი 11, 2022
Show all
ასოციაციის ივნისის თვის საქმიანობის მიმოხილვა
ივლისი 7, 2022

ასოციაციის ივნისის თვის საქმიანობის მიმოხილვა

 

საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია, რომლის უმთავრესი მიზანია ასოციაციის წევრების უფლებების დაცვა და მათი საქმიანობის რეგულირებაში გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, დიდი ხანია ცდილობს დაიცვას ვირტუალური ზონის სტატუსის მქონე კომპანიების ინტერესები.
ამისათვის, ივნისში ასოციაციამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, როგორიცაა შეხვედრა ბიზნესომბუდსმენის აპარატთან და ვირტუალური ზონის სტატუსის მქონე კომპანიებთან დაკავშირებული კრიტიკული სიტუაციის განხილვა. შეხვედრაზე ასოციაციამ წამოაყენა სამი ძირითადი საკითხი: ჯარიმების გაუქმება; საკანონმდებლო ინიციატივის აუცილებლობა, რათა კანონი არ დარჩეს გაურკვეველი; IT კომპანიებისთვის მკაფიო კრიტერიუმების განსაზღვრა. ბიზნესომბუდსმენმა გაიზიარა ასოციაციის პოზიცია და აპარატი მზადაა მიმართოს მთავრობის შესაბამის უწყებებს, გამოიკვლიოს ასოციაციის წევრების ინტერესები და გასცეს რეკომენდაციები. ასოციაცია ამ დღეებში ელოდება ბიზნესომბუდსმენის ოფიციალურ პოზიციას, რომელსაც აუცილებლად გაგიზიარებთ.
ასევე, საგადასახადო პრობლემები განხილული იყო გადაცემაში ბიზნეს ფორმულა, სადაც ასოციაციის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საქართველოში ვირტუალური ზონის სტატუსით ათასზე მეტი იურიდიული კომპანიაა დარეგისტრირებული. გასული წლების საგაასახადო პრაქტიკის მიხედვით, კომპანიებს არ მოეთხოვებოდათ საქართველოში დასაქმებულების ყოლა ან უშუალოდ საქართველოს ტერიტორიიდან მომსახურების გაწევა. მიუხედავად ამისა, კომპანიები იმის გამოც ჯარიმდებიან, რომ მათ ქართველი დასაქმებულები არ ჰყავთ, ან საქართველოდან არ მუშაობენ. კომპანიების 70%-ს დავა აქვს შემოსავლების სამსახურთან და ჯარიმების ოდენობა 4-5 მილიონ ლარს აჭარბებს.
ბიზნეს ფორმულამ ამ საკითხს კიდევ ერთი გადაცემა მიუძღვნა, სადაც საუბარი მიმდინარეობდა მთავრობის სტრატეგიულ გეგმაზე, საქართველო გახდეს რეგიონის ციფრული ჰაბი, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში მსხვილი კომპანიების მოზიდვას. შორენა კოპალეიშვილმა ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის კომუნიკაციის მნიშვნელობაზე. ბიზნესი უნდა გრძნობდეს, რომ ის არის მნიშვნელოვანი სახელმწიფოსთვის. სახელმწიფო და შემოსავლების სამსახური ვალდებულია შექმნას გარემო იმისთვის, რომ ბიზნესმა იმუშაოს და განვითარდეს.
2022 წლის 21 ივნისს, ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) ორგანიზებით და ევროკავშირის მხარდაჭერით, პირველად გაიმართა „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2022“, სადაც ასოციაციის თავმჯდომარემ, შორენა კოპალეიშვილმა ისარგებლა შემთხვევით და გაესაუბრა სამთავრობო და ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლებს და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა VZP კომპანიების წინაშე არსებულ გამოწვევებს.
ვირტულაური ზონის სტატუსის მქონე კომპანიების მიმართ შემოსავლების სამსახურის არასამართლიანი ქმედებები გაშუქდა გადაცემაში „Forbes კვირა“, სადაც მოწვეული იყო საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციის თავმჯდომარე, შორენა კოპალეიშვილი. მისი თქმით, იგეგმება დამატებითი შეხვედრების ორგანიზება ყველა პასუხისმგებელ და გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებთან.
ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს სხვა და სხვა უწყებებთან და ასოციაციასთან ამ საკითხის გადასაჭრელად.
საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციის მთავარი მიზანია სახელმწიფოსთან დიალოგის დამყარება და წარსულში დარიცხული ჯარიმების გაუქმება.

 

 

Share
1

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სასარგებლო ბმულები

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

კანონი საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონის შესახებ


ააიპ საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია

მისამართი: ქ. თბილისი, საქართველო
ტელ.: +995 511 230 446
ელ. ფოსტა: info@viz.ge

გამოიწერე ჩვენი სიახლეები

დაგვიტოვეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი და ჩვენ გამოგიგზავნით სიახლეებსა და ფანდრაიზინგის (სპონსორული სახსერები) შესახებ ინფორამციას.

გამოიწერეთ ჩვენი სოციალური ქსელები

რაც უფრო მეტი ადამიანი შეიტყობს ჩვენს შესახებ, უფრო მეტად გვექნება შესაძლებლობა მივაღწიოთ ჩვენს მიზანს და მოვიყვანოთ IT კომპანიებთან დაკავშირებული არსებული კანონმდებლობა შესაბამისობაში. თითოეული გაზიარება არის წვლილი, შეტანილი უცხოელი ინვესტორების დაცვაში საქართველოს ტერიტორიაზე.

  • Facebook
  • LinkedIn
  • Telegram

მხარი დაუჭირე პროექტს

თქვენ შეგიძლიათ ასოციაციაში წვლილის შეტანა კრიპტოვალუტის მეშვეობით ან პირდაპირი საბანკო გადარიცხვით

© 2025 Viz.ge by ARC Digits | All Rights Reserved.