Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888
  • მთავარი
  • ისტორია
  • ჩვენ შესახებ
  • სიახლეები
  • შემთხვევები
  • კონტაქტი
Donate
✕
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2022
ივნისი 21, 2022
ასოციაციის ივნისის თვის საქმიანობის მიმოხილვა
ივლისი 7, 2022
Show all
„Forbes კვირა“ გიორგი ისაკაძესთან ერთად ვირტუალური ზონის სტატუსის კომპანიების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ
ივნისი 26, 2022

„Forbes კვირა“ გიორგი ისაკაძესთან ერთად ვირტუალური ზონის სტატუსის კომპანიების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ

 

 

ვირტულაური ზონის სტატუსის მქონე კომპანიების მიმართ შემოსავლების სამსახურის არასამართლიანი ქმედებები გაშუქდა გადაცემაში „Forbes კვირა“, სადაც მოწვეული იყო საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციის თავმჯდომარე, შორენა კოპალეიშვილი. 
მოგახსენებთ, რომ გასული 10 წლის განმავლობაში საქართველოში ვირტუალური ზონის სტატუსით ათასზე მეტი იურიდიული პირი დარეგისტრირდა. საგადასახადო პრაქტიკის მიხედვით კომპანიებს არ მოეთხოვებოდათ უშუალოდ საქართველოში დასაქმებულთა ყოლა და საქართველოს ტერიტორიიდან მომსახურების გაწევა. თუმცა 2021 წლიდან შემოსავლების სამსახურმა საკუთარი საგადასახადო პრაქტიკა რადიკალურად შეცვალა – კომპანიები დაჯარიმდნენ და წინა წლებში მიღებულ შემოსავლებზე გადასახადის გადახდაც დაეკისრათ. 
ასოციაციაში შემოსული საქმეების მიხედვით ჯარიმების თანხა 4-5 მლნ ლარს აღემატება.
საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციის თავმჯდომარე შორენა კოპალეიშვილი აღნიშნავს, რომ თავდაპირველად „ამ კანონის მიღების მიზანი იყო ინვესტორების მოზიდვა. ეს ასეც მოხდა, მოვიზიდეთ ინვესტორები, თუმცა ახლა მათი შენარჩუნება ჭირს.“
ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს სხვა და სხვა უწყებასა და ასოციაციასთან ამ საკითხის მოგვარებისთვის, მათ შორის ბიზნეს ომბუდსმენთანაც. ევროპული ბიზნეს ასოციაციაც ინფორმირებულია ამ პრობლემის შესახებ.
შორენა კოპალეიშვილის თქმით, ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია გეგმავს დამატებითი შეხვედრების ორგანიზებას. მათი მთავარი მიზანია სახელმწიფოსთან დიალოგის დამყარება და წარსულში დარიცხული ჯარიმების გაუქმების მიღწევა.

 

ამ თემასთან დაკავშირებით იხილეთ BMG-ის სტატია:
https://bm.ge/ka/article/am-kanonis-mizani-iyo-investorebis-mozidva-es-asec-moxda-movizidet-investorebi-tumca-axla-mati-shenarchuneba-chirs/111811

 

Share
1

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სასარგებლო ბმულები

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

კანონი საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონის შესახებ


ააიპ საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია

მისამართი: ქ. თბილისი, საქართველო
ტელ.: +995 511 230 446
ელ. ფოსტა: info@viz.ge

გამოიწერე ჩვენი სიახლეები

დაგვიტოვეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი და ჩვენ გამოგიგზავნით სიახლეებსა და ფანდრაიზინგის (სპონსორული სახსერები) შესახებ ინფორამციას.

გამოიწერეთ ჩვენი სოციალური ქსელები

რაც უფრო მეტი ადამიანი შეიტყობს ჩვენს შესახებ, უფრო მეტად გვექნება შესაძლებლობა მივაღწიოთ ჩვენს მიზანს და მოვიყვანოთ IT კომპანიებთან დაკავშირებული არსებული კანონმდებლობა შესაბამისობაში. თითოეული გაზიარება არის წვლილი, შეტანილი უცხოელი ინვესტორების დაცვაში საქართველოს ტერიტორიაზე.

  • Facebook
  • LinkedIn
  • Telegram

მხარი დაუჭირე პროექტს

თქვენ შეგიძლიათ ასოციაციაში წვლილის შეტანა კრიპტოვალუტის მეშვეობით ან პირდაპირი საბანკო გადარიცხვით

© 2025 Viz.ge by ARC Digits | All Rights Reserved.