Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888
  • მთავარი
  • ისტორია
  • ჩვენ შესახებ
  • სიახლეები
  • შემთხვევები
  • კონტაქტი
Donate
✕
სახელმწიფო გეგმა და რეალობა
ივნისი 5, 2022
„Forbes კვირა“ გიორგი ისაკაძესთან ერთად ვირტუალური ზონის სტატუსის კომპანიების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ
ივნისი 26, 2022
Show all
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2022
ივნისი 21, 2022

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2022

 
2022 წლის 21 ივნისს, ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) ორგანიზებით და ევროკავშირის მხარდაჭერით, პირველად გაიმართა „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2022“.
ფორუმს 300-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა, მათ შორის ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, ასევე საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების, სხვა და სხვა სექტორული ბიზნესის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია მოწვეული და წარმოდგენილი იყო, როგორც ევროპული ბიზნეს ასოციაციის პარტნიორი.
ფორუმზე გაიმართა ევროპული ბიზნეს გარემოს 2022 წლის კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია, რომელიც მომზადებული იყო ევროპული ბიზნეს ასოციაციის მიერ.
ევროპული ბიზნეს ასოციაციამ აუდიტორიას წარუდგინა ევროპული ეკონომიკური თანამშრომლობის პლატფორმის (EECP) კონცეფცია, როგორც უნიკალური მექანიზმი ბიზნეს სექტორის გაერთიანებებს შორის თანამშრომლობის გასაძლიერებლად. ჩვენი ასოციაცია გახდა ევროპული ეკონომიკური თანამშრომლობის პლატფორმის წევრი: https://eecp.ge/members/ 
ასოციაციის თავმჯდომარემ, შორენა კოპალეიშვილმა ისარგებლა შემთხვევით და გაესაუბრა სამთავრობო და ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლებს და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა VZP კომპანიების წინაშე არსებულ გამოწვევებს. 
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი გაიმართა ევროპული ბიზნეს ასოციაციის მიერ ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის „ევროპული ბიზნესისა და ეკონომიკური ინტერესების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში.
 
ფოტოები მოწოდებულია ევროპული ბიზნეს ასოციაციის მიერ.
 
 
Share
0

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სასარგებლო ბმულები

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

კანონი საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონის შესახებ


ააიპ საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია

მისამართი: ქ. თბილისი, საქართველო
ტელ.: +995 511 230 446
ელ. ფოსტა: info@viz.ge

გამოიწერე ჩვენი სიახლეები

დაგვიტოვეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი და ჩვენ გამოგიგზავნით სიახლეებსა და ფანდრაიზინგის (სპონსორული სახსერები) შესახებ ინფორამციას.

გამოიწერეთ ჩვენი სოციალური ქსელები

რაც უფრო მეტი ადამიანი შეიტყობს ჩვენს შესახებ, უფრო მეტად გვექნება შესაძლებლობა მივაღწიოთ ჩვენს მიზანს და მოვიყვანოთ IT კომპანიებთან დაკავშირებული არსებული კანონმდებლობა შესაბამისობაში. თითოეული გაზიარება არის წვლილი, შეტანილი უცხოელი ინვესტორების დაცვაში საქართველოს ტერიტორიაზე.

  • Facebook
  • LinkedIn
  • Telegram

მხარი დაუჭირე პროექტს

თქვენ შეგიძლიათ ასოციაციაში წვლილის შეტანა კრიპტოვალუტის მეშვეობით ან პირდაპირი საბანკო გადარიცხვით

© 2025 Viz.ge by ARC Digits | All Rights Reserved.