Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888
  • მთავარი
  • ისტორია
  • ჩვენ შესახებ
  • სიახლეები
  • შემთხვევები
  • კონტაქტი
Donate
✕
ვირტუალური ზონის პირები – პრობლემატური საგადასახადო საკითხები
ივნისი 3, 2022
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2022
ივნისი 21, 2022
Show all
სახელმწიფო გეგმა და რეალობა
ივნისი 5, 2022

სახელმწიფო გეგმა და რეალობა

 

 

კიდევ ერთი სიუჟეტი ბიზნეს ფორმულაზე, სადაც ისაუბრეს სხვადასხვა თემაზე, მათ შორის საქართველოს ტექნოლოგიური და ციფრული ჰაბის სტატუსზე. 
მთავრობის აზრით, საქართველოს გააჩნია ამბიცია მიიღოს რეგიონის ჰაბის სტატუსი, რაც ქვეყანაში მსხვილი კომპანიების მოზიდვაში დაეხმარება. მთავრობის 2020-2025 წლის სტრატეგიული გეგმა მოიცავს ციფრული უთანასწორობის დაძლევას, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ ქსელების მშენებლობასა და ინვესტიციების მოზიდვას. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე უნდა იქნას ათვისებული სატრანზიტო საშუალებების დერეფანი და უნდა გავხდეთ ევროპა აზიას შორის ჰაბი ციფრული მიმართულებით. თუმცა ჩნდება კითხვა, რამდენად არის რეალური შესაძლებლობა და რას ვაკეთებთ ამის მისაღწევად?!
ამ ყველაფრისთვის კი საჭიროა ტექნიკური მზაობა, ინფრასტრუქტურა და კერძო სექტორთან ურთიერთობა. მთავარი მიმართულება ინვესტიციების მოსაზიდად არის IT მიმართულება. ამ მხრივ ბაზარზე კადრების დეფიციტია. ბოლო წლის განმავლობაში IT კომპანიებს პრობლემები აღენიშნება. 
მაგალითად, შემოსავლების სამსახურის მხრიდან საგადასახადო მიმართულებით მოულოდნელმა ცვლილებებმა ინვესტორების ქვეყნიდან გასვლის საფუძველი შექმნა. ვინაიდან შემოსავლების სამსახური ვირტუალური ზონის პირებს სთხოვს ქონების გადასახადის გადახდასა და გასულ წლებში დაგროვილი თანხების გადახდას, რომელიც თავიდან კანონმდებლობით არ იყო მოთხოვნილი, რაც ინვესტორებს არ მოსწონთ და ისინი ქვეყანას ტოვებენ.
გადაცემაში ასოციაციის თავმჯდომარემ, შორენა კოპალეიშვილმა ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა კომუნიკაციის მნიშვნელობაზე სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის. ბიზნესი უნდა გრძნობდეს, რომ ის არის მნიშვნელოვანი სახელმწიფოსთვის. სახელმწიფო და შემოსავლების სამსახური ვალდებულია შექმნას გარემო, იმისთვის რომ ბიზნესმა იმუშაოს და განვითარდეს. რა საკვირველია, ეს არ ნიშნავს, რომ ბიზნესმა გადასახადები არ უნდა გადაიხადოს, ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ ის რაც მას ეკუთვნის, აღნიშნა მან. 
საბოლოოდ, თუ ხელისუფლების მიზანი ნამდვილად არის ჰაბად ჩამოყალიბება, მან რეალური ნაბიჯები უნდა განახორციელოს და მხოლოდ თეორიულად არ უნდა ვისაუბროთ ამ თემაზე.

 

Share
0

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სასარგებლო ბმულები

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

კანონი საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონის შესახებ


ააიპ საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია

მისამართი: ქ. თბილისი, საქართველო
ტელ.: +995 511 230 446
ელ. ფოსტა: info@viz.ge

გამოიწერე ჩვენი სიახლეები

დაგვიტოვეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი და ჩვენ გამოგიგზავნით სიახლეებსა და ფანდრაიზინგის (სპონსორული სახსერები) შესახებ ინფორამციას.

გამოიწერეთ ჩვენი სოციალური ქსელები

რაც უფრო მეტი ადამიანი შეიტყობს ჩვენს შესახებ, უფრო მეტად გვექნება შესაძლებლობა მივაღწიოთ ჩვენს მიზანს და მოვიყვანოთ IT კომპანიებთან დაკავშირებული არსებული კანონმდებლობა შესაბამისობაში. თითოეული გაზიარება არის წვლილი, შეტანილი უცხოელი ინვესტორების დაცვაში საქართველოს ტერიტორიაზე.

  • Facebook
  • LinkedIn
  • Telegram

მხარი დაუჭირე პროექტს

თქვენ შეგიძლიათ ასოციაციაში წვლილის შეტანა კრიპტოვალუტის მეშვეობით ან პირდაპირი საბანკო გადარიცხვით

© 2025 Viz.ge by ARC Digits | All Rights Reserved.