Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888
  • მთავარი
  • ისტორია
  • ჩვენ შესახებ
  • სიახლეები
  • შემთხვევები
  • კონტაქტი
Donate
✕
შეხვედრა ბიზნესომბუდსმენთან და მზადყოფნა გასაჩივრებისთვის
მაისი 23, 2022
სახელმწიფო გეგმა და რეალობა
ივნისი 5, 2022
Show all
ვირტუალური ზონის პირები – პრობლემატური საგადასახადო საკითხები
ივნისი 3, 2022

ვირტუალური ზონის პირები – პრობლემატური საგადასახადო საკითხები

 

 

პრობლემა კიდევ ერთხელ გაშუქდა Business Formula-ში. ქვეყნის ერთ ერთ წამყვან ტელევიზიაში.
გადაცემაში მიწვეული იყო ასოციაციის თავმჯდომარე შორენა კოპალეიშვილიც. მან კიდევ ერთხელ ისაუბრა არსებულ პრობლემებზე, ასევე ბიზნესომბუდსმენის  აპარატის წევრებთან შეხვედრაზე, სადაც მიდგომის შეცვლის აუცილებლობაზე  ისაუბრეს.
ვირტუალური ზონის პირებისთვის საგადასახადო მიდგომის ცვლილება ინვესტორებს აფრთხობს.  შემოსავლების სამსახურის მხრიდან ბიზნესის დაჯარიმების გამო კომპანიების 70%-ზე მეტი უწყებასთან დავაშია.  ინვესტორების ნაწილი კი ქვეყნის ბაზარს ტოვებს და ამბობს, რომ საქართველო ბიზნესისთვის მეგობრული ქვეყანა აღარ არის. 
მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით, ვირტუალური ზონის პირები დამატებითი ღირებულებისა და მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებულები იყვნენ, შემოსავლების სამსახური უკვე ერთი წელია მათ გადასახადს სთხოვს. მეტიც, კომპანიებს უკანა თარიღით, ანუ გასული წლების გადასახადსაც სთხოვენ.  Როგორც ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციაში აცხადებენ შემოსავლების სამსახურთან კომპანიების 70% დავა აქვს. ასოციაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ერთ-ერთმა ევროპულმა IT კომპანიამ ორი დღის წინ საქართველოს ბაზარი დატოვა. ბიზნეს ფორმულას აღნიშნულ ინვესტორთან პირდაპირი კომუნიკაცია არ ქონია,  ვინაიდან როგორც ასოციაციაში აცხადებენ, ის ჯერ კიდევ დავაშია შემოსავლების სამსახურთან და იდენტიფიკაცია არ სურს. ასოციიაციიდან მოწოდებულ წერილობით კომენტარში კი, ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ საქართველო ბიზნესისთვის მეგობრული სახელმწიფო აღარ არის. 
გასული 11 წლის განმავლობაში საქართველოში ვირტუალური ზონის სტატუსით ათასზე მეტი იურიდიული კომპანია დარეგისტრირდა. გასული წლების საგაასახადო პრაქტიკის მიხედვით, კომპანიებს არ მოეთხოვებათ საქართველოში დასაქმებულების ყოლა ან უშუალოდ საქართველოს ტერიტორიიდან მომსახურების გაწევა.  მიუხედავად ამისა, კომპანიები იმის გამოც ჯარიმდებიან, რომ მათ ქართველი დასაქმებულები არ ჰყავთ, ან საქართველოდან არ მუშაობენ. 
როგორც ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციაში აცხადებენ, ხელისუფლება ვერ აცნობიერებს მის ქმედებებს და ეს მიდგომა კი ქვეყნის იმიჯს აზიანებს. თან მაშინ, როდესაც საქართველოს ტექნოლოგიურ ჰაბად გადაქცევა სურს.

 

Share
0

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სასარგებლო ბმულები

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

კანონი საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონის შესახებ


ააიპ საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია

მისამართი: ქ. თბილისი, საქართველო
ტელ.: +995 511 230 446
ელ. ფოსტა: info@viz.ge

გამოიწერე ჩვენი სიახლეები

დაგვიტოვეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი და ჩვენ გამოგიგზავნით სიახლეებსა და ფანდრაიზინგის (სპონსორული სახსერები) შესახებ ინფორამციას.

გამოიწერეთ ჩვენი სოციალური ქსელები

რაც უფრო მეტი ადამიანი შეიტყობს ჩვენს შესახებ, უფრო მეტად გვექნება შესაძლებლობა მივაღწიოთ ჩვენს მიზანს და მოვიყვანოთ IT კომპანიებთან დაკავშირებული არსებული კანონმდებლობა შესაბამისობაში. თითოეული გაზიარება არის წვლილი, შეტანილი უცხოელი ინვესტორების დაცვაში საქართველოს ტერიტორიაზე.

  • Facebook
  • LinkedIn
  • Telegram

მხარი დაუჭირე პროექტს

თქვენ შეგიძლიათ ასოციაციაში წვლილის შეტანა კრიპტოვალუტის მეშვეობით ან პირდაპირი საბანკო გადარიცხვით

© 2025 Viz.ge by ARC Digits | All Rights Reserved.