Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888
  • მთავარი
  • ისტორია
  • ჩვენ შესახებ
  • სიახლეები
  • შემთხვევები
  • კონტაქტი
Donate
✕
საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია დაესწრო მნიშვნელოვან შეხვედრას ევროკავშირის წარმომადგენელთან სანქციების საკითხებში დევიდ ო’სალივანთან
ივნისი 29, 2023
პარლამენტში შეხვედრა შედგა – ვზპ ინდუსტრია ფინანსთა სამინისტროს პოზიციის მოლოდინშია
ივლისი 5, 2023
Show all
ასოციაციის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა პარლამენტში
ივნისი 30, 2023

ასოციაციის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა პარლამენტში

 

 


 
2021 წლიდან მნიშვნელოვანი საგადასახადო ზეწოლა მოხდა ვირტუალური ზონის სტატუსის მქონე კომპანიებზე. პრობლემის გაჩენის ადრეულ ეტაპზე ეს თემა აქტუალიზებული და განხილული იყო მედიასა და სხვა პროფესიულ წრეებში, რამაც გამოიწვია შეშფოთება კომპანიებისთვის გადასახადებისა და ჯარიმების რეტროსპექტულად დაკისრების კანონიერების თაუბაზე. თუმცა, სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაცია დღესაც აქტიურია, მიუხედავად ორი რთული წლისა და მწვავე უთანხმოებისა. 
 
28 ივნისს საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციამ მორიგი საქმიანი შეხვედრა გამართა პარლამენტში, ასოციაციის მიერ პარტნიორებთან თანამშრომლობით შემუშავებული საკანონმდებლო ინიციატივის განსახილველად, რომელიც ეხება ბოლო წლებში გამოვლენილ ყველა პრობლემურ საკითხს.
 
შეხვედრა გაიმართა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ერთ-ერთ აქტიურ და წამყვან კომიტეტის თავმჯდომარესთან, ბატონ დავით სონღულაშვილთან, რომელსაც კარგად ესმის მცირე და საშუალო ბიზნესის როლი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.
 
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციის თავმჯდომარე შორენა კოპალეიშვილი;  საერთაშორისო აუდიტორული კომპანია „კრესტონ ჯორჯიას“ მმართველი პარტნიორი დავით პაპიაშვილი და ევროპის ბიზნეს ასოციაციის (EBA) დირექტორის მოადგილე ნინო უშიკიშვილი.
 
შემუშავებული ინიციატივა დაარეგულირებს რამდენიმე კრიტიკულ და ამჟამად სადავო საკითხს VZP კომპანიების საქმიანობისა და დაბეგვრის შესახებ; მარეგულირებელი ნორმები გახდება ზუსტი და მკაფიო, რაც ხელს შეუშლის ნებისმიერ მხარეს მათ ინტერპრეტირებაში. რაც მთავარია, ბიზნესს შეეძლება ოპერირება სტაბილურ გარემოში, რაც მნიშვნელოვანია ნებისმიერი ბიზნესისთვის.
 
ასოციაციის მოლოდინები საკმაოდ ოპტიმისტურია, თუ გავითვალისწინებთ, რომ VZP კომპანიების მიერ საქართველოში გადახდილი გადასახადების ოდენობა 2011 წლიდან 2022 წლამდე 70 მილიონ ლარზე მეტია, VZP კომპანიებში დასაქმებულია საქართველოს ასობით მოქალაქე, 1000-ზე მეტ კომპანიას მიენიჭა VZP სტატუსი და ყველა ეს მონაცემი თვიდან თვემდე იზრდება.
 
ასოციაციის პოზიტიურ მოლოდინებს ამძაფრებს ის ფაქტიც, რომ ბიზნესომბუდსმენი და ექსპერტები მხარს უჭერენ ასოციაციის ინიციატივას და ვიმედოვნებთ, რომ ფინანსთა სამინისტროც მხარს დაუჭერს ამ პროცესს, რადგან ეს შედის ქვეყნის ინტერესებში, რაც განსაზღვრავს ქვეყნის პოზიციონირებას ამ სფეროში, მკაფიო და სამართლიან კანონმდებლობას, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას და ა.შ. თუ კანონმდებლობა არ დაიხვეწება, საქართველოში შემოსული ახალი კომპანიები დატოვებენ ბაზარს და ჩვენ ხელიდან გავუშვებთ უნიკალურ შესაძლებლობას ამ მიმართულების განვითარების და შემოსავლების გაზრდის.. წარმოუდგენლად მიგვაჩნია, რომ სახელმწიფომ უარი თქვასერთის მხრივ ამ ბიზნესის განვითარებაზე და, მეორე მხრივ, შემოსავლებზე, რაც ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტში შედის.

 

 

Share
0

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სასარგებლო ბმულები

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

კანონი საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონის შესახებ


ააიპ საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია

მისამართი: ქ. თბილისი, საქართველო
ტელ.: +995 511 230 446
ელ. ფოსტა: info@viz.ge

გამოიწერე ჩვენი სიახლეები

დაგვიტოვეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი და ჩვენ გამოგიგზავნით სიახლეებსა და ფანდრაიზინგის (სპონსორული სახსერები) შესახებ ინფორამციას.

გამოიწერეთ ჩვენი სოციალური ქსელები

რაც უფრო მეტი ადამიანი შეიტყობს ჩვენს შესახებ, უფრო მეტად გვექნება შესაძლებლობა მივაღწიოთ ჩვენს მიზანს და მოვიყვანოთ IT კომპანიებთან დაკავშირებული არსებული კანონმდებლობა შესაბამისობაში. თითოეული გაზიარება არის წვლილი, შეტანილი უცხოელი ინვესტორების დაცვაში საქართველოს ტერიტორიაზე.

  • Facebook
  • LinkedIn
  • Telegram

მხარი დაუჭირე პროექტს

თქვენ შეგიძლიათ ასოციაციაში წვლილის შეტანა კრიპტოვალუტის მეშვეობით ან პირდაპირი საბანკო გადარიცხვით

© 2025 Viz.ge by ARC Digits | All Rights Reserved.