Tax Ruling
ასოციაციის წევრი, კომპანია „W"-ს სახელით (დარეგისტრირებულია 2020 წლის თებერვალში, ვირტუალური ზონის პირის სტატუსი მიღებულია 2020 წლის მარტში) ინიცირებულია მიმოწერა საგადასახადო ინსპექციასთან ფასიანი საგადასახადო დასკვნის (Tax Ruling) ფარგლებში, რაც გულისხმობს წინასწარი გადაწყვეტილების მიღებას.
2022 წლის 20 იანვარს - გადახდილია სახელმწიფო მოსაკრებელი 10 000 ლარის ოდენობით და შეტანილია განცხადება ძირითადი კითხვებით:
შ.პ.ს „W" კომპანია-დეველოპერია, რომელიც ახდენს პროგრამული უზრუნველყოფის შექმნისა და მხარდაჭერის გაერთიანებას რამდენიმე პროექტზე. გარდა ამისა კომპანია ახორციელებს ბილინგვური სისტემების მხარდაჭერას, CRM სისტემების პერსონალიზაციასა და მხარდაჭერას, ახორციელებს საქმიანობას web-design, Seo და SMM-ის მიმართულებით. სხვადასხვა პროგრამული პროდუქტის შესაქმნელად კომპანია იყენებს სხვადასხვა დეველოპერებისა და ტექნიკური მხარდაჭერის გუნდებს, ჰოსტინგურ სერვისებს, სერვერულ სიმძლავრეს და სხვა, საჭირო ინფრასტრუქტურას პროექტების რეალიზაციისთვის, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. საპროექტო გუნდების კოორდინირებას, მარკეტინგისა და გაყიდვების მართვას ახორციელებს კომპანიის დირექტორი, რომელიც მუშაობს მის ოფისში, ქალაქ თბილისში.
ამ ეტაპისთვის, კომპანიას აქვს რიგი კონტრაქტი კონტრაქტორებთან საქართველოს ფარგლებს გარეთ, კერძოდ ტექნიკური მხარდაჭერის მომსახურების, მარკეტინგული მომსახურების, კონსულტაციური და იურიდიული მომსახურების სფეროში. კომპანიის ყველა კლიენტი არის საქართველოს არარეზიდენტი პირები.
გთხოვთ შემატყობინოთ:
- მონაცემები კომპანიისათვის სავალდებულო გადასახადების შესახებ ხელფასის, მომსახურების გადახდისას და აგრეთვე სუფთა მოგების განაწილებისას
- შეესაბამება თუ არა კომპანიის სტატუსი საქართველოს ვირტუალური ზონის პირის სტატუსს
- თუ არ შეესაბამება, მაშინ კერძოდ რომელ ნაწილში, კანონმდებლობის ნორმებზე მითითებით.
2022 წლის იანვრიდან განმცხადებელს ორჯერ გაეგზავნა მოთხოვნა დაზუსტებებზე საგადასახადო სამსახურის მხრიდან კითხვების დუბლირებით, რითაც იქმნება შთაბეჭდილება, რომ ადგილი აქვს ბიუროკრატიასა და ოფიციალური დასკვნის წარდგენის ვადის გაჭიანურებას. აგრეთვე იკვეთება, რომ 2011 წელს ვირტუალური ზონის სტატუსის შექმნის მომენტიდან, არ ხდება მოცემული სპეციალური სტატუსის მარეგულირებელი ნორმების სწორად გაგება და შეფასება შემოსავლების სამსახურის მხრიდან.
2022 წლის 15 ივნისს მიღებულ იქნა შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი წინასწარი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც აღიარებულია საქართველოს ვირტუალური ზონის პირის სტატუსის შესაბამისი კომპანიის შეღავათი მოგების გადასახადის ნაწილში, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ მკაფიოდ მიუთითა შტატში IT-სპეციალისტების არარსებობაზე, უშუალოდ ქვეყნის ტერიტორიაზე IT-პროდუქტების შემუშავების არარსებობაზე და ქართული პროექტის ინტერესებში უცხოური კომპანიისაგან IT-მომსახურების შეძენაზე.
საგადასახადო ორგანოს არგუმენტებს შორის აღნიშნულია შემდეგი:
საქართველოს საგადასახადო კოდექსში მითითებულია: «შექმნილი იურიდიული პირის მიერ» და არ არის დაზუსტებული «შექმნილი საქართველოს ტერიტორიაზე». აგრეთვე აქცენტი კეთდება იურიდიულ და არა ფიზიკურ პირზე - პროგრამისტზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსში არ არის მითითება მოგების გადასახადისგან განთავისუფლებისათვის დადგენილ წინაპირობად ის, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიები უნდა იქმნებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე, მითუმეტეს, რომ კანონი არ განსაზღვრავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე პროდუქტის შექმნა - არ შექმნა დამოკიდებულია იმაზე, თუ სად იმყოფება ძირითადი დეველოპერი - ფიზიკური პირი.
ანუ თავისი წინასწარი გადაწყვეტილებით საქართველოს საგადასახადო სამსახური სრულად ეწინააღმდეგება არგუმენტაციას, რომლის თანახმადაც, საგადასახადო აუდიტის დეპარტამენტის მიერ განაწილებული დივიდენდებიდან მოგების გადასახადის თანხაზე დაჯარიმებულია ვირტუალური ზონის სტატუსის მქონე ასობით კომპანია.
ჩამოტვირთეთ დოკუმენტები:
>  Tax ruling for a company request 20.01.2022.pdf
>  RS request february 2022.pdf
დაზარალებული ინვესტორების ისტორიები
2021 წლიდან, ვირტუალური ზონის პირების დაბეგვრის სრულიად მოულოდნელი და გაუმართლებელი გადაწყვეტილებები, რამოდენიმე ათეულმა კომპანიამ, რომელთა მიმართაც განხორციელდა აუდიტი და დამატებითი გადასახადების დაკისრება, ეს გადაწყვეტილება სხვადასხვა ინსტანციაში გაასაჩივრა.
მათი აბსოლუტური უმრავლესობა გადაწყვეტილ იქნა შემოსავლების სამსახურის შესაბამის დეპარტამენტში. ზოგიერთი საქმე გასაჩივრებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დაზარალებული კომპანიების წარმომადგენელთა თანხმობით, ჩვენ ვაქვეყნებთ ამ კომპანიების შემოწმებასთან დაკავშირებულ ოფიციალურ დოკუმენტებს. ჩვენი მიზანი იმის დემონსტრირებაა, რომ ეს ინსპექტირებები გაცილებით დიდი მაშტაბებისაა და მიზნად ისახავს უცხოელი ინვესტორების უფლებების დარღვევას.
