Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888
  • მთავარი
  • ისტორია
  • ჩვენ შესახებ
  • სიახლეები
  • შემთხვევები
  • კონტაქტი
Donate
✕
ვზპ-ინდუსტრიიდან საბიუჯეტო შენატანები წლიდან წლამდე იზრდება
აპრილი 28, 2023
IT ინდუსტრიაში საშუალო ხელფასი ქვეყნის საშუალოს 2,5–ჯერ აღემატება
მაისი 14, 2023
Show all
ღონისძიება საქართველოში დისტანციური დასაქმების საგადასახადო დაბეგვრის თავისებურებების შესახებ
მაისი 4, 2023

ღონისძიება საქართველოში დისტანციური დასაქმების საგადასახადო დაბეგვრის თავისებურებების შესახებ

 


 

3 მაისს საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია მიწვეული იყო ღონისძიებაზე “დისტანციური დასაქმების საგადასახადო დაბეგვრის თავისებურებები საქართველოში”, რომელსაც უმასპინძლა ევროპული ბიზნეს ასოციაციამ (EBA) მის წევრ Grant Thornton Georgia / გრანტ თორნტონ საქართველოსთან ერთად.
ღონისძიება მიზნად ისახავდა მიღწევების მიმოხილვას და ქვეყანაში დისტანციურ დასაქმებასთან დაკავშირებული მიმდინარე ფინანსური გამოწვევების განხილვას. ტექნოლოგიების განვითარებამ მრავალ ბიზნესს საშუალება მისცა იმუშაოს სრულიად დისტანციურად, რაც მათ საშუალებას აძლევს ისარგებლონ კვალიფიციური პერსონალის მომსახურებით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. აქედან გამომდინარე, აქტუალური გახდა შრომითი ხელშეკრულებებით დისტანციურად მომუშავე პირთა დაბეგვრის ვალდებულების სწორად შესრულების საკითხი, საქართველოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის და რა თქმა უნდა, ეს საკითხი აქტუალურია VZP კომპანიებისთვისაც.
ღონისძიების დასაწყისში მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა ევროპული ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ჯონ ბრაეკეველდტი, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, ესტონეთის ელჩი საქართველოში რიინა კალიურანდი (TBC) და საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ოთარ დანელია.
ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმო Grant Thornton-ის პრეზენტაციას, რასაც მოჰყვა პანელური დისკუსია საქართველოს შემოსავლების სამსახურის და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით. გარდა ამისა, მონაწილეებს მიეცათ კითხვა-პასუხის საშუალება.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ღონისძიების მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს იმ პრობლემებს, რომლებსაც VIZ კომპანიები აწყდებიან დისტანციურად მუშაობისას, ხოლო სახელმწიფოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს მზადყოფნა ითანამშრომლონ ასოციაციასთან, რაც ცალსახად ადასტურებს, რომ ასოციაციის როლი ამ პროცესში გადამწყვეტია.
შორენა კოპალეიშვილმა ხაზი გაუსვა არსებულ პრობლემებსა და ამ დარგის მნიშვნელობას ქვეყნისთვის, ასევე გამჭვირვალე და მკაფიო საგადასახადო კანონის აუცილებლობას.

 

 

 

Share
3

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სასარგებლო ბმულები

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

კანონი საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონის შესახებ


ააიპ საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია

მისამართი: ქ. თბილისი, საქართველო
ტელ.: +995 511 230 446
ელ. ფოსტა: info@viz.ge

გამოიწერე ჩვენი სიახლეები

დაგვიტოვეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი და ჩვენ გამოგიგზავნით სიახლეებსა და ფანდრაიზინგის (სპონსორული სახსერები) შესახებ ინფორამციას.

გამოიწერეთ ჩვენი სოციალური ქსელები

რაც უფრო მეტი ადამიანი შეიტყობს ჩვენს შესახებ, უფრო მეტად გვექნება შესაძლებლობა მივაღწიოთ ჩვენს მიზანს და მოვიყვანოთ IT კომპანიებთან დაკავშირებული არსებული კანონმდებლობა შესაბამისობაში. თითოეული გაზიარება არის წვლილი, შეტანილი უცხოელი ინვესტორების დაცვაში საქართველოს ტერიტორიაზე.

  • Facebook
  • LinkedIn
  • Telegram

მხარი დაუჭირე პროექტს

თქვენ შეგიძლიათ ასოციაციაში წვლილის შეტანა კრიპტოვალუტის მეშვეობით ან პირდაპირი საბანკო გადარიცხვით

© 2025 Viz.ge by ARC Digits | All Rights Reserved.