Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888
  • მთავარი
  • ისტორია
  • ჩვენ შესახებ
  • სიახლეები
  • შემთხვევები
  • კონტაქტი
Donate
✕
ღონისძიება საქართველოში დისტანციური დასაქმების საგადასახადო დაბეგვრის თავისებურებების შესახებ
მაისი 4, 2023
კანონმდებლობის დახვეწამდე IT-კომპანიები საქართველოში პერსპექტივას ვერ ხედავენ
მაისი 29, 2023
Show all
IT ინდუსტრიაში საშუალო ხელფასი ქვეყნის საშუალოს 2,5–ჯერ აღემატება
მაისი 14, 2023

Abstract techno background

IT ინდუსტრიაში საშუალო ხელფასი ქვეყნის საშუალოს 2,5–ჯერ აღემატება

 

 
თბილისი (GBC) – ITკომპანიებში, მათ შორის ვირტუალური ზონის პირის (ვზპ) სტატუსის მქონე კომპანიებში, რომლებიც საქართველოს ბაზარზე ოპერირებენ, 2022 წელს საშუალო ხელფასი 4 500 ლარს შეადგენდა, რაც საქართველოში საქსტატის მიერ დაფიქსირებულ საშუალო ხელფასს (2022 წლის IV კვარტალი), 1 773 ლარს 2,53–ჯერ აღემატება.
 
 
Georgian Tech survey-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2022 წელს ინდუსტრია ყველაზე მაღალშემოსავლიანად რჩება, თუმცა შრომის ანაზღაურება აღნიშნული სტატუსის მქონე ITკომპანიებში რამდენიმე ნიშნით არის დივერსიფიცირებული. ასაკობრივ ჭრილში კვლევამ აჩვენა, რომ 27–29 და 35–39 წლის IT სპეციალისტები ყველაზე მაღალ ხელფასს იღებენ, რაც საშუალოდ 8 500 ლარს შეადგენს. ყველაზე დაბალი ხელფასი კი 15–17 წლის ასაკობრივ ჯგუფზე მოდის – 1 250 ლარი.
 
ცხრილი #1: ხელფასები ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით:
 

 

სტაჟის მიხედვით თუ ავიღებთ, კვლევის თანახმად, აქ კიდევ უფრო მკვეთრია ხელფასების მოცულობის დიაპაზონი. კერძოდ, 6–დან 12 წლამდე გამოცდილების მქონე სპეციალისტების შრომის ანაზღაურება ყველაზე მაღალია და თვეში საშუალოდ 12 500 ლარს შეადგენს. მეორე ადგილზეა 4–6 და 12–15 წლის გამოცდილების მქონეთა ხელფასები – 8 500 ლარი. ყველაზე დაბალი ხელფასი – 1 250 ლარი კი 1 წელზე ნაკლები სტაჟის მქონე სპეციალისტებს აქვთ.

 

 

რაც შეეხება გენდერულ გადანაწილებას, კვლევაში მონაწილეთა 90% კაცი იყო (257 რესპონდენტი), ქალი კი მხოლოდ 10% (27 რესპონდენტი). საშუალო/მედიანური ხელფასი ამ შემთხვევაში გენდერული ნიშნით არ განსხვავდება და ორივე სქესის წარმომადგენლებისთვის 4 500 ლარს შეადგენს.

 

წყარო: 2022.techsurvey.ge
 
IT ინდუსტრიაში დასაქმებულთა ხელფასები იმის მიხედვითაც განსხვავდება, თუ რომელ პროგრამულ ენებს ფლობენ. ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი იმ სპეციალისტებს აქვთ, რომლებიც Kotlin–ზე მუშაობენ – 8 500 ლარი თვეში. მეორე ადგილზე 7 500 ლარით TypeScript მომუშავე სპეციალისტები არიან. ყველაზე პოპულარული Javascript–ის მცოდნეები მეხუთე ადგილს სჯერდებიან თვეში 5 500 ლარის შემოსავლით. ყველაზე დაბალი ანაზღაურება კი იმ სპეციალისტებს აქვთ, რომლებიც SQL–ზე მუშაობენ – 3 000 ლარი თვეში.

 

ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციის თავმჯდომარის შორენა კოპალეიშვილის აზრით, საინფორმაციო ტექნოლოგიები (IT) არა მხოლოდ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ინდუსტრიაა, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილების დიდ რაოდენობას, არამედ ის პროგრესის განუყოფელია ნაწილია. მისი თქმით, ბიზნეს საზოგადოება გამოყოფს ინფორმაციული ტექნოლოგიების რამდენიმე მთავარ ეკონომიკური ეფექტს.

 

1. პირდაპირი დასაქმების შექმნა – ინფორმაციული ტექნოლოგიების სექტორი არის და დარჩება როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელი.
2. წვლილი მთლიანი შიდა პროდუქტის (GDP) განვითარებაში – სხვა და სხვა ქვეყნების მაგალითები ადასტურებს ინფორმაციული ტექნოლოგიების დადებით გავლენებს ამ მიმართულებით.
3. ახალი ბიზნეს ადმინისტრირების მოდელების განვითარება – სხვა და სხვა საჯარო თუ კერძო სერვისების ხელმისაწვდომობა ონლაინ რეჟიმში და ტექნოლოგიების საშუალებით.
4. ბიზნესის წინსვლა — საინფორმაციო ტექნოლოგიების ინსტრუმენტები, რომლებიც გამოიყენება ორგანიზაციებში, აუმჯობესებს ბიზნესს და ზრდის პროდუქტიულობას.

 

„საქართველოში ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მქონე კომპანიები ამ მიმართულების მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენენ, რასაც თავად შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი მონაცემები ადასტურებს. თუ საგადასახადო შეღავათების დაწესებიდან პირველ წელს (2011 წ.) ბიუჯეტში ამ კომპანიების მიერ გადახდილმა გადასახადებმა 2,225,000 ლარს გადააჭარბა, ეს მონაცემი 2022 წელს 70 მლნ ლარს ასცდა. 

 

მნიშვნელოვანია განხორციელდეს იმ ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ძლიერი დასავლური წარმომადგენლობის ჩამოყალიბებას ემსახურება. უფრო აქტიურად უნდა მოხდეს ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპების და საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერა. მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს ამ მიმართულებით ქვეყნის აქტიურ პოზიციონირებას.  სწორი, გამჭვირვალე და პრობიზნესური პოლიტიკით საქართველოს აქვს რეალური პოტენციალი გაუწიოს კონკურენცია არა ერთ მოწინავე ქვეყანას და მოიზიდოს დიდი ინვესტიციები საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით“, –  ამბობს შორენა კოპალეიშვილი.

 

 
წყარო
 
 
 
Share
2

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სასარგებლო ბმულები

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

კანონი საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონის შესახებ


ააიპ საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია

მისამართი: ქ. თბილისი, საქართველო
ტელ.: +995 511 230 446
ელ. ფოსტა: info@viz.ge

გამოიწერე ჩვენი სიახლეები

დაგვიტოვეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი და ჩვენ გამოგიგზავნით სიახლეებსა და ფანდრაიზინგის (სპონსორული სახსერები) შესახებ ინფორამციას.

გამოიწერეთ ჩვენი სოციალური ქსელები

რაც უფრო მეტი ადამიანი შეიტყობს ჩვენს შესახებ, უფრო მეტად გვექნება შესაძლებლობა მივაღწიოთ ჩვენს მიზანს და მოვიყვანოთ IT კომპანიებთან დაკავშირებული არსებული კანონმდებლობა შესაბამისობაში. თითოეული გაზიარება არის წვლილი, შეტანილი უცხოელი ინვესტორების დაცვაში საქართველოს ტერიტორიაზე.

  • Facebook
  • LinkedIn
  • Telegram

მხარი დაუჭირე პროექტს

თქვენ შეგიძლიათ ასოციაციაში წვლილის შეტანა კრიპტოვალუტის მეშვეობით ან პირდაპირი საბანკო გადარიცხვით

© 2025 Viz.ge by ARC Digits | All Rights Reserved.