Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888
  • მთავარი
  • ისტორია
  • ჩვენ შესახებ
  • სიახლეები
  • შემთხვევები
  • კონტაქტი
Donate
✕
IT ინდუსტრიაში საშუალო ხელფასი ქვეყნის საშუალოს 2,5–ჯერ აღემატება
მაისი 14, 2023
IT-კომპანიებისთვის საგადასახადო ოაზისები მომრავლდა, როგორ უნდა შეინარჩუნოს საქართველომ მოზიდული ბიზნესები?
მაისი 30, 2023
Show all
კანონმდებლობის დახვეწამდე IT-კომპანიები საქართველოში პერსპექტივას ვერ ხედავენ
მაისი 29, 2023

Abstract techno background

კანონმდებლობის დახვეწამდე IT-კომპანიები საქართველოში პერსპექტივას ვერ ხედავენ

 

 
თბილისი (GBC) – ვირტუალური ზონის პირის (ვზპ) სტატუსის მქონე IT კომპანიები, მათ მიერ შექმნილი ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციის ძალისხმევით აქტიურ მუშაობას ატარებენ მთავრობის წარმომადგენლებთან იმ საკანონმდებლო პრობლემების აღმოსაფხვრელად, რომელთა გამო საგადასახადო შეღავათებით მოზიდულ საერთაშორისო კომპანიებს პრობლემები ექმნებათ. 
 
 
ვზპ სტატუსის მქონე კომპანიების პრობლემებში უკეთ გასარკვევად GBC–მ ერთ–ერთი ასეთი კომპანიის მენეჯერი დაითანხმა ინტერვიუზე, კონფიდენციალურობის დაცვის პირობით.

 

აღნიშნული კომპანია, შ.პ.ს „W“ ქართულ ბაზარზე 2020 წლიდან გამოჩნდა და ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად წარმომადგენელი ა.ფ. ქვეყანაში IT-კომპანიებისთვის შექმნილ საგადასახადო „ოაზისს“ ასახელებს. 
 
მისივე თქმით, საქართველო დაბალი გადასახადების გარდა კიდევ იმიტომ არის მიმზიდველი მათი ბიზნესისთვის, რომ დსთ–ის ბაზრები ადვილი ხელმისაწვდომია ამ ქვეყნიდან.

 

კანონმდებლობას რაც შეეხება, GBC-ს რესპონდენტი აცხადებს, რომ კარგად არ არის გააზრებული, როგორც ჩანს, ძირითადი კანონების უმეტესობა ნასესხებია სხვა იურისდიქციებიდან (ევროპული) და არ არის შესაბამისობაში მოყვანილი ადგილობრივ რეალობასთან. შესაბამისად, საგადასახადო შეღავათებით მოზიდული კომპანიები ხშირად აწყდებიან პრობლემებს შემოსავლების სამსახურთან. კონკრეტული კომპანია უკვე დაჯარიმდა უკუდაბეგვრის დღგ-ს არასწორად დაბეგვრის გამო (მომსახურების იმპორტის ნაწილში).

 

ზოგადად, IT გაცილებით ახალგაზრდა სექტორია, ვიდრე ეკონომიკის სხვა დარგები. ეს სიახლეა მთავრობებისთვისაც, მათ შორის საქართველოში. რესპონდენტის თქმით, მთავრობასთან (კანონმდებლობასთან) ურთიერთობის დასარეგულირებლად უნდა მოხდეს ამ ბიზნესის სპეციფიკის უფრო დეტალურად შესწავლა, მისი მუდმივი განვითარების გათვალისწინება და ინფორმაციის გაცვლა ბიზნესის წარმომადგენლებთან. მისივე თქმით, აუცილებელია გამჭვირვალე კანონმდებლობის უზრუნველყოფა და მისი ზედმიწევნით აღსრულება.

 

„ჩვენს კომპანიაში დასაქმებულია სულ 11 ადამიანი, აქედან 3 საქართველოს მოქალაქე და 3 საქართველოს ბინადრობის მქონე პირი. საშუალო ხელფასი კი 2 300 ლარს შეადგენს“, – ამბობს რესპონდენტი.

 

საგადასახადო კანონმდებლობაში არსებული მნიშვნელოვანი ხარვეზების გამო კომპანიის მენეჯერი საქართველოში თავისი ბიზნესის გაფართოების პერსპექტივას ამ ეტაპზე ვერ ხედავს, თუმცა, მისივე თქმით, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა შედეგებს მიიღებს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია თავისი აქტიური მუშაობით. რესპონდენტი ამბობს, რომ ასოციაციამ პრინციპულად დააყენა საკითხის მნიშვნელობა სახელმწიფო მასშტაბით და მხოლოდ მასზეა იმედი ამ სფეროში გამჭვირვალე კანონმდებლობის მოპოვებისა.

 

„ამ ეტაპზე გაჩნდა იმედი, რომ მივიღებთ გამჭვირვალე და სანდო კანონმდებლობას, ასევე ჩვენს კომპანიას ესმის, რომ სახელმწიფოსთან უნდა მიმდინარეობდეს მუდმივი დიალოგი და ამაშიც ისევ ასოციაციას შეუძლია დახმარება“, – აცხადებს რესპონდენტი.
 
ქართულ ბაზარზე შემოსულ ახალ კომპანიებს, ან რომლებიც აპირებენ სტატუსის მიღებას, რესპონდენტი ურჩევს, მზად იყვნენ საგადასახადო უწყებების მხრიდან მოულოდნელი შემოწმებების ჩატარებისთვის და დაჯარიმებისთვის, ვიდრე მკაფიოდ განსაზღვრულ კანონებს არ მიიღებს საქართველოს ხელისუფლება.
 
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბოლო წლებში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ვზპ სტატუსის მქონე კომპანიები რამდენიმე მილიონი ლარით დააჯარიმეს. ჯარიმის მოტივაციას არ ეთანხმებიან აღნიშნული კომპანიების მფლობელები და ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია.
 
 
წყარო
 
 
 
Share
2

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სასარგებლო ბმულები

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

კანონი საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონის შესახებ


ააიპ საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია

მისამართი: ქ. თბილისი, საქართველო
ტელ.: +995 511 230 446
ელ. ფოსტა: info@viz.ge

გამოიწერე ჩვენი სიახლეები

დაგვიტოვეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი და ჩვენ გამოგიგზავნით სიახლეებსა და ფანდრაიზინგის (სპონსორული სახსერები) შესახებ ინფორამციას.

გამოიწერეთ ჩვენი სოციალური ქსელები

რაც უფრო მეტი ადამიანი შეიტყობს ჩვენს შესახებ, უფრო მეტად გვექნება შესაძლებლობა მივაღწიოთ ჩვენს მიზანს და მოვიყვანოთ IT კომპანიებთან დაკავშირებული არსებული კანონმდებლობა შესაბამისობაში. თითოეული გაზიარება არის წვლილი, შეტანილი უცხოელი ინვესტორების დაცვაში საქართველოს ტერიტორიაზე.

  • Facebook
  • LinkedIn
  • Telegram

მხარი დაუჭირე პროექტს

თქვენ შეგიძლიათ ასოციაციაში წვლილის შეტანა კრიპტოვალუტის მეშვეობით ან პირდაპირი საბანკო გადარიცხვით

© 2025 Viz.ge by ARC Digits | All Rights Reserved.