Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888
  • მთავარი
  • ისტორია
  • ჩვენ შესახებ
  • სიახლეები
  • შემთხვევები
  • კონტაქტი
Donate
✕
გზა შეღავათებისკენ: როგორ მივიღოთ ვირტუალური ზონის პირის სტატუსი საქართველოში
აპრილი 15, 2024
BMG საქართველოში VZP სექტორის შესახებ – ინტერვიუ შორენა კოპალეიშვილთან ერთად
აპრილი 25, 2024
Show all
Grant Thornton Georgia-სა და EBA-ს ღონისძიება: პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონი საქართველოში
აპრილი 22, 2024

 

Grant Thornton Georgia-მ და EBA-მ (ევროპული ბიზნეს ასოციაცია) უმასპინძლეს საჯარო-კერძო დიალოგს, საქართველოში პერსონალური მონაცემების დაცვის ახალი სამართლებრივი რეგულაციის შესახებ. ეს ღონისძიება ეხებოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახლახან მიღებულ კანონს, რომელიც ძალაში შევიდა 2024 წლის 1 მარტს.

 

ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციის თავმჯდომარე, შორენა კოპალეიშვილი.

 

საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ, რომლის მიზანია ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობა და მონაცემთა სუბიექტების უფლებების გაძლიერება. იგი განსაზღვრავს მონაცემთა ფართოდ დამუშავებას, რომელიც მოიცავს პერსონალური მონაცემების შეგროვებას, შენახვას, გაზიარებას და წაშლას. ყველა ორგანიზაცია, რომელიც ამუშავებს პერსონალურ მონაცემებს, უნდა შეესაბამებოდეს ახალი კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანიები ამუშავებენ პერსონალურ მონაცემებს, რის გამოც ამ კანონის გაგება და დაცვა მათი მხრიდან უმნიშვნელოვანესია. ახალი კანონი წარმოადგენს საქართველოს მონაცემთა დაცვის რეგულაციების ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობისკენ გადადგმულ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს.

 

მონაწილეები: ჯონ ბრაეკეველდტი, ევროპული ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი; პაატა შურღაია, Grant Thornton-ის თანამმართველი პარტნიორი; ნინო ჯოლია, Grant Thornton-ის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ნინო ყველაიძე, ადვოკატი, Grant Thornton; კახაბერ გოშაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი; შავლეგ თოდუა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. 

 

ღონისძიება დასრულდა საინტერესო კითხვა-პასუხის სესიით, რომელმაც მონაწილეებს შესაძლებლობა მისაცა პირდაპირ მიეღოთ განმარტებები სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებისგან. აღსანიშნავია, რომ IT პროფესიონალებს საშუალება ჰქონდათ ღონისძიების მსვლელობის დროს გაეგზავნათ შეკითხვები საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციის ტელეგრამ არხის მეშვეობით, რომლებსაც   შ ორენა კოპალეიშვილი შეხვედრაზე გააჟღერებდა.

 

გვინდა მადლობა გადავუხადოთ ორგანიზატორებს ამ მნიშვნელოვანი და საინტერესო საჯარო და კერძო დიალოგისთვის.

 

დამატებითი სიახლეებისა და დისკუსიებისთვის, გამოიწერეთ ჩვენი Telegram არხი

 

კონტაქტი:
ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: info@viz.ge.

 


 

 

Share
4

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სასარგებლო ბმულები

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

კანონი საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონის შესახებ


ააიპ საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია

მისამართი: ქ. თბილისი, საქართველო
ტელ.: +995 511 230 446
ელ. ფოსტა: info@viz.ge

გამოიწერე ჩვენი სიახლეები

დაგვიტოვეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი და ჩვენ გამოგიგზავნით სიახლეებსა და ფანდრაიზინგის (სპონსორული სახსერები) შესახებ ინფორამციას.

გამოიწერეთ ჩვენი სოციალური ქსელები

რაც უფრო მეტი ადამიანი შეიტყობს ჩვენს შესახებ, უფრო მეტად გვექნება შესაძლებლობა მივაღწიოთ ჩვენს მიზანს და მოვიყვანოთ IT კომპანიებთან დაკავშირებული არსებული კანონმდებლობა შესაბამისობაში. თითოეული გაზიარება არის წვლილი, შეტანილი უცხოელი ინვესტორების დაცვაში საქართველოს ტერიტორიაზე.

  • Facebook
  • LinkedIn
  • Telegram

მხარი დაუჭირე პროექტს

თქვენ შეგიძლიათ ასოციაციაში წვლილის შეტანა კრიპტოვალუტის მეშვეობით ან პირდაპირი საბანკო გადარიცხვით

© 2025 Viz.ge by ARC Digits | All Rights Reserved.