გზა შეღავათებისკენ: როგორ მივიღოთ ვირტუალური ზონის პირის სტატუსი საქართველოში
დღეს საქართველო მიმზიდველი ადგილია უცხოელი IT ინვესტორებისთვის. ისინი სულ უფრო და უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ ამ ქვეყანას, მასში ხედავენ არა მხოლოდ პერსპექტიულ საინვესტიციო გარემოს, არამედ ხელსაყრელ ადილს მათი პროექტების წარმატებული ფუნქციონირებისთვის. ამ ინტერესის ცენტრში არის ვირტუალური ზონის პირის სტატუსი. ერთად გავიგოთ, რა პრივილეგიებს გვთავაზობს ეს სტატუსი და რა პირობები უნდა დაკმაყოფილდეს მის მისაღებად.
ვირტუალური ზონის პირის სტატუსის პრივილეგიები:
ვირტუალური ზონის პირის სტატუსი 2011 წელს დაინერგა საქართველოში IT სექტორის ზრდის სტიმულირებისთვის. ამ სტატუსის საფუძველზე, კომპანიებს შეუძლიათ ისარგებლონ შემდეგი პრივილეგიებით
საგადასახადო შეღავათები:
მოგების გადასახადი დივიდენდის განაწილებისას 0% (15%-ის ნაცვლად) შესაბამისი ქვეყნის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საქართველოსთან შეთანხმების დებულებების გათვალისწინებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
0% დღგ-ის გადასახადი (18%-ის ნაცვლად).
რეგისტრაციის სიმარტივე:
არ არის საჭირო საქართველოს რეზიდენტობა.
არ არის საჭირო საგადასახადო რეზიდენტობა.
დამატებით ლიცენზია IT საქმიანობისთვის საჭირო არ არის.
სტატუსის მიღება არის უფასო.
მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ გადასახადებისაგან გათავისუფლება ვრცელდება მხოლოდ იმ შემოსავლებზე, რომლებიც მიღებულია IT მომსახურებით და თუ კომპანია მომსახურებას სთავაზობს უცხოელ კლიენტებს საქართველოს ფარგლებს გარეთ.
მოთხოვნები ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მისაღებად საქართველოში
ვირტუალური ზონის სტატუსი ენიჭება კონკრეტულ IT კომპანიებს, რომლებიც აკმაყოფილებენ გარკვეულ კრიტერიუმებს.
საქმიანობის სახე:
ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მიღება უნდა იყოს თანხვედრაში 49-ე დადგენილებასთან, რომელიც განსაზღვრავს კრიტერიუმებს მისი მიღების მსურველი კომპანიებისთვის. თქვენი აქტივობის სახე უნდა იყოს დაკავშირებული პროგრამული უზრუნველყოფის შექმნასთან, განვითარებასთან და შენარჩუნებასთან, პროგრამული უზრუნველყოფისა და კომპიუტერული ტექნიკის მართვასთან და პროგრამული უზრუნველყოფის/ტექნიკის მხარდაჭერის უზრუნველყოფასთან No. 33544 ბრძანების შესაბამისად.
მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ იმ ფაქტს, რომ არსებობს გარკვეული ნიუანსები პროგრამული უზრუნველყოფის ცნებასთან დაკავშირებით. მართალია საქართველოს კანონმდებლობა არ განსაზღვრავს პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტის ცნებასა და მის შექმნასთან დაკავშირებულ რეგულაციებს. ამავე დროს, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი იცნობს კომპიუტერული პროგრამის ცნებას. კერძოდ, „კომპიუტერული პროგრამა“ არის ინსტრუქციათა ერთობლიობა სიტყვების, კოდების, სქემების ან მანქანით წაკითხვადი სხვა ფორმით, რომელიც საშუალებას იძლევა აამოქმედოს კომპიუტერი განსაზღვრული შედეგების მისაღწევად. ტერმინი მოიცავს კომპიუტერული პროგრამის დიზაინის მოსამზადებელ მასალას. ისევე როგორც „კომპიუტერულ პროგრამაში“, პროგრამულ უზრუნველყოფაშიც, როგორც წესი, იგულისხმება პროგრამა ან პროგრამების ერთობლიობა, რომელიც შეიცავს თვით კომპიუტერის საოპერაციო პროცესებისათვის აუცილებელ ინსტრუქციებს ან ინსტრუქციებს სხვა ამოცანების შესასრულებლად. პროგრამული უზრუნველყოფა აპარატული უზრუნველყოფისგან (კომპიუტერული მოწყობილობებისგან) დამოუკიდებელია და სწორედ მისი მეშვეობით არის შესაძლებელი კომპიუტერების პროგრამირება. კომპანიის საქმიანობის ვირტუალური ზონის პირის სტატუსის ფარგლებში საქმიანობასთან შესაბამისობის მიზნით მნიშვნელოვანია კომპანიის საქმიანობა გულისხმობდეს კომპიუტერული საინფორმაციო სისტემების სფეროში ისეთი საქმიანობის განხორციელებას, რომელიც გამოიყენება პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებაში.
შესაბამისად, თუ თქვენი კომპანია აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს, შეიტანეთ განაცხადი სტატუსის მისაღებად!
კომპანიის რეგისტრაცია:
VZP სტატუსისთვის საჭიროა კომპანიის ლეგალურად არსებობა საქართველოში, რაც ნიშნავს, იმას რომ იურიდიული პირი უნდა იყოს რეგისტრირებული მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში. არის მოლოდინი, რომ რეგისტრირებული კომპანია განახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას საქართველოში და დაიქირავებს IT სპეციალისტებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამუშაოდ. გარდა ამისა, პროდუქცია უნდა გაიყიდოს, მიეწოდოს საზღვარგარეთ.
ვირტუალური ზონის სტატუსის მიღების პროცესი: რეგისტრაციის ეტაპები
თუ თქვენი კომპანია აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებს, შეგიძლიათ დაიწყოთ ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მიღების პროცესი.
ნაბიჯი 1: დოკუმენტაციის მომზადება
ჩამოტვირთეთ და შეავსეთ განაცხადის ფორმა საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.fas.ge).
წარადგინეთ ბოლო სამი წლის პროექტების სია, ასეთის არსებობის შემთხვევაში, დამკვეთებთან ხელშეკრულების ან სხვა შესაბამისი დოკუმენტაციის ჩათვლით, რომელიც მიუთითებს, რომ თქვენ აწვდით ინფორმაციულ ტექნოლოგიურ პროდუქტებს და მომსახურებას სხვებს.
ნაბიჯი 2: განაცხადის შეტანა
შეავსეთ განაცხადი ელექტრონული ფორმით საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურში.
ვირტუალური ზონის პირის სტატუსი კომპანიას ენიჭება სტატუსის შესახებ განაცხადის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა
ნაბიჯი 3: განაცხადის განხილვა
დაელოდეთ განაცხადის განხილვას. ვირტუალური ზონის პირის სტატუსი მინიჭების შესახებ განაცხადი განიხილება შეტანიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა (თუ არ იქნება მოთხოვნილი დამატებითი დოკუმენტაცია)
ნაბიჯი 4: სერტიფიკატის მიღება
მას შემდეგ, რაც თქვენს კომპანიას მიენიჭება ვირტუალური ზონის პირის სტატუსი, მიიღებთ ამ სტატუსის დამადასტურებელი ელექტრონული სერთიფიკატი. ეს ხდება გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა.
ვირტუალური ზონის სტატუსი გაიცემა განუსაზღვრელი ვადით.
ზემოაღნიშნული ეტაპების შესრულება დაეხმარება თქვენს კომპანიას მოიპოვოს ვირტუალური ზონის პირის სტატუსი საქართველოში და ისარგებლოს საგადასახადო შეღავათებითა და გამარტივებული ადმინისტრაციული პროცედურებით.