ინოვაციების ხელშეწყობა: ძირითადი აქცენტები EU4Digital ICT ინოვაციების ფორუმიდან
შორენა კოპალეიშვილმა, ასოციაციის თავმჯდომარემ, 2024 წლის EU4Digital ICT სარტაპებისა და ინოვაციების ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელიც 9 ოქტომბერს ონლაინ ფორმატში გაიმართა.
EU4Digital ICT სტარტაპებისა და ინოვაციების ფორუმი ყოველწლიური მაღალი დონის შეხვედრაა, რომელიც აერთიანებს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ICT ინოვაციისა და სტარტაპ ეკოსისტემის ლიდერებს. ფორუმზე იკრიბებიან პოლიტიკის ძირითადი შემქმნელები, წამყვანი კლასტერული ორგანიზაციები, საერთაშორისო დონორები და ეროვნული ექსპერტები, რათა განიხილონ კრიტიკული საკითხები, რომლებიც ეხება ICT ინოვაციისა და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების თემებს რეგიონის დონეზე.
ამ ღონისძიების საბოლოო მიზანია უზრუნველყოს მნიშვნელოვანი პლათფორმის შექმნა ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის შემქმნელებისთვის, წამყვანი კლასტერული ორგანიზაციებისთვის, ექსპერტებისთვის და საერთაშორისო დონორებისთვის, რათა განიხილონ მათ წინაშე მდგარი გამოწვევები. ის ასევე იქნება გამოცდილების და სტრატეგიული გეგმების გაზიარების შესაძლებლობა ციფრული ეკონომიკის ფარგლებში ინოვაციური კლასტერების მხარდაჭერის და მათი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, რათა ხელი შეუწყონ დამწყებ ბიზნესს.
კლასტერების პოლიტიკისა და მხარდაჭერის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების ძირითადი სიახლეები განიხილეს საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინისა და მოლდოვის წარმომადგენლებმა. საქართველოს წარმოადგენდა Enterprise Georgia-ს დირექტორის მოადგილე ირაკლი გაბრიაძე.
ასოციაციის თავმჯდომარემ მიიღო ინფორმაცია საინოვაციო კლასტერების მონაწილეებისგან განვითარების ტენდენციებისა და მათი მხარდაჭერის საჭიროებების შესახებ. ამ ტიპის მსოფლიო დონის ღონისძიებებში მონაწილეობა ხაზს უსვამს ჩვენი, როგორც სექტორული ასოციაციის სტატუსის მნიშვნელობას.