Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888Virtual-Zone_LOGOS-01_888
  • მთავარი
  • ისტორია
  • ჩვენ შესახებ
  • სიახლეები
  • შემთხვევები
  • კონტაქტი
Donate
✕
საქართველოს ვირტუალურო ზონის პირთა ასოციაციის პოზიცია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე 2022 წლის 29 დეკემბერს გამოცემულ მეთოდურ მითითებასთან დაკავშირებით (ბრძანება N33544)
თებერვალი 16, 2023
Georgian Business Consulting ასოციაციის შესახებ, რომელიც აქტიურად მუშაობს საგადასახადო პრობლემების დარეგულირებაზე
მარტი 15, 2023
Show all
შეხვედრა პარლამენტში ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მქონე კომპანიების დაბეგვრასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ
თებერვალი 28, 2023

შეხვედრა პარლამენტში ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მქონე კომპანიების დაბეგვრასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ

 

 
საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციისა და კრესტონ ჯორჯიას მიმართვასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მქონე კომპანიების დაბეგვრასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, 2023 წლის 27 თებერვალს შედგა შეხვედრა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ბატონ დავით სონღულაშვილსა და  საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციის თავმჯდომარე შორენა კოპალეიშვილს და ევროპული ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შორის.
შეხვედრის ორგანიზატორი და მხარდამჭერი ევროპული ბიზნეს ასოციაცია. 
საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციის თავმჯდომარემ შორენა კოპალეიშვილმა ბატონ დავითს გააცნო შემდეგი საკითხები:
  • საქართველოს ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მქონე კომპანიების წინაშე არსებული პრობლემები 2021 წლიდან დღეის მდგომარეობით და გამომწვევი მიზეზები;
  • საქართველოს საგადასახადო ორგანოს მიდგომები ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე 2020-2022წწ.;
  • ბიზნეს ომბუდსმენის პოზიცია;
  • შესაბამისი კანონმდებლობის დაზუსტების აუცილებლობა.
პირველ საკითხთან დაკავშირებით მხარეების პოზიცია წარმოდგენილია კომიტეტისადმი 2022 წლის 28 ივლისის #1-9465/22 მიმართვაში სადაც აღწერილია საქართველოს ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მქონე კომპანიების გარშემო მიმდინარე პროცესები, მიზეზები და დამდგარი შედეგები. მიმართვა წერილობითი ფორმით მიწოდებულია კომიტეტისთვის. ასოციაციამ დამატებით წარადგინა აღნიშნული ბიზნესის განვითარების დინამიკის დამადასტურებელ ინფორმაცია, კერძოდ 2011-2021 წლებში ამ სტატუსის მქონე კომპანიების მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების შესახებ. 
საქართველოს საგადასახადო ორგანოს მიდგომები ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე 2021-2022 წლებში არაერთხელ შეიცვალა, რაც დასტურდება სამი სხვა და სხვა მეთოდური მითითების გამოცემით. უფრო ვრცლად ასოციაციის და მისი პარტნიორების პოზიცია წარმოდგენილია აქ, რომელიც ასევე წერილობითი ფორმით გადაეცა კომიტეტს. 
ბიზნეს ომბუდსმენის მხრიდან პოზიციის დაფიქსირება იყო ძალიან მნიშვნელოვანი, სადაც ბიზნესის ძირითადი წუხილები იყო გაზიარებული. პოზიცია წერილობითი ფორმით ასევე მიწოდებულია კომიტეტისთვის. 
შორენა კოპალეიშვილმა კიდევე ერთხელ აღნიშნა, რომ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი საკითხი ეს არის შესაბამისი კანონმდებლობის დაზუსტება იმდაგვარად, რომ არც ერთ მხარეს არ მიეცეს ამა თუ იმ ნორმის ინტერპრეტირების შესაძლებლობა, ხოლო კანონის მკაფიო და ზუსტი ჩანაწერით დაცული იქნას როგორც ქვეყნის საგადასახადო ინტერესი, ისე შეიქმნას ბიზნესის სტაბილურად ფუნქციონირების გარანტიები. 
კომიტეტის თავმჯდომარემ, ბატონ დავით სონღულაშვილმა გამოხატა მზადყოფნა საკითხის უფრო სიღრმისეულად შესწავლასთან დაკავშირებით, ასევე მიიღო გადაწყვეტილება უმოკლეს ვადებში გაეცნოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პოზიციას საკანონმდებლო ცვლილებების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. 
დაიგეგმა თანამშრომლობის გაგრძელების შემდგომი სტრატეგია. 
საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია, თავის პარტნიორებთან ერთად აგრძელებს აქტიურ მუშაობას თავისი წევრი კომპანიებისთვის ბიზნეს გარემოს გასაუმჯობესებლად და მათი ინტერესების დასაცავად.


 
 
Share
2

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სასარგებლო ბმულები

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

კანონი საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონის შესახებ


ააიპ საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია

მისამართი: ქ. თბილისი, საქართველო
ტელ.: +995 511 230 446
ელ. ფოსტა: info@viz.ge

გამოიწერე ჩვენი სიახლეები

დაგვიტოვეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი და ჩვენ გამოგიგზავნით სიახლეებსა და ფანდრაიზინგის (სპონსორული სახსერები) შესახებ ინფორამციას.

გამოიწერეთ ჩვენი სოციალური ქსელები

რაც უფრო მეტი ადამიანი შეიტყობს ჩვენს შესახებ, უფრო მეტად გვექნება შესაძლებლობა მივაღწიოთ ჩვენს მიზანს და მოვიყვანოთ IT კომპანიებთან დაკავშირებული არსებული კანონმდებლობა შესაბამისობაში. თითოეული გაზიარება არის წვლილი, შეტანილი უცხოელი ინვესტორების დაცვაში საქართველოს ტერიტორიაზე.

  • Facebook
  • LinkedIn
  • Telegram

მხარი დაუჭირე პროექტს

თქვენ შეგიძლიათ ასოციაციაში წვლილის შეტანა კრიპტოვალუტის მეშვეობით ან პირდაპირი საბანკო გადარიცხვით

© 2025 Viz.ge by ARC Digits | All Rights Reserved.